x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134377
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
"ფსიქიატრიულის პაციენტმა მისი "შეყვარებული" ქალი გაგუდა" - მკვლელობა ქარელში
image


შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ამ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 1 პირი და­ა­კა­ვა. შემ­თხვე­ვა ქა­რე­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ავ­ლევ­ში მოხ­და. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 34 წლის მა­მა­კაც­მა 29 წლის ქალი გა­გუ­და.

.

გარდაცვლილის მამა ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ მისმა ქალიშვილმა ეს მამაკაცი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გაიცნო. მისივე თქმით, კაცი შეუყვარდა, ამიტომაც ორივე საკუთარ სახლში მიიღო და ხელს უწყობდა, რომ ისინი კარგად ყოფილიყვნენ.


.

„მკვლელობის დღეს ნახირში უნდა წამეყვანა ბიჭი. მაგრამ ამათ მითხრეს მაყვლის საკრეფად მივდივართო და მინდორში წავიდნენ, არ ვიცი იქ რა მოხდა, გადაუბრუნდა, რაზე გაღიზიანდა და თივის ზვინთან გაგუდა. იქვე ახლოს ბიჭები ლუდს სვამდნენ და ეს ბიჭი რომ დაინახეს უაზროდ დადიოდა, უთქვამთ ის გოგო სად არის, მარტო რატომ ხარო და მათთვისაც არ დაუმალია - პირდაპირ უთქვამს, მოვკალიო, “ - ამბობს გარდაცვლილის მამა.

.

“ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შიდა ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.კ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. და­ნა­შა­უ­ლი 10-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.


გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მა­მა­კაც­მა ქა­რე­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ავ­ლევ­ში, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნაც­ნო­ბი ქალი – თ.ჩ. გა­გუ­და. პო­ლი­ცი­ამ თ.კ. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვა. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს” – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.


ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი თბილისში, ერთ-ერთ ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობდა, სადაც დაუმეგობრდა თავისზე უფროსს ბიჭს.

0
385
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
385
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0