x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
დასახელდა ვიტამინები, რომლებიც ახალგაზრდობის შენარჩუნებას უწყობს ხელს
image

დიეტოლოგმა დაასახელა ის ვიტამინები, რომელიც ახალგაზრდობის გახანგრძლივებას შეუწყობს ხელს.


ახალგაზრდობის გასახანგრძლივებლად რაციონში უნდა შეიტანოთ საკვები, რომელიც შეიცავს C და E ვიტამინებს, ამბობს გასტროენტეროლოგი, და დიეტოლოგი რუსტამ სადიკოვი.


მან ჩამოთვალა ეს და სხვა ვიტამინები, რომელიც თქვენს სილამაზეს და ახალგაზრდობას გაახანგრძლივებს.



ვიტამინი C მონაწილეობს კოლაგენის წარმოებაში, პროტეინი, რომელიც პასუხისმგებელია კანის ელასტიურობაზე, განმარტა სადიკოვმა. ასევე, მისი თქმით, ეს არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც ეხმარება თავისუფალ რადიკალებს ბრძოლაში და აყალიბებს იმუნურ დაცვას და რაც უფრო ნაკლებად ავადდება სხეული, მით უფრო დიდხანს რჩება ახალგაზრდად.


C ვიტამინი გვხვდება ქინძში, ასკილში, ალუბლისა და ფორთოხლის ქერქში.


ვიტამინი A ექიმის თქმით, აუმჯობესებს კანის რეგენერაციას, ანუ აჩქარებს ჭრილობებისა და დაჟეჟილობის შეხორცებას, ასევე არეგულირებს პიგმენტაციას, იცავს კანზე მუქი ლაქებისგან. მან განმარტა, რომ საშუალო ადამიანი ამ ვიტამინის 20-30 პროცენტს კაროტინოიდებისგან იღებს, ხოლო 70-80 პროცენტს რეტინოიდებისგან. კაროტინოიდები გვხვდება წითელი ფერის ხილსა და ბოსტნეულში, ასევე ისპანახსა და ტკბილ კარტოფილში, ხოლო რეტინოიდები გვხვდება ცხოველურ საკვებში, როგორიცაა საქონლის ხორცი, კვერცხი, ხაჭო, კარაქი და თევზის ქონი.


ვიტამინი E - სადიკოვის თქმით, აუმჯობესებს კანის, თმის, ფრჩხილების რეგენერაციას და მისი მიღება შეგიძლიათ კაკლისებრთა ნაყოფის, მწვანილისა და ფოთლოვანი ბოსტნეულისგან. მან დაამატა, რომ ის ყველაზე ეფექტურია ისეთ ცხიმებთან ერთად მიღებისას, როგორიცაა კარაქი ან თევზი.


ექიმი ასევე მოგიწოდებთ, არ დაივიწყოთ "მზის" ვიტამინი D, რომელიც აუცილებელია ძლიერი იმუნიტეტისთვის. ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად საჭიროა ნიკოტინის მჟავა (ვიტამინი B3), რომელიც სისხლში ამცირებს

image

ცუდი ქოლესტერინის დონეს და ხელს უწყობს ალცჰეიმერის დაავადების პრევენციას და ბიოტინი (ვიტამინი B7), რომელიც ხელს უშლის ფრჩხილების მტვრევადობას და დაშლას, გაჭაღარავებას და სიმელოტეს. პირველი გვხვდება ქათმის მკერდში, ღვიძლში, დაკონსერვებულ თინუსში, საქონლის ხორცში, ქატოში, არაქისა და ოსპში. მეორეს შეიცავს სუბპროდუქტები, (შიგნეულობა)კვერცხის გული და ზღვის პროდუქტები.

0
141
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0