x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
„საბანაოდ არ წასულან... არც ცურვა იციან, სწრაფი მდინარეა... სიმინდებში იყო ცხედრები შეტანილი“ - რას ამბობენ უჯარმაში დაღუპულ ძმებზე
image


დიდი ტრაგედია დატრიალდა ცოტახნის წინ უჯარმაში. უჯარ­მა­ში, მდი­ნა­რე იო­რის არხში, 16 და 21 წლის ძმე­ბის ცხედ­რე­ბი იპო­ვეს. ახალ­გაზ­რდე­ბის ცხედ­რე­ბი მაშ­ვე­ლებ­მა გვი­ან ღა­მით იპო­ვეს. გარ­დაც­ვლი­ლი ძმე­ბი 21 წლის ნიკა და 16 წლის ივი­კო მა­ხა­რობ­ლიშ­ვი­ლე­ბი არი­ან.


ისინი თბილისელები არიან და საგარეჯოს სოფელ უჯარმიდან დედა ჰყავთ. მათ კიდევ ერი დედმამიშვილი დარჩათ. თავდაპირველად გაჟღერებული ვერსიის მიხედვით, არსებული ინფორმაციით ძმები მდინარეზე საბანაოდ იყვნენ წასული, ერთ-ერთ ძმას, სა­ვა­რა­უ­დოდ, ფეხი და­უც­და, მე­ო­რე კი წყალ­ში მის გა­და­სარ­ჩე­ნად შე­ვი­და. ამჯერად კი ადგილობრივების კომენტარი გავრცელდა, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი საბანაოდ არ წასულან და მათ არც ცურვა იციან.



”კანალებზე ასულან. პატარა ძმას ფეხი ჩასცდომია და სადღაც 20 მეტრში ყოფილან გვირაბამდე. იმ გვირაბში ის რომ შევიდა, დაუძახია მიშველეო, მერე ძმა გადახტა საშველად. საბანაოდ არ იყვნენ, ტყეში წავიდნენ, სტუმარი ჰყოლიათ…




არც იცოდნენ ცურვა და ძალიან სწრაფი მდინარეა.. იქ რომ ჩახვიდე, თუ პროფესიონალი არ ხარ, ვერ ამოხვალ. არხი დააშრეს ბოლომდე და სიმინდებში იყვნენ გატანილი” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.


„აქ ჩამოსულები არიან, დედის სოფელში, მამაც კახეთიდან არის, წარმოშობით. ეგ ადგილი ხავსიანია და ორი მეტრი აქვს სიმაღლე ამ არხს. 16 წლის ბიჭი ფეხით ჩასულა, ჩასვლისას ფეხი ჩაცურებია, ძმა და მამიდაშვილი ზემოთ ყოფილან და მამიდაშვილი ამბობს, რომ მოვიხედე, ძმაც აღარ იყოო. როგორც ჩანს, საშველად გადახტა“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

0
107
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0