x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
"გაბუმ რომ მითხრა ეს ამბავი, სამი საათი ვერ ვინძრეოდით"- ვისზე წერს ბექა ყორშია?

image


"მთავარი არხის" ჟურნალისტი ბექა ყორშია სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება 2 დღის წინ მომხდარს.


მოგეხსენებათ, ასევე ტელეკომპანია "მთავარი არხის" ჟურნალისტი, წამყვანი ლაშა ნაკაიძე დააკავეს ოჯახში ძალადობისა და გაუპატიურების მცდელობის ბრალდებით.


ამ ამბავს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა და თავად ტელევიზიამაც გააკეთა განცხადება.


პირველ რიგში, გთავაზობთ ბექა ყორშიას განცხადებას:



"გაბუმ რომ მითხრა ეს ამბავი, სამი საათი ვისხედით და ვერ ვინძრეოდით. ეს ის შემთხვევაა, როცა არ არსებობს არანაირი ინტერესთა კონფლიქტი. არ აქვს მნიშვნელობა კოლეგაა, მეგობარია, ბავშვის ნათლია, თუ ოჯახის წევრი - სათქმელი ღიად, ცხადად და პრინციპულად უნდა დავაფიქსიროთ - ყველა ქალზე მოძალადე (მათ შორის - ლაშა ნაკაიძე) კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს !


მთელი “მთავარი არხი” ახლა ჯოჯოხეთს გადის, მაგრამ ჩვენი სტრესი საერთოდ არაფერია იმასთან შედარებით, რაც თავად ძალადობის მსხვერპლმა განიცადა და ახლაც განიცდის."


რაც შეეხება ტელეკომპანია მთავარის განცხადებას:


“მთავარი არხი” გმობს და ემიჯნება ყოველგვარი სახის ძალადობას, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება კაცის მხრიდან ქალზე განხორციელებულ ძალადობას, რასაც არცერთ ვითარებაში არ აქვს გამართლება.


2022 წლის 15 აგვისტოს მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას თავად “მთავარი არხის” ერთ-ერთმა თანამშრომელმა აცნობა, რის შემდეგაც განხორციელდა დაშავებული ქალის სამედიცინო შემოწმება, გამოკითხვა და მისი ჩვენების საფუძველზე ლაშა ნაკაიძის დაკავება.


ნაკაიძისთვის წაყენებული ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე, “მთავარი არხი” ვალდებულად მიიჩნევს თავს, შეაჩეროს მასთან ნებისმიერი სახის თანამშრომლობა, თუმცა თუ მას დანაშაულის ჩადენა არ დაუმტკიცდება, არხი გადახედავს ლაშა ნაკაიძესთან საქმიანი ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობას”

image
1
130
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
130
  
2022, 18 აგვისტო, 16:10
მთავარ არხზე ყველა მოძალადეები არიან ქალიან კაციანად ყველა დასაჭერი და დასახვრეტია. ეგ ნაცბოზბნდის ტელევიზია კი დასახურია.
0 1 1