x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134362
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
არა ბიუსტჰალტერს!- ცნობილი ქალბატონები, რომლებმაც გარდერობის ამ ელემენტის ტარებაზე უარი თქვეს.

ბიუსტჰალტერის ტარება ქალებისთვის სავალდებულოდ არ ითვლება. ექიმები განსხვავებულს ამბობენ: ბიუსტჰალტერი, ერთის მხრივ, ბიუსტის შენარჩუნებას უწყობს ხელს, მეორე მხრივ კი დისკომფორტს იწვევს და სისხლის მიმოქცევას არღვევს კიდეც. ამ ვარსკვლავებმა იპოვეს მიზეზი იმისა, რომ აღარ ჩაეცვათ სტანდარტული თეთრეული.

1. კიმ კარდაშიანი

კიმ კარდაშიანმა ოფიციალურად განაცხადა, რომ სძულს ბიუსტჰალტერები. ისინი არა მხოლოდ მკერდს აჭერენ და აფერხებენ მოძრაობას, არამედ ხელს უშლიან მას, რომ ჩაიცვას გამჭვირვალე კოსტიუმები. უკვე რამდენიმე წელია, ვარსკვლავი იყენებს სპეციალურ წებოვან ლენტებს, რომლებსაც თავად აწარმოებს თავისივე ბრენდში სახელად SKIMS.image

2. ჯენიფერ ენისტონი

ჯენიფერ ენისტონს ხშირად არ ეცვა ბიუსტჰალტერი სერიალ “მეგობრები"- ს გადასაღებ მოედანზეც კი და მას შემდეგ არც არაფერი შეცვლილა. სწორედ მან დაამტკიცა, რომ ამ თეთრეულზე უარის თქმა სილაც არაა ვულგარული.image

3. რიანა

რიანა არასოდეს ერიდება ღონისძიებებზე გამჭვირვალე კოსტიუმებით და კაბებით მისვლას, რომლებსაც ბიუსტჰალტერი უბრალოდ არ უხდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომღერალს რაიმე ნეგატიური დამოკიდებულება აქვს მათ მიმართ, პირიქით, თავისი ბრენდის ქვეშ Savage X Fenty სწორედ ქალის თეთრეულს აწარმოებს და საკმაოდ წარმატებულიცაა.image

4. გვინეტ პელტროუ

მსახიობი დარწმუნებულია, რომ ქალს ადვილად შეუძლია ბიუსტჰალტერის გარეშე იაროს, მაგრამ საზოგადოება რატომღაც საპირისპიროს ახვევს მათ თავს. მეტიც, მსახიობის თქმით მოსაზრება, რომ ბიუსტჰალტერის ტარება მკერდს ფორმას უნარჩუნებს, მხოლოდ მითია.image

5. კირა ნაითლი

კირა ნაითლის აქვს მკერდის მოკრძალებული ზომა, მაგრამ ვარსკვლავს ეს უხარი კიდეცა: მას შეუძლია უარი თქვას არასასიამოვნო ნივთზე სინდისის ქენჯნის გარეშე. თუ წითელ ხალიჩაზე გასასვლელად მას შეუძლია ბიუსტჰალტერი ჩაიცვას, ყოველდღიურ ცხოვრებაში არც კი ეკარება მას. image

6. ვიქტორია ბექჰემი

ვიქტორია ბექჰემი ასევე ერთ-ერთია იმ ვარსკვლავთაგან, რომელიც ბევრად უფრო ხშირად ჩანს ბიუსტჰალტერის გარეშე. უფრო მეტიც "მხარდაჭერის" გარეშე უფრო კომფორტულადაა როგორც ელეგანტურ კაბებში, ასევე დიდი ზომის სვიტერებში.image

7. ჰაიდი კლუმი

ბიუსტჰალტერის ტარებაზე გერმანელმა მოდელმა ჯერ კიდევ თავისი კარიერის გარიჟრაჟზე თქვა უარი და 49 წლის ასაკშიც არ იწუხებს თავს მათი ჩაცმით.image

8. სელენა გომესი


სელენა იშვიათად ხვდება პაპარაცების ობიექტების ქვეშ. თუმცა, თითქმის ყველა სურათზე, რომლის გადაღებაც ფოტოგრაფებმა მოახერხეს ლოს-ანჯელესის ქუჩებში, ვარსკვლავი ბიუსტჰალტერის გარეშე იყო.image

1
1190
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
1190
  
2022, 24 სექტემბერი, 15:37
ამ რვიდან 6 ფიცარია და ლიფი საერტოდ ზედმეტია მათთვის
0 1 1