x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ნინი გოგაშვილი: "მამა.. მარტო დაუპირისპირდი ამ ბინძურ კლანს.."
image "1 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემი ოჯახი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა 16 ივლისს იმის გამო, რომ სოსო საჯაროდ დაუპირისპირდა ბიძინა ივანიშვილის მიერ მართულ კლანს.


რა შეიცვალა? ჩვენ შევიცვალეთ, უფრო მეტად ძლიერები გავხდით, შიში გაქრა და უფრო მეტად ბრძოლისუნარიანები ვაგრძელებთ ბრძოლას.



რა არ შეიცვალა? სოსო ისევ ცრუ ბრალდებების გამო არის დაპატიმრებული, დამნაშავეები ისევ არ დასჯილან და შეშინებული დამნაშავეები ისევ გვემუქრებიან ლიკვიდაციით.


დღეს, ერთ-ერთ დაწესებულებაში ჩემთვის უცნობმა ქალბატონმა სახელით მომმართა, მომესალმა და მითხრა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და გამძლეობა უსურვა ჩემს ოჯახს კი, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, თუნდაც აქ, ბიძინას მართულ ქვეყანაში!



მამა, მიყვარხარ და ვამაყობ შენი გამბედაობით! მარტო დაუპირისპირდი ბინძურ კლანს, აგრძელებ მარტო ბრძოლას მათ წინააღმდეგ და ამ ომში შენ უკვე გამარჯვებული ხარ! ეს ეტაპი ჩვენს ცხოვრებაში იქნება ყველაზე დიდი გამოცდილება და საინტერესო ბრძოლა ჩვენი და ქვეყნის კეთილდღეობისთვის!" წერს ნინი გოგაშვილი.



1
59
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
59
  
2022, 16 აგვისტო, 23:27
რატომ არ იამაყემ მამით, სოციალურად დაუცველები მილიონერებად გაქციათ! ისა და...ახლა გახდა ბიძინას მართული ქვეყანა ცუდი?
0 1 1