x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134394
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
ოთხი გაუგონარი ფაქტი კაცობრიობის ისტორიიდან

image


ჰოლანდიელებმა საკუთარი პრემიერ-მინისტრი შეჭამეს


1653 წელს, ნიდერლანდებში მდიდარმა ადვოკატმა, ფინანსისტმა და მათემატიკოსმა, იან დე ვიტმა გაერთიანებული პროვინციების მთავარი პენსიონარიის პოსტი დაიკავა. ჰოლანდიაში და ზელანდიაში ეს ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობა იყო, პრემიერ-მინისტრის მსგავსი.


image


დე ვიტი ერთობ გამოჩენილი ადამიანი იყო. მან ინგლისთან ორ ბრძოლაში ქვეყნის დამოუკიდებლობა დაიცვა, რამდენიმე მომგებიანი მშვიდობიანი ხელშეკრულება დადო, სახელმწიფოს ფინანსური მდგომარეობა გამოასწორა-მოკლედ, ჰოლანდია ისევ ძლიერი ქვეყანა გახადა. ჰოლანდიელებს ის ისე უყვარდათ, რომ დიდი პენსიონერიის პოსტზე 20 წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ აირჩიეს.

მაგრამ, ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი უკუღმა დატრიალდა. 1672 წელს, საფრანგეთის მეფე ლუდოვიგო XIV ინგლისთან ერთად გაერთიანებულ პროვინციებში შეიჭრა. ჰოლანდიელებმა ინგლისის ფლოტს წარმატებული წინააღმდეგობა გაუწიეს, ხმელეთზე კი უპირატესობა ფრანგებმა მოიპოვეს. იმისთვის, რომ მათი შეტევა შეეჩერებინათ, ნიდერლანდელებს მოუწიათ რამდენიმე დამბის დანგრევა და ორი პროვინციის ჩაძირვაც კი. ამან, რა თქმა უნდა საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვია. 1672 წელი უბედურების წლად გამოაცხადეს. ხალხი, რომელიც ადრე ვიტს მხარს უჭერდა, ახლა ყველა უბედურებაში მას ადანაშაულებდა. ის ხელისუფლებას ჩამოაშორეს და გაძევება მიუსაჯეს. იანის ძმა, კორნელის დე ვიტი დააპატიმრეს და აწამეს. 20 აგვისტოს იან დე ვიტი ჰააგის ციხეში მივიდა, რათა გადასახლებამდე ძმა მოენახულებინა. მას გალეშილი ბრბო შემოესია და ცემა დაუწყო. კორნელისი საკნიდან გამოათრიეს და ძმასთან ერთად სასტიკად გაუსწორდნენ. შემდეგ ძმებს სხეულიდან ხორცები ააჭრეს, იქვე გაჩაღებულ კოცონზე შეწვეს და მიირთვეს. ძმების სხეულებიდან რაც დარჩა, ფეხებით დაკიდებული დატოვეს და მათ ფრინველებმა მოუღეს ბოლო.

ეს ამბავი ოქროს ხანის მხატვარმა, იან დე ბაენმა ასახა სურათზე "ძმები ვიტების ცხედრები" (ის ძმების თანამედროვე იყო). მანამდე, მან სხვათაშორის ორივეს პორტრეტი (ჯერ კიდევ ცოცხლების) შექმნა.


image


მეფე ჰენრი კონსტებელმა სცემა და მაწანწალობისთვის დააპატიმრეს


ჰენრიხ VIII ინგლისს XIV-ში მართავდა. თანამედროვენი მას ახასიათებდნენ როგორც განათლებულ, მიმზიდველ და ქარიზმატულ მეფეს, მოგვიანებით კი, უკვე ეგოისტურ და პარანოიდულ ტირანად მოიხსენიებდნენ.


image


მას ერთი ასეთი გასართობი ჰქონდა: მისი იარაღების დიდი კოლექციის ერთ-ერთი დევაისი იყო სამლულიანი პისტოლეტისა და "ბულავკის" მსგავსი ნივთის ჰიბრიდი. მეფე იმოსებოდა უბრალო ტანსაცმლით, შეიარაღდებოდა ამ მოწყობილობით და მარტო მიემართებოდა მაწანწალებისა და უსაქმურების მოსაძებნად. საქმე იმაშია, რომ მისმა უდიდებულესობამ მიიღო კანონი უსაქმურობის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც შრომისუნარიანი ადამიანები, რომლებიც სამჯერ იქნებოდნენ შემჩნეული მათხოვრობაში, სიკვდილით ისჯებოდნენ. როცა მეფე მოიწყენდა, ამ ბრძანების შესრულებას პირადად უწყობდა ხელს. მოკლედ, ერთხელაც, ჰენრიხი ღამის ლონდონში, თავისი მოწყობილობით აუჩქარებლად დასეირნობდა და მოულოდნელად კონსტებელს გადაეყარა. მან მის უდიდებულესობას საბუთები მოსთხოვა. მეფე შეეცადა დაერტყა წესრიგის დამცველისთვის, მაგრამ მცველმა შიშველი ხელებით წაართვა მეფეს "იარაღი", ერთი-ორიც წაუთაქა და წესრიგის დამრღვევი სატუსაღოში გაუშვა.

ერთი შეხედვით, ყველაფერი კანონიერად მოხდა-დაკავებული იქნა უსაქმური და გაურკვეველი პირი არარეგისტრირებული (მითუმეტეს) იარაღით. ძნელი წარმოსადგენი არ არის მცველის მდგომარეობა, როცა დილით სასამართლოზე აღმოჩნდა, რომ ტუსაღი მეფე იყო. თუმცა ჰენრიხმა კონსტებელი მის მიერ კარგად შესრულებული მოვალეობისთვის უხვად დაასაჩუქრა, ამასთან გასცა ბრძანება, გაეუმჯობესებინათ პატიმრების პირობები და კვების რაციონი.

მორალი: მონარქებისთვის ზოგჯერ სასარგებლოა, დროის მცირე ნაწილი მოკვდავებთან სიახლოვეს გაატარონ.


თემურლენგი ცოცხლად წვავდა აქლემებს, მტრის სპილოები რომ დაეფრთხო


ლაშქრობისას თემურლენგი პირადად მიუძღოდა თავის ჯარებს. როცა ქვეყანაში შეიჭრა, მისთვის ტრადიციულად დაიწყო მოროდიორობა და მშვიდობიანი მოსახლეობის დამონება.



image


მნიშვნელოვან წინააღმდეგობას იგი ქ. დელის მისადგომებთან გადააწყდა. დელის სულთანს, ნასირუდინ მაჰმუდ-შაჰს 120 სპილოსგან შემდგარი ჯარი ჰყავდა გამზადებული. სპილოები აღჭურვილი იყვნენ თავისებური ჯაჭვის პერანგებით, ეშვებზე კი შხამი ესვათ. ეს სერიოზული პრობლემა გახდა თემურისთვის: მონღოლების ცხენოსნები სპილოების ღრიალზე ფრთხებოდნენ. თვითონ ჯარისკაცებიც, რომლებიც პირველად ხედავდნენ ამ არსებებს, შეშინებული იყვნენ.


image


თემურლენგის ჯარებმა უკან დახევა დაიწყეს. სასწრაფოდ არასტანდარტული გადაწრვეტილების მიღება იყო საჭირო და მონღოლმა მას მიაგნო. ემირმა ბრძანა: მის არმიაში არსებული ყველა აქლემი თივით დაეტვირთათ, ცეცხლი წაეკიდათ და სპილოების მიმართულებით გაეშვათ. ასეც მოიქცნენ. გაგიჟებული აქლემები მაჰმუდის რიგებში შეიჭრნენ და ქაოსი და არეულობა შეიტანეს ინდოელი მეომრების მწყობრ რიგებში. სპილოებმა უკან დახევა დაიწყეს და დელის დამცველების მნიშვნელოვანი ნაწილი გადათელეს. მონღოლებმა დარჩენილი მეომრებიც ამოხოცეს, ხოლო შემდეგ 50 000 (სხვადასხვა ცნობებით) მშვიდობიანი მოსახლეობაც ამოხოცეს. თემურლენგის ონდოეთზე ლაშქრობის დროს 1 მილიონი ადამიანი იქნა განადგურებული.

ემირმა გაქცეული სპილოები შეკრიბა, შექმნა ელეფანტერიის რაზმი და წარმატებით გამოიყენა ის ბაიაზიდის წინააღმდეგ, ანგორის ბრძოლაში.


რომის იმპერატორის, კლავდიუსის შვილი, შემთხვევით მსხალმა მოკლა


კლავდიუსი უნარიანი და ეფექტური მმართველი იყო. ის აგრეთვე ამბიციური მშენებელიც გახლდათ, რომელმაც იმპერიის მასშტაბით მრავალი გზა, აკვედუკი და არხი ააგო, აღადგინა რომის იმპერიის ეკონომიკა.


image


მისი ზეობისას იმპერიამ დაიწყო ბრიტანეთის დაპყრობა. პირველი ცოლისგან მას ჰყავდა ძე, ტიბერიუს კლავდიუს დრუზუსი. იმპერატორმა წინასწარ დანიშნა იგი პრეტორიანული არმიის მეთაურის ქალიშვილზე. ამ ქორწინებას კლავდიუსსა და პრეტორიანელებს შორის ხიდი უნდა გაედო, მაგრამ დრუზუსმა ყველაფერი ჩაშალა: ერთ-ერთი ნადიმის დროს, მან ჰაერში ააგდო მსხალი, პირით დაიჭირა, დაიხრჩო და გარდაიცვალა.

მორალი: არ არის საჭირო საკვებით "ხუმრობა".








გადახედეთ სხვა სტატიებს:







დადგინდა: ძველეგვიპტურ ქანდაკებებს ცხვირებს შეგნებულად ამტვრევდნენ

image


ოქროს ტაძრის განძთსაცავის, წინა საუკუნეებში ჰერმეტულად დალუქული კარი ჯერაც ვერ გაუღიათ

image


ცნობილ ალამუთის ციხეში (მე-9 ს.) უნიკალური საინჟინრო შედევრი აღმოაჩინეს

image


სახიფათო გრაგნილები - რისთვის გაანადგურეს ალექსანდრიის ბიბლიოთეკა

image


საინტერესო, თუმცა ზოგიერთი, არც თუ ისე სასიამოვნო ფაქტი ვენეციის შესახებ


image


სხვადასხვა რელიგიების უცნაური ღვთაებები: საპირფარეშოების ღვთაება, ღვთაება რქებით და თხის წვერებით, მაიმუნისთავიანი ღვთაება და სხვ.

image


ლეგენდა ქრონოვიზორზე (დროის მანქანაზე), რომელიც ვატიკანში ინახება

image


ჩვენს დრომდე მოღწეული უძველესი არტეფაქტები, რომლებიც აღტაცებას იწვევს

image






0
1889
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
1889