x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
თამაზ ჭეიშვილი: "დაუშვით დროშები გლოვის ნიშნად, ხელისუფალნო!!"

image
"დაუშვით დროშები გლოვის ნიშნად, ხელისუფალნო!!!
როდესაც ხუთ მილიონიანი ერიდან, ორ მილიონზე მეტი ტოვებს სამშობლოს და უცხოეთში მიდის სამუშაოდ ოჯახების გადასარჩენად, როდესაც ამ მცირე ერის მოქალაქეებიდან ვიღაც ყოველ დღე სიცოცხლეს სუიციდით ამთავრებს, როცა მამა, შვილს კლავს აფექტის პროცესში, ქმარი ცოლს, ან პირიქით ...
როცა ასე მივეჩვიეთ სიკვდილს, როცა დაიქცა და დაიშალა ქვეყნის თითქმის ყველა სასიცოცხლო სტრუქტურა, ხოლო, განათლების სისატემა ვეღარ უმკლავდება უვიცობას ... როცა ქუჩაში ათი გამვლელიდან ხუთმა არ იცის ვინ დაარსა თბილისი, ან ვინ იყო იაკობ გოგებაშვილი, როცა ერი არაფერს ქმნის და ოცდაათი წელი ქუჩაში “ცხოვრობს“ მიტინგებზე...
ხოლო, ამ ოცდაათი წლის მანძილზე ძალოვანი სამსახური პროფესიონალ დამბრბევად ჩამოყალიბდა, როცა ბავშვები იხოცებიან შიმშილით, ხოლო, პოლიტიკოსებმა აღარ იციან სად წაიღონ “ნაშოვნი“ ფული, ეკლსიის მსახურები კი ფუფუნებაში ნებივრობენ...დაუშვით დროშები და გამოაცხადეთ გლოვა ქვეყანაში ხელისუფალნო!
ძაძებით შეიმოსეთ, თუ სინდისის ნატამალი კიდევ შემოგრჩათ!" - წერს მწერალი და პუბლიცისტი თამაზ ჭეიშვილი
0
98
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0