x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ამერიკამ უკრაინას მორიგი სამხედრო ტექნიკა მიაწოდა (ვიდეო)
imageინტერნეტში გამოქვეყნდა უკრაინაში ამერიკული სამხედრო აღჭურვილობის შეტანის კადრები.


ბოლო 72 საათის განმავლობაში, სულ მცირე, ოთხი ამერიკული ჯავშანტექნიკის სამხედრო კოლონა შევიდა უკრაინის ტერიტორიაზე. მედიის ცნობით, შემოტანილია მრავალფუნქციური ჯავშანტრანსპორტიორი, ჯავშანტექნიკა, ასევე მაღალი გამავლობის მანქანები და სხვა იარაღი. საერთო ჯამში, უკრაინას 60-მდე ერთეული ამერიკული ტექნიკა მიეწოდა. ტექნიკის განაწილება ოთხი მიმართულებით განხორციელდა.



ამგვარად, უკრაინის ტერიტორიაზე ორი კოლონა რუმინეთიდან შემოვიდა, ორმა კი პოლონეთის საზღვარი გადაკვეთა.



კოლონები მოძრაობდნენ მცირე ჯგუფებად და ახლა მათი განლაგება შესაძლებელია უკრაინის სხვადასხვა რეგიონში, რათა თავიდან აიცილონ მიწოდებული ტექნიკის განადგურება რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთ ადგილზე კონცეტრირებული დარტყმით.

image

კოლონას აცილებდა ნატოს სამხედროები და სხვა ქვეყნების პოლიცია . ამას მოწმობს ინტერნეტში გამოქვეყნებული ფოტოები.

image

შეგახსენებთ, ორიოდე თვის წინ ამერიკამ უკრაინას მიაწოდა M142 HIMARS-ი, მრავაჯერადი გაშვების მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა.


M142 HIMARS (ინგლ. High Mobility Artillery Rocket System, „მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა“; „ჰაიმარსი“) — მსუბუქი ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემა, რომელიც შეიქმნა 1990-იან წლებში აშშ-ის არმიისთვის და დამონტაჟებულია M1140 საშუალო ტაქტიკური სატვირთო მანქანის ძარაზე.


HIMARS აღჭურვილია 6 ერთეული 227 მილიმეტრიანი რაკეტით ან 1 MGM-140 ATACMS ტიპის ტაქტიკური რაკეტით და შეუძლია ყველა ტიპის იმ სტანდარტული რაკეტის გაშვება, რაც M270 MLRS სისტემის შეიარაღებაშია. მიუხედავად ამისა, M270-ის სტანდარტული ორი პაკეტისგან განსხვავებით, HIMARS-ის შეიარაღებაში მხოლოდ პაკეტია.

image


რაც შეეხება ფრონტის ამბებს:უკრაინელმა სამხედროებმა რუსი დამპყრობლების შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით მოიგერიეს.


ხარკოვის მიმართულებით მტერმა საჰაერო დარტყმები განახორციელა რტიშჩევკასა და ზემო სალტოვთან.


სლავიანსკის მიმართულებით, მტერი ცდილობს აანაზღაუროს პერსონალისა და აღჭურვილობის დანაკარგი.


კრამატორსკის მიმართულებით ოკუპანტებმა შეტევა დაიწყეს ვერხნეკამენსკოეს და ივანო-დარიევკას დასახლებების მიმართულებით. მათ ვერ მიაღწიეს წარმატებას და უკრაინელებმა აიძულეს უკან დაეხიათ.


ბახმუტის მიმართულებით მტერმა ნაწილობრივ მიაღწია წარმატებას გორლოვკა - ზაიცევოს მიმართულებით.


შეტევითი ბრძოლები ივანო-დარიევკას, ვიემკას, ბახმუტის, ვესელაია დოლინას და კოდემას დასახლებების მიმართულებით წარუმატებელი აღმოჩნდა დამპყრობლებისთვის, მათ უკან დაიხიეს.


ავდეევკას მიმართულებით მტერმა საჰაერო დარტყმები განახორციელა მარინკასა და ვოდიანის მახლობლად.


დამპყრობლები ცდილობდნენ შეტევას სპარტაკისა და მარინკას მიდამოებში, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს და უკან დაიხიეს. სოფელ პესკის მიდამოებში ბრძოლები გრძელდება.

0
277
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
277
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0