x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
უცხოპლანეტელების ზონდი წყნარ ოკეანეში ჩავარდა: მეცნიერები მის მოძებნას ცდილობენ
image
ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა პროფესორმა ავი ლიობმა და მისმა კოლეგამ ამირ სირაჟმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნეს სტატია Universe Today-ში. ისინი არწმუნებენ ხალხს და სამეცნიერო საზოგადოებას, რომ ობიექტი, რომელიც დედამიწის ატმოსფეროში შემოვიდა 2014 წლის 8 იანვარს და იმავე დღეს ჩავარდა წყნარ ოკეანეში პაპუა-ახალ გვინეასთან ახლოს, იყო ვარსკვლავთშორისი. ანუ, სხვა ვარსკვლავური სისტემიდან მოვიდა. ეს იყო არა მეტეორიტი, არამედ, უცხოპლანეტელთა ზონდი. სწორედ ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი მისი პოვნა. ცნობილია ავარიის ადგილი. მეცნიერებმა გამოავლინეს საძიებო არეალი 10-დან 10 კილომეტრზე - არც ისე დიდი, რომ წარმატების იმედი არ ჰქონოდათ. გარდა ამისა, ობიექტი უნდა იყოს მაგნიტური, რაც ამარტივებს დავალებას.






შეგახსენებთ, რომ ლიობმა და სირაჟმა, მაშინ ასპირანტებმა გააანალიზეს კოსმოსური სტუმრის ტრაექტორია და დაადგინეს, რომ ის მოძრაობდა წამში 60 კილომეტრზე მეტი სიჩქარით (216 000 კილომეტრი საათში). ანუ, ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ნებისმიერი მეტეორიტი და ასტეროიდი, რომელიც ცირკულირებს მზის სისტემაში. მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ობიექტი სხვა ვარსკვლავური სისტემიდან ჩამოვიდა. მათ თავიანთი არგუმენტები წარმოადგინეს The Astrophysical Journal Letters-ისთვის წარდგენილ სტატიაში. თუმცა, სტატია არ გამოქვეყნებულა. საქმეში ჩაერია შეერთებული შტატების კოსმოსური სარდლობა (United States Space Command - USSC), რომელმაც, როგორც გაირკვა, მაშინვე მოახდინა ინფორმაციის გასაიდუმლოება ობიექტის შემოსვლის შესახებ. სავარაუდოდ, მიზეზი იყო ის, რომ მეცნიერებმა გამოიყენეს მონაცემები თავდაცვის სამინისტროს ჯაშუშური თანამგზავრიდან და დედამიწის ატმოსფეროში შემომავალი ობიექტებს თვალყურის დევნის სადგურებიდან. მათი დახმარებით სამხედროები აკონტროლებენ ბალისტიკური რაკეტების მოძრაობას და ამოიცნობენ ბირთვულ აფეთქებებს. მონაცემთა გამჟღავნება გამოავლენს სისტემის შესაძლებლობებს.




image


მოულოდნელად რაღაც შეიცვალა. ახლახან - 2022 წლის აპრილის დასაწყისში გენერალ-ლეიტენანტი ჯონ შომ (Lt. Gen. John E. Shaw), ) USSC-ის მეთაურის მოადგილემ მოულოდნელად აცნობა ნასას სპეციალური მემორანდუმის გაგზავნით. მასში მან აღიარა, რომ ლიობმა და სირაჟმა სწორად განსაზღვრეს ობიექტის სიჩქარე თავის დროზე. ობიექტის მაღალი სიჩქარე ჰიპერბოლურ ტრაექტორიასთან ერთად, უდავოდ მიუთითებს იმაზე, რომ ის არა ლოკალური, არამედ, ვარსკვლავთშორისია.





ეს დაადასტურა აშშ-ს კოსმოსური ძალების კოსმოსური ოპერაციების სარდლობის მთავარმა მეცნიერმა ჯოელ მოზერმა: „სიჩქარის შეფასება არის... საკმარისად ზუსტი, რომ მიეთითოს ვარსკვლავთშორის ტრაექტორიაზე“.



ირკვევა, რომ "ახალი გვინეის უცხოპლანეტელი" მზის სისტემაში შემოფრინდა ქუმუამუამდე - ეგრეთ წოდებული ვარსკვლავთშორისი ასტეროიდამდე, რომელიც 2017 წელს აღმოაჩინეს ჰავაის უნივერსიტეტის ასტრონომებმა. ის მიიჩნიეს ამ ტიპის პირველ სტუმარად. მას შესაბამისად დაარქვეს: ქუმუამუა - „შორიდან ჩამოსული პირველი მაცნე“ ჰავაიურიდან პირდაპირი თარგმანით.




სხვათა შორის, ავი ლიობმა აქტიურად ავრცელებს ჰიპოთეზას, რომ ქუმუამუა 400 მეტრიანი ცილინდრი, ასევე, არის კოსმოსური ხომალდი, რომელმაც დაკარგა კონტროლი. ლიობს ბევრი თანამოაზრე ჰყავს. ისინი სთავაზობენ უცხოპლანეტელთა მაცნის დაჭერას, რომელიც ჯერ კიდევ მიწიერი კოსმოსური ხომალდებისთვის მიუწვდომელია.



image




ობიექტმა, რომელიც ჩავარდა წყნარ ოკეანეში 2014 წლის 8 იანვარს, მიიღო ოფიციალურად CNEOS 2014-01-08 დასახელება. ზომა არ აღემატებოდა მეტრს, იწონიდა დაახლოებით ნახევარ ტონას. შესაძლოა, ეს მართლაც მეტეორიტი იყო და შესაძლოა ავტომატური სადაზვერვო ზონდი. ლიობს ნამდვილად სურს მისი პოვნა, თუნდაც ფრაგმენტების მაინც. მეცნიერი ეძებს შესაფერის კომპანიას სამძებრო სამუშაოებისთვის.

0
357
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
357
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0