x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
"პოლიტიკურად არაკორექტულია" ირაკლი ფირცხალავამ სიმღერა "ლონდონ-პარიზი" "ვოლგა-ირტიშად" გადააკეთა (ვიდეო)
image

მომღერალმა ირაკლიმ კომენტარი გააკეთა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც მისი ერთ-ერთი გამოსვლის დროს მან თავისი ჰიტის „ლონდონი - პარიზი“ ახალი ვერსია შეასრულა. ეკატერინბურგში გამართულ კონცერტზე არტისტმა ტექსტის პირველი სიტყვები შეცვალა "ვოლგა - ირტიშით".



„ფაქტია, რომ ჩვენ დავიწყეთ იმპორტის ჩანაცვლება...(გულისხმობს უკრაინის ომის შემდეგ ვითარებას რუსეთში) პოლიტიკურად არასწორია... ამიტომ მე გთავაზობთ სიმღერის სახელის შეცვლას..."


მოგვიანებით ირაკლიმ განმარტა, რომ უბრალოდ იხუმრა."იუმორი გვიხსნის დრამატული სიტუაციებისგან და სევდისგან “, - ციტირებს MK მომღერლის სიტყვებს.




შეგახსენებთ, მოსკოვში ცოლთან დაშორების შემდეგ, ირაკლი ფირცხალავა ბათუმში დასახლდა, პანდემიის დროს ის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ანტივაქსერი იყო, იგი ხატია სიჭინავასთან ერთად მონაწილეობდა ანტივაქსერულ აქციებში.

image

ახლა უკვე პანდემიის დასრულების და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ირაკლიმ საგასტროლოდ რუსეთს მიაშურა, როგორც მისი ბოლო პოსტიდან ვგებულობთ, რომელიც ინსტაგრამზე გამოაქვეყნა, ირაკლი ფირცხალავა ეკატერინბურგის გარდა კონცერტებს გამართავს სიკტივკარში, კიშინიოვში(ეს მოდლავეთია)ვლადიმირში და კამიშინში.



"მე მიყ­ვარს ჩემი სა­მუ­შაო, ვმუ­შა­ობ ყვე­ლა ინ­დი­ვიდ­ზე, გა­ნურ­ჩევ­ლად სქე­სი­სა, შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა, რე­ლი­გი­ი­სა, ასა­კი­სა, ეროვ­ნე­ბი­სა! ეს არის ჩვე­ნი პრო­ფე­სია - შევ­ძლოთ ვემ­სა­ხუ­როთ ხალ­ხს..."-წერს ირაკლი ფირცხალავა სოციალურ ქსელში.



ირაკლი ფირცხალავამ განსაკუთრებით პოპულარობა მოიპოვა 2000-იანების შუა ხანებში, როდესაც ჩაწერა ისეთი ცნობილი ჰიტები, როგორიცაა «Вова-чума», «Лондон-Париж», «Время», «Капли абсента», «Я с тобой», «Луна" და სხვა.


0
99
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0