x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ბიონსე და მადონა პროვოკაციულ ფოტოსესიაში

image


"R&B"-ის მსოფლიო ვარსკვლავი ბიონსე და ამერიკელი პოპ-შემსრულებელი მადონა ერთობლივი პროექტის "Break My Soul" (The Queens Remix)-ის გადაღებაზე საკმაოდ პიკანტურ "ლუქებში" გამოჩნდნენ. 63 წლის ლუიზა ჩიკონე შავ-თეთრ ფოტოზე, რომელიც პირველად "ინსტაგრამზე" გამოჩნდა, საზოგადოების წინაშე კორსეტითა და ბეწვის მოსასხამით წარსდა, რომელსაც გვერდს ნახევრად შიშველი ბიონსე უმშვენებს.


image


მუსიკალური ინდუსტრიის ორმა გიგანტმა - ბიონსემ და მადონამ, ერთობლივი რემიქსის გამოსაშვებად, რამდენიმე დღის წინ, ძალების გაერთიანება გადაწყვიტეს. არჩევანი ბიონსეს "Break My Soul"-ის ახალ ვერსიაზე შეჩერდა, რომელიც მომღერლის ახლახან გამოსულ ალბომში "Renaissance"-ია შესული. აღნიშნული სინგლის გაერთიანება მოხდა მადონას 1990 წლის მეგა-ჰიტ "Vogue"-თან და შეიქმნა მიქსი სახელწოდებით "The Queens Remix". მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად ეს ახალი სიმღერაა, "Variety" -ის თქმით, მადონას რემიქსისთვის ახალი არაფერი შეუმატებია. შესაძლოა, მან სიმღერას მხოლოდ რამდენიმე ახალი სიტყვა დაამატა, მაგრამ მისი ვოკალის უმეტესი ნაწილი, როგორც ჩანს, მისი 1990 წლის ჰიტიდან "Vogue" -დან არის აღებული.


image


სიმღერის "Break My Soul" (The Queen -ის რემიქსი)-ის შეძენა მხოლოდ ბიონსეს ვებ-გვერდიდან 1, 29 დოლარად არის შესაძლებელი. პოპ- დედოფალმა ახალი ტრეკი Will.I.Am-თან, ტერი ჰანტერთან, ჰანი დიჟონთან და ნიტა ავიანსთან ერთად უკვე შეასრულა.


image


ჯერჯერობით, უცნობია იქნება თუ არა სიმღერა - "Spotify" -სა ან "Apple Music"- ზე ხელმისაწვდომი.


image


ბიონსე ამ რემიქსში პატივს მიაგებს - ჩვენი დროის საუკეთესო ფერადკანიან (გარდაცვლილების ჩათვლით) "დედოფლებს" რომელთა შორისაც არიან - ელაია, ნინა სიმონე, ბეტი დევისი, ლორენ ჰილი, რობერტა ფლეკი, არეტა ფრანკლინი, გრეის ჯონსი, დაიანა როსი, მისი ელიოტი და სოლანჟ ნოულზი.





0
380
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
380