x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეელი გოგონები! - მსგავსებები და განსხვავებები, რომლებიც გაგაოგნებთ

image


ეს ორი ქვეყანა კორეის ნახევარკუნძულს იყოფს, მათ საერთო საზღვარი და მსგავსი სახელწოდებები აქვთ, თუმცა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის მსგავსება სწორედ აქ მთავრდება. პოლიტიკური კურსი, ცხოვრების დონე, ღირებულებები - ყველაფერი ეს ადამიანთა ცხოვრებაზე წარუშლელ კვალს ტოვებს. თქვენს წინაშეა ამ ორ ქვეყანაში მცხოვრები გოგონების ყოველდღიურობა ფაქტებითა და ფოტოებით ილუსტრირებული.




სამხრეთ კორეა


image


გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ყოველ მეხუთე კორეელ ქალს პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული, მეტიც, ქვეყანაში თანამედროვე მედიცინის ამ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და პროგრესირებადი მიმართულებით გატაცება ზებუნებრივად და სამარცხვინოდ სულაც არ ითვლება.


imageimageimage

მაგრამ ყველაზე გასაკვირი მაინც ის არის, რომ მშობლები საკუთარ შვილებს პლასტიკურ ოპერაციას "საჩუქრის" სახით როგორც წესი, სკოლის დამთავრებისთვის ჩუქნიან.


imageimage


იდეალურ შემთხვევაში ყველა ქალს თითქმის ერთნაირი გარეგნობა სურს, პლასტიკური ქირურგებისადმი მათი მოთხოვნა საკმაოდ სტანდარულია - პატარა ცხვირი, V-ს ფორმის ნიკაპი და დიდი თვალები. პლასტიკური ქირურგიის ერთ-ერთი უახლესი ტენდენცია კი - სახეზე ღიმილის შექმნაა, რომლის მისაღწევადაც ტუჩების კუთხეების ხელოვნურად ზემოთ აწევა ხდება, რაც ნაზი ღიმილის ილუზიას ქმნის.


imageimage


გამოკითხვის თანახმად, კორეელი ქალების 25%-ს სექს - ინდუსტრიაში - პროსტიტუციასა და ესკორტის მომსახურებაში საკმაო გამოცდილება აქვს.


imageimage


მწეველი კორეელი - დიდი იშვიათობაა. სამხრეთ კორეაში საზოგადოებრივ ადგილებში მოწევისთვის საკმაოდ დიდი ჯარიმაა დაწესებული, საშუალოდ 100 $-ი, მაგრამ როგორც კი ღამის წვეულებების ეპიცენტრში აღმოჩნდებით, მიხვდებით რომ ადგილობრივი მწეველი - არც ისეთი იშვიათი ფენომენია.


image



ჩრდილოეთ კორეა


imageimage


რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეელებს მათ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და კლასიკური სამოსი იზიდავთ. როგორც წესი, ქალები მკერდზე სახელმწიფოს ერთ - ერთი ლიდერის გამოსახულებიან სამკერდე ნიშანს ატარებენ, წვეულებებზე კი მკვეთრ, ტრადიციულ კოსტიუმებს ირჩევენ.


image


ჩრდილოეთ კორეელები დამოუკიდებლები და ძლიერები არიან. ცხოვრებაში მათ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვთ. სახელმწიფოსგან და საკუთარი პარტნიორებისგან კი დახმარებას ისინი დიდი ხანია უკვე აღარ ელიან.


imageimage


ვერ ვიტყვით, რომ ჩრდილოეთ კორეელი ქალები ბევრ ფულს შოულობენ, თუმცა მათი შემოსავალი ადგილობრივი მამაკაცების ანაზღაურებას ერთმნიშვნელოვნად აღემატება.

imageimage


ბოლო პერიოდში მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრება კვლავაც რთულია. ბევრი კორეელი ქალი არასრულფასოვანი კვებისა და სხვადასხვა სახის დაავადების გამო ძალიან იტანჯება, რაც მრავალსაათიანი მუხლჩაუხრელი შრომით არის განპირობებული.


image


ჩრდილოეთ კორეელი ლტოლვილი ქალები ჩინეთში ადამიანებით ვაჭრობის მთავარ წყაროს წარმოადგენენ. ფასი ერთ ადამიანზე 100 $ - დან 2 000 $-მდე მერყეობს.

image






0
1443
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1443