x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
11 ფაქტი ახლო წარსულიდან, რაც ახალი თაობისთვის წარმოუდგენელია
დრო გადის თაობები იცვლება, უახლესი ბოლო 30 წლის მანძილზე უამრავი რამ შეიცვალა ჩვენს გარშემო, საბჭოთა იმპერიის დანგრევა, დამოუკიდებლობა, ომები, მძიმე 90-იანი წლები ა.შ. ამასთანავე ელვის სისწრაფით ვითარდება ტექნოლოგიური სიახლეები, განსაკუთრებით კავშირგამბულობის სფეროში.დღევანდელი ყოფიდან გამომდინარე ბევრი რამ წარმოუდგენლად მოეჩვენება ახალ თაობას, ის რაც უახლოეს წარსულში ხდებოდა.ისევე როგორც ზოგიერთი რამ დღეს რაც ხდება, თუნდაც 30 წლის წინ საკმაოდ არაბუნებრივი იქნებოდა და მეტიც, თქვენს ფსიქიურ სიჯანსაღეში ეჭვიც შეეპარებოდათ.


1-ტელეფონით სხვა ქალაქში დარეკვა-თუნდაც 30 წლის წინ ვთქვათ ზუგდიდში ან მოსკოვში დარეკვა თუ გინდოდათ, უნდა დაკავშირებოდით ოპერატორს და მიგეცათ შეკვეთა.ოპერატორი გკითხავდათ:"ჩვეულებრივი" გინდათ თუ "სასწრაფო?"...ამ უკანასკნელის ფასი ორმაგი იყო, თუმცა დიდი განსხვავება არ იყო.ეტყოდით სასწრაფოს და მაინც 2 საათი გალოდინებდნენ, ან ზოგჯერ დილით მიცემული შეკვეთა, შესაძლოა საღამოს გღირსებიდათ, ანუ დიდი განსხვავება არ იყო.დღეს მობილურის ეპოქაში უკვე მსგავსი რამ ღიმილისმომგვრელია.

image

2-განვადებით ნივთის გამოტანა-დღეს ნებისმიერ მაღაზიაში ოპერატიულად რამდენიმე წუთში ხდება განვადებით ნივთის გამოტანა, მეტიც აქეთ გეხვეწებიან, ყოველდღიურად ათობით "მომხიბვლელი" შემოთავაზებები მოდის ჩვენს მობილურებზე სმს-ის სახით.


თუმცა საბჭოთა პერიოდში განვადების გაკეთება ერთ-ერთი ყველაზე მტანჯველი პროცესი იყო და შეიძლება თავბედიც გეწყევლათ.გადასალახი იყო უამრავი ბიუროკრატიული წინაღობა.ზოგჯერ საბუთების მოგროვებისთვის 2-3 დღე შეიძლებოდა დაგჭირვებოდათ.ფოსტის ცხენივით მოგიწევდათ სირბილი რამდენჯერმე მაღაზიაში და სამსახურში წინ და უკან, წინ და უკან.თუმცა ერთი განსახვება მაინც არის-პროცენტი, მაშინ საპროცენტო განაკვეთი სასაცილოდ მინიმალური იყო.

image

3-ხმის ჩამწერი სტუდია.-დღეს საყვარელი სიმღერის ჩამოტვირთვა წამებშია შესაძლებელი, ან კიდევ შეხვალთ მუსიკალურ მაღაზიაში და შეიძენთ სასურველ დისკს.თუმცა საბჭოთა პერიოდში "მელოდიის" ფირფიტების მაღაზიაში არჩევანი იმდენად მწირი იყო, რომ ტირილი მოგინდებოდათ, ამიტომ გახსნილი იყო ე.წ. ხმის ჩამწერი სტუდიები.


სტუდიებში ტრადიციულად გამოკრული იყო ჩანაწერების სია;იყიდიდით კასეტას, რომელიც იმ დროისთვის საკმაოდ ძვირი, 9 მანეთი ღირდა და ჩაწერაც ერთი მაგდენი დაგიჯდებოდათ.მინიმუმ მეორე დღეს თქვენი საყვარელ მელოდიებს უკვე მაგნიტოფონში მოუსმენდით.

image

4-საღეჭი რეზინი-დღევანდელი თაობისთვის სრულიად წარმოუდგენელია, რომ ოდესღაც საბჭოეთში საღეჭი რეზინა დეფიციტი იყო და ყოველი ბავშვისთვის თუ მოზარდისთვის "მარიაჟობის" საგანი. ამერიკულ საღეჭ რეზინებს "პედროს" და "დონალდოს"მხოლოდ გადამყიდველ ბოშებთან შეიძენდით მამასისხლად.


image

5- საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან ბილეთების მოპარვა-დღევანდელ თინეიჯერს თუ მოსვლიათ აზრად გაძარცვონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სალარო არა იმისთვის, თანხა რომ მოიპარონ, არამედ ბილეთები....ყოველი საფეხბურთო მატჩის წინ მასიურად იძარცვებოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სალაროების ბილეთების გრაგნილი იმისთვის, რომ შემდეგ სტადიონზე გოლის გატანისას მოედანზე გაეტყორცნათ.

image

6-უმუშევრობა-თანამედროვე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და აქტუალური საკითხია...თუმცა უახლოეს წარსულში, თუნდაც 30 წლის წინ მაშინ ვინესთვის რომ გეთქვათ მუშაობა მინდა და სამუშაოს ვერ ვშოულობო სერიოზულად ეჭვი შეეპარებოდათ თქვენს ფსიქიურ სიჯანსაღეში...მაშინ ცნება უმუშევარი არ არსებობდა, არსებობდა უსაქმური, რომელსაც სახელმწიფო დასდევდა.

image

7-პროფკავშირების საგზურები-წარმოუდგნელია დღეს ვინმე გეხვეწებოდეს დასასვენებელი საგზურებია მოსული სამსახურში და აიღე რა გეხვეწებიო..ბორჯომი, წაღვერი, ქობულეთი, წყალტუბო, ერევანი, მოსკოვი და ა.შ.

image

8- ქალი რესტორანში-დღეს ნებისმიერ რესტორანში ან თუნდაც სახინკლეში თუ შეხვალთ და გადახედავთ ზოგჯერ ქალები აჭარბებენ მამაკაცებს და ახლა ეს სავსებით ბუნებრივად მოგეჩვენებათ და სასიამოვნოცაა, თუმცა ახლო წარსულში რესტორანში ქალი(მით უმეტეს სახინკლეში ან ლუდის ბარში) ძალზე იშვიათი იყო და თუ იყო...იქ მყოფი მამაკაცების უმეტესობა ამ ქალს მსუბუქი ყოფაქცევის იარლიყს მიაკრავდა და შესაძლოა ამ ქალის გამო კაი გაწევ-გამოწევაც ყოფილიყო.

image

9-ცენტრალური გათბობა და ცხელი წყალი-დღეს ახალ თაობამ ლეგენდის სახით იცის გადმოცემით, რომ ჩვენს სახლებში ერთ დროს ცენტრალური გათბობა, ე.წ ბატარეები იდგა და ცხელი წყალი მოჩუხჩუხებდა, ხოლო რაც შეეხება გაზის გამათბობელის გამონაბოლქვით გაგუდვას, ესეთი მცნება საერთოდ არ არსებობდა.

image


10)-მასიური სუფრები ე, წ ."პალატკებში"-დღეს უკვე ქორწილებს, ქელეხებს ნათლობებს და ა.შ. საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა რესტორნებში ან საბანკეტო დარბაზებში აკეთებს, თუმცა 25-30 წლის წინ სიტუაცია სულ სხვაგვარი იყო, ქორწილის(ან ქელეხის) დროს უბანში იშლებოდა უზარმაზარი პალატკა, თავის საკმაოდ მოუხერხებელი გასაშლელი მაგიდებით, ძელსკამებით და ჭურჭლით(ამ ყველაფრის გამქირავებელი პუნქტები იყო), ღონისძიებაში ტრადიციულად თითქმის მთელი სამეზობლო იყო ჩართული, ხოლო ქორწილის მუსიკა გინდა თუ არ გინდა, მთელს უბანს აზანზარებდა, კარგი იყო ეს თუ ცუდი? რა თქმა უნდა ამ ტრადიციას ჰქონდა თავის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ნიუანსები, თუმცა უდავოდ ძალიან კარგია, რომ ეს ტრადიცია თითქმის გადაშენდა.დღისთვის იშვიათად მაგრამ ხანდახან ისევ იშლება "პალატკებში" სუფრები.

image


11-ნახმარი ავტომობილი ახალზე ძვირი ღირდა-ეს სიმახინჯე საბჭოთა სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი სენი იყო, ანუ ნამდვილш(ან ხელოვნურად )შექმნილი დეფიციტი, რომელიც ამ კურიოზულ სიტუაციას ქმნიდა.მოკლედ რიგში 10 წლიანი დგომის შემდეგ, თუ გეღირსებიდათ სახელმწიფოსგან ახალთახალი ავტომობილი, სიტყვაზე "ჟიგული" ვაზ-2103 და გადაიხდით მასში პრეისკურანტით დადგენილ ფასს-6500 მანეთს, შეგეძლოთ 2-3 წელი გევლოთ და მერე თავისუფლად გაგეყიდათ 75000 ან 8000 მანეთად.

image


0
597
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
597
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0