საზოგადოება "მირეკავენ და მიყვებიან ამბის განსხვავებულ ვერსიას" - რას წერს ია ფარულავა 2022, 3 ივლისი, 1:14 სკანდალური მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა მის ბოლო გადაცემასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ბიზნესმენ, ტონი ბახტაძეს საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად გადაცემაში იწვევს:"ჩემს ბოლო გადაცემას არ ჩაუვლია მითქმა-მოთქმის და ზარების გარეშე. ბოლო სტუმარმა გიორგი ყიფშიძემ მოყვა ამბავი, სადაც დაასახელა პიროვნება, რომელსაც გიორგის თქმით წვლილი მიუძღვის მისი ოჯახის ზარალში, თუმცა დილიდან მირეკავენ ადამიანები და მიყვებიან ამბის განსხვავებულ ვერსიას.მე არ მაქვს სასამართლო, სადაც გავარკვევ მტყუან მართალს, ამიტომ მზად ვარ, რომ შესაძლებლობის ფარგლებში მივცე საშუალება ბიზნესმენ ტონი ბახტაძეს მოვიდეს გადაცემაში და მოყვეს მისი ვერსია." - წერს ია ფარულავა.ცნობისთვის, საზოგადოების აღშფოთება გადაცემა "ფარულ კონვერტში" მსახიობ გიორგი ყიფშიძის სტუმრობისას მის მიერ ბინასთან დაკავშირებით მოყოლილ ისტორიას მოჰყვა.319 შეფასება არ არის |