x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
რუსეთიდან გაქცეული ალა პუგაჩოვა ლატვიაში შეამჩნიეს(ვიდეო)
image

საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, მომღერალი ალა პუგაჩოვა, რომელიც ბოლო თვეებში იმყოფებოდა ისრაელში ქმართან, იუმორისტ მაქსიმ გალკინთან და უმცროს შვილებთან- გარი და ლიზასთან ერთად, საცხოვრებლად ლატვიაში გადავიდა. ტელეგრამ არხის, Peopletalk-ის ცნობით, პრიმადონა იურმალას სანაპიროზე შეამჩნიეს. მტკიცებულებად გამოქვეყნდა ვიდეორგოლიც, თუმცა უკნიდან არის გადაღებული.



შეგახსენებთ, რომ ალა პუგაჩოვა ერთ-ერთი იმ ვარსკვლავთაგანი გახლავთ, რომელმაც დატოვა რუსეთი უკრაინაში დაწყებული სამხედრო მოქმედებების შემდეგ.


მომღერალი თავიდან ამტკიცებდა, რომ სამშობლოში დაბრუნებას შემოდგომისთვის გეგმავდა, მაგრამ ფაქტები სხვა რამეს ღაღადებს:მომღერალმა კესარიის ძველ ებრაულ სასაფლაოზე ორი ადამიანის დაკრძალვის ადგილი უკვე იყიდა.

image

ალა პუგაჩოვა რუსული პოპულარული მუსიკის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ მომღერლად ითვლება, პრიმადონას აქვს ჩაწერილი 500-მდე სიმღერა მსოფლიოს 8 ენაზე, მთლიანად მისი გაყიდული ჩანაწერების ტირაჟი 200 მილიონს აჭარბებს, ზოგიერთი მისი ჰიტი მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე აჟღერდა, მაგალითად "Миллион роз" ნამღერია ინგლისურ, კორეულ, ებრაულ, ფინურ, ვიეტნამურ, შვედურ, უნგრულ და სხვა ენებზე. მთლიანად სიმღერის ასამდე ქავერ ვერსია არსებობს მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე.



0
600
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
600
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0