x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
"როგორც ჭეშმარიტმა ჩმომ, მოაბილიზა ძმაკაცები და დააორგანიზა თავდასხმა"- ვისზე საუბრობს ინგა გრიგოლია

image


ტელეწამყვანი, ინგა გრიგოლია გუშინ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ოპოზიციური მედია საშუალების დირექტორზე, ვატო წერეთელზე "ქართული ოცნების" წევრების თავდასხმის ფაქტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ყველა დამნაშავე პირის დასჯას ითხოვს:


"ყურში რაღაც მითხრა შეურაცხმყოფელიო, ოხანაშვილი რომ ამბობს ვატო წერეთელზე, ჯერ ერთი-ხელისუფალი რომ ხარ, რაც არ უნდა გითხრან, თუნდაც ძალიან რომ გძულს, ისეთი ტელევიზიის მფლობელმა, გაქვს თმენის ვალდებულება და თანაც საელჩოს ტერიტორიაზე, მაგრამ ეგ იქით იყოს…
ტიპმა, ამ ოხანამ, ჩაიდინა დანაშაული არა აფექტის მდგომარეობაში, არამედ მოგვიანებით.


იქვე კი არ გასცა პასუხი (თუნდაც გრუზინულად ), თუ რამე ღირსების შემლახავი უთხრა ვატომ, არამედ, როგორც ჭეშმარიტმა ჩმომ, მოაბილიზა ძმაკაცები ქართული ოცნების დეპუტატები, დააორგანიზა ვატოზე თავდასხმა და საგანგებოდ, კარგად დაორგანიზეულად მიადგა და ფიზიკურად დაესხა თავს….
ხოდა, ოხანაშვილი და ის ვიღაც მეორე დეპუტატი მგალობლიშვილია თუ რაღაც ჯანდაბა, არიან დამნაშავე კრიმინალები.


სძულთ თავისი ქვეყანა, იმდენად, რომ პარლამენტის მანდატებსაც არ უფრთხილდებიან, საკუთარ სტატუსსაც არად დაგიდევენ და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე მოაწყეს დებოში, თავდასხმა და ფიზიკური ანგარიშსწორება.


დამნაშავე უნდა დაისაჯოს!!!!!!!!!


მათმა გამგებელმა, პროტესტით ქუჩაში გამოსულ ათასობით ადამიანს სირები გვეძახა და არასამუშაო საათებში, რასაც უნდა, იმას დაწერს და იტყვისო, პასუხს რატომ მოვთხოვთო, ასე გააპრავეს! ოხანამ- ვატო წერეთელმა ყურში რაღაც ცუდი მითხრაო ( არასამუშაო საათებში) და დაორგანიზებული თავდასხმა მოუწყო ძმა-ბიჭებთან ერთად, საელჩოში. ჩიტი გამგებლის აზრი აზრია და თუ მართლა რამე უთხრა ამ ვატომ, ოღონდ ყურში და არა საჯაროდ, მისი არა?????. P.s-ნეტა ვატომ მათთვისვე მისაღებ ენაზე ხომ არ უთხრა ჩიტი ხარო?????


ნეტა, სადმე, რომელიმე ქვეყანაში, აშშ-ს საელჩოში, იქაური ხელისუფლების წარმომადგენლები ვინმეს თუ დასხმიან თავს? ოპონენტს, მედიის მფლობელს ან ვინმეს საერთოდ? რაღაც წარმოუდგენელი მასშტაბის სიგიჟე ხდება ჩვენს თავს ????????" - წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.


"ტვ პირველის" დამფუძნებელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, მმართველი პარტის წევრები მას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის კონკრეტულ გვარებსაც ასახელებს და აცხადებს, რომ კერძოდ, ანრი ოხანაშვილმა მას სახეში ხელი მოუქნია.


ვატო წერეთელი საქართველოში ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ მასზე განხორციელებული თავდასხმის კადრების გასაჯაროებისკენაც მოუწოდებს:


"არ მაინტერესებს, რომ ისინი „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან, დღესვე გაასაჯაროვეთ კადრები! 200-მდე კამერა იქნებოდა მანდ, მე თვითონ დავაფიქსირე. უამრავი თვითმხილველი იყო. ოხანაშვილი დაიძრა ჩემკენ, მოყვა ზარქუა, ოდიშარია, მგალობლიშვილი. ოხანაშვილმა მომიჭირა ხელზე, დამიწყო გარჩევები...


ოხანაშვილი რომ ქუჩურ გარჩევას დაგიწყებს, ხომ თავი უნდა მოიკლა, რაღაცებს მიყვიროდა, მერე ხელი მომიქნია სახეში. სანამ აზრზე მოვედი, მეორემ გამწია და მეორემ მომიქნია ხელი, ორივე სახეში მომხვდა. ეს ლაჩრები, ან თავმოყვარეობა არ აქვთ, აშშ-ის საელჩოში ამას რომ დგამენ, წარმოგიდგენიათ, ქვეყანას რას უშვრებიან?!", - განაცხადა წერეთელმა და დასძინა, რომ რამდენიმე მეტრში ელჩიც იმყოფებოდა." - განაცხადა ვატო წერეთელმა.



0
147
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
147