x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
"ჯერ-ჯერობით ვერ მოუძებნიათ, როგორ დაასაბუთონ “არნახული სისაძაგლე ამ გალობისა!” - რობერტ სტურუა

image

რეჟისორი რობერტს სტურუა, ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირებულ ოპოზიციურ ტელეარხებზე გასულ სიუჟეტებს ეხმაურება და წერს:


“ბოროტი კაცი დანიაშიც ბოროტია”
შექსპირი”ჰამლეტი”.
უნიჭო კაცი კი საქართველოში უფრო უნიჭოა!
მოვისმინე ბოღმით აფამფალებული, თანაც სიქსტის კაპელაში ქართული საგალობლებით ვითომ ბედნიერი ხოჭოს აზანზარებული ბზუილი!
საბჭოთა სკოლოში ნასწავლ შხამიანი დორბლებს რომ ვერ იკავებდა და შხეფები
kezera banque-ის მიერ ნაყიდ ძვირფასს აპარატურის სწვდებოდა და შიშინიც ისმოდა!
და ეს რატომღაც დიდი ოპერის მცოდნე, მამის ვითომ ერთგული, სინამდვილეში კი მტერი და მკვლელი, ვითომ სიყვარულს და ვითომ პატიოსნებას თეატრებში ნასწავლი ცრუ ტემპერამეტით, დიდი ხნის დავიწყებული ორგაზმის მსგავსად გაჰკივივოდა იმას, რასაც ფულის გამო უბრძანებენ თუ არა, იმწამსვე დიდი ემოციით გაჰკივიან ჭკუააშლილი აცახცებული ოპოზიცია-ნაციკოები!
კმარა, ნუღარ გრცხვენიათ, თამამათ წაეთრიეთ იქ სადაც ფულს გიხდიან!
დიდი აგრესორის მომხიბლავი მაყუთის მწვანე ქაღალდი ძილს არ აძლევს, არ ასვენებს:
1 000 000 $ წელიწადში პროპოგანდონებს, სოლოვიოვს(დააკვირდით როგორ დაემსგავსენ ჩვენი დოვლათები!) და მარგარიტა სიმონიანს(კოპიო ინგა!)
კი მაგრამ, ჩვენ, ამ ისტორიული კონცერტით ბედნიერებს პრპოგანდონები რას გვერჩიან?
თუ ასე ეზიზღებათ საქართველო, წავიდნენ, ამაყათ ცხვირაპრეხილები!
წავიდნენ, როგორც სურთ ისე, ოღონდ სისხლს ნუ დაღვრიან ქართველების - ხოცვა-ჟლეტას ხომ ნამდვილად გვიპირებენ სტალინის პოსტსაბჭოთა ჯუჯები!
აპა!
მიქელანჯელოც არ მოწონს - კიჩიაო!( ინტელექტუალური ლექსიკონი კი ნამდვილად გაუმდიდრებია! ეტყობა ძველი ბერძნული დრამატურგიის გავლენამ აუმაღლა კულტურის დონე, თუ არ ვცდები!)
ახლა ორჯონიკიძის როლმა მოხიბლა და ხმლით ხელში, შიშით აფამფალებული აგრესორებს აქ შემოიყვანს და აგვაწიოკებს!
მაშ!
ყ ვ ე ლ ა ზ ე ს ა შ ი შ ი
უ ნ ი ჭ ო კ ა ც ი ს შ უ რ ი ს ძ ი ე ბ ა
გ ა ხ ლ ა ვ თ !
ს ი ქ ს ტ ი ს კ ა პ ე ლ ი ს ფ რ ე ს კ ა! სწორედ აქ ააჟღერეს ქართველებმა
“შ ე ნ ხ ა რ ვ ე ნ ა ხ ი”! რომელმაც ასე აღაშფოთა
ნაცისტები
და ჯერ-ჯერობით
ვერ მოუძებნიათ, როგორ დაასაბუთონ “არნახული სისაძაგლე ამ გალობისა!”
ქვემოთ კი დეტალი ამ შედევრის:
წმინდა ბართლომეს თავისი გატყავებული სხეული უჭირავს ხელში( ქრისტიანების მდევნელებმა ჩაიდინეს ეს საშინელება)
ამბობენ მიკელანჯელომ თავისი სახე მიახატა გატყავებულ სხეულს!
და რატომღაც გატყავებული წმინდანის სახე ნაცისტების მიერ ნატანჯ
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ს ა ხ ე ს მ ა გ ო ნ ე ბ ს"-წერს რობერტ სტურუა და სიქსტ ის კაპელის ფრესკის ფრაგმენტს აზიარებს:
image
0
296
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
296
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0