x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134426
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
10 ცნობილი ვარსკვლავი, რომლებიც სილამაზის სტანდარტებისკენ არ ისწრაფვიან

image

წლებია, მოდური ჟურნალები და სხვადასხვა რეკლამები გვაძლევენ მიმართულებას, თუ როგორ უნდა გამოვიყურებოიდეთ, რამდენი კილოგრამი ვიყოთ, როგორი მაკიაჟი ვატაროთ, როგორი ვარცხნილობა და ა. შ. თითქმის ყოველ წელს ახალი სილამაზის სტანდარტები ჩნდება, რომელსაც ბევრი ყურადღებას აქცევს. ეს ვარსკვლავები კი როგრც ჩანს მათზე საერთოდ არ ფიქრობენ.

1. გვენდოლინ კრისტის სიმაღლე

გვენდოლინ კრისტი 14 წლის იყო, როდესაც ექიმებმა შესთავაზეს წამლები მიეღო სიმაღლეში ზრდის შესანელებლად. გარდა ამისა, რეკომენდაციების სიაში შედიოდა სიმაღლის შემცირების ოპერაციაც.

საბედნიეროდ, „სამეფო კარის თამაშების“ მომავალმა ბრიენმა ტარტმა უარი თქვა შეთავაზებაზე. უფრო მეტიც, ის ებრძვის ცრურწმენას, რომ მაღალი ქალები საკმარისად ქალური არ არიან. მსახიობი, რომლის სიმაღლე 191 სმ-ია, არასდროს იხრება, რომ უფრო დაბალი გამოჩნდეს და ასევე მაღალქუსლიან ფეხსაცმელს სიამაყით ატარებს.image

2. ლედი გაგას მუცელი

2017 წელს Super Bowl-ზე გამოსვლის შემდეგ, ლედი გაგამ ბევრი კრიტიკა მიიღო. ინტერნეტში და ტაბლოიდებში ხალხი წერდა მის მუცელზე, რომელიც, მათი აზრით, არ იყო იდეალური. მომღერალი დიდხნს დუმდა ამ საკითხის შესახებ, ბოლოს ინსტაგრამზე მან განაცხადა, რომ ამაყობს თავისი მუცლით და ზოგადად მთელი სხეულით. მომღერალმა დანარჩენებს მოუწოდა, შეიყვარონ საკუთარი თავი და სხვები არ ხელმძღვანელობდნენ. ბოლოს და ბოლოს, ყოველთვის იქნებიან ისეთები, ვისაც შეიძლება რაღაც არ მოეწონოს. image

3. სარა ჯესიკა პარკერი და მისი ფეხები

სერიალ „სექსი დიდ ქალაქში“-ს კერის როლის შემსრულებელს გადაღებების დროს ხანდახან უწევდა მოკლე შორტებით და კაბებით სიარული. ამიტომ, სარა ჯესიკა პარკერისთვის არათანაბარი ფეხების დამალვას ცხოვრებაში აზრი არ აქვს. თუმცა ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია ქალისთვის ყველასთვის მისაბაძი რომ გამხდარიყო.image

4. შეილინ ვუდლის მოხრილობა

მსახიობი შეილინ ვუდლი ყოველთვის არ დგას ხოლმე წელში გამართული. მსახიობს თინეიჯერობისას სქოლიოზის დიაგნოზი დაუსვეს და სპეციალური კორსეტით 18 საათის განმავლობაში სიარული დაუნიშნეს. დაავადება უკვალოდ არ გაქრა. და მიუხედავად იმისა, რომ შაილინის თქმით, იგი სრულფასოვან აქტიურ ცხოვრების წესს მისდევს, თუმცა დროდადრო წელის ტკივილი მაინც აწუხებს.image

5. ჯონ ტრავოლტას სიმელოტე

ბევრი ცნობილი მამაკაცი, როცა ამჩნევს, რომ თმა უთხელდება, მიმართავს სხვადასხვა ხერხებს მის დასამალად თუმცა ჯონ ტრავოლტამ აჩვენა, რომ ასეთი ცვლილებების არ უნდა გეშინოდეს. მსახიობმა ინსტაგრამზე თავისი ახალი სტილი 2019 წლის დასაწყისში აჩვენა და თაყვანისმცემლების დიდი მხარდაჭერა მიიღო. image

6. სირთულეები ორსულობის დროს

ჯესიკა სიმპსონი აქტიურად მართავს ინსტაგრამის გვერდს, სადაც ყოველდღიურ ცხოვრებაზე საუბრობს. მომღერალი ჯანმრთელობის პრობლემებზეც არ დუმს. მაგალითად, როდესაც ის ორსულად იყო, მან ტერფის შეშუპებაზე ისაუბრა შესაბამისი ფოტოს გამოქვეყნებით. უფრო მეტიც, სიმპსონმა ეს საკითხი მსუბუქად მიიღო და მისი ფეხები 10 წლის წინანდელ ფოტოს შეადარა.image

7. მორგან ფრიმანი და მისი ხალები

შავი პაპულური დერმატოზი. ეს არც ისე სასიამოვნოდ ჟღერს, თუმცა სწორედ ეს დაავადება გახდა ჰოლივუდის ვარსკვლავის მორგან ფრიმანის უნიკალური იმიჯის ნაწილი. დერმატოლოგები წერენ, რომ ეს დაავადება განსაკუთრებით მუქ კანზე ვლინდება. მცირე ლაქები ექვემდებარება ლაზერულ მკურნალობას და მოცილებას, მაგრამ მსახიობს ეს საერთოდ არ აინტერესებს.
image

8. ეშლი გრემის ცელულიტი

რაც შეეხება ე. წ. “ბოდიპოზიტივს'' ტაბლოიდები ხშირად ახსენებენ ეშლი გრემს. პლუს ზომის მოდელი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე გარეგნობის ცვლილებებზე გულწრფელად საუბრობს. ეშლიმ არაერთხელ აჩვენა მსოფლიოს სტრიები კანზე და ცელულიტი, ბოლო დროს კი 16 მილიონზე მეტი გამომწერი ადევნებდა თვალს ორსულობის დროს მისი სხეულის ტრანსფორმაციას. image

9. შენონ დოერტის ასიმეტრიული სახე

ტაბლოიდებს არაერთხელ დაუწერიათ მსახიობის ასიმეტრიული სახის შესახებ. ქალს დრო დასჭირდა, რომ ესწავლა საკუთარი თავის სიყვარული ისეთი და ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მისმა ხანგრძლივმა ბრძოლამ ონკოლოგიასთან. მსახიობი მშვიდად იღებს მის არასრულყოფილებას და მოუწოდებს სხვებს, იყვნენ უფრო კეთილი საკუთარი თავის მიმართ.image

10. ადელის წონა

ადელმა გრძელი გზა გაიარა, სანამ იპოვიდა სხეულის ისეთ ფორმას, რომელშიც კომფორტულად იგრძნობდა თავს. მას შემდეგ რაც იგი სხეულის პოზიტიურობის სიმბოლოდ იქცა და წონის დაკლების შემდეგ კვლავ დაიჭირა საზოგადოების უკმაყოფილო მზერა. წონის დაკლების მსგავსად, მომღერალმა თითქოს უღალატა თავის თაყვანისმცემლებს. ადელი არ იღლება იმის გამეორებით, რომ არ ცდილობს ვინმესთვის მისაბაძი იყოს. და მოუწოდებს ადამიანებს, რომ საკუთარ თავს ბედნიერების უფლება მისცენ.image







0
274
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
274
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0