x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა, რომელსაც ყველა ადამიანი უშვებს ...
ყოველთვის ვფიქრობდი, რომ წერა უფრო შემეძლო და სათქმელის წერილობით გადმოცემა... დაზუსტებულია, რომ სათქმელის საკუთარი თავისთვის გაზიარება განტვირთვის ერთ-ერთი საშუალებაა, რომელსაც ადამიანები ხშირად მიმართავენ ხოლმე. გიზიარებთ ერთ ნააზრევს, რომელზეც ოდესმე ალბათ თქვენც დაფიქრებულხართ...

image

ადამიანები ცხოვრების მანძილზე ვუშვებთ ძალიან ბევრ შეცდომას, ზოგს განზრახ... ზოგს კი უნებლიედ, რადგან რომ დავფიქრებულილიყავით ამ ნაბიჯს ხომ აღარ გადავდგამდით.


მინდა ვისაუბრო ერთ ძალიან ხშირად დაშვებულ შეცდომაზე, რომელიც პიროვნულად გვაცარიელებს. ძალიან ცუდად მოქმედებს ჩვენზე და გვართმევს საშუალებას ვიყოთ უფრო ბედნიერები.


რა არის ის შეცდომა რაზეც მინდა ხმამაღლა ვისაუბრო..ეს არის მდგომარეობა როცა გამუდმებით ადარებ საკუთარ თავს სხვას.შენ თავს სხვა ადამიანს და შენს ცხოვრებას სხვა ადამიანების ცხოვრებას.

ალბათ ხშირად გსმენიათ ფრაზები:

" მეც მინდა ვიყო ისეთი, როგორც ის",

" მეც მინდა ისეთი სამოსი, როგორიც მას", " მეც მინდა ისეთი სახლი ან მანქანა, როგორიც მას აქვს" ...

და ამ ჩამონათვალს ბოლო არ უჩანს. გააჩნია რა არის თქვენთვის პრიორიტეტული და რაზე ვამახვილებთ ყურადღებას.

ფსიქოლოგები ამბობენ რომ ყველაფერი ცუდი, ყველა ის იარა, რაც ადამიანს ზრდასრულ ასაკში გამოუვლინდა სინამდვილეში მოდის ბავშვობიდან და განპირობებულია მშობლების, გარშემომყოფების არასწორი შეფასებებისგან.

ალბათ ასევე გსმენიათ ფრაზა: " ნახე ის რა კარგად სწავლობს, შენ რატომ ვერ ახერხებ..."

გარემოებები ყოველთვის ცდილობდა შენსა და სხვა ადამიანს შორის შედარების უხილავი ძაფები გაება და ფაქტობრივად ამით დიდი კედელი იქმნებოდა შენსა და იმ კონკრეტულ ადამიანს შორის.

... და მოხდა ისე რომ ვიღაცასთან შედარება ჩვენი ცხოვრების განუყოფელი წესი გახდა. რაც ძალიან ცუდად მოქმედებს ურთიერთობებზე, წარმატებაზე, ბედნიერებაზე...



სიმართლე კი არის ის, რომ როდესაც ჩვენ თავს ჩვენს პიროვნებას ვადარებთ სხვა ადამიანს მისით განვსაზღვრავთ თუ როგორები უნდა ვიყოთ და ამასობაში ჩვენ ვკარგავთ საკუთარ მეობას, ვაკნინებთ და ამ მცდელობაში, რომ გახდე ვიღაცაზე კარგი ჩვენ ვკარგავთ საშუალებას გავიცნოთ საკუთარი თავი. თუ როგორი ხარ სინადვილეში, საინტერესო და მრავალფეროვანი და ადრე თუ გვიან ამას მიყავხარ დიდ დეპრესიამდე.

ასე რომ პირველ რიგში რაც უნდა გავიაზროთ არის ის რომ, არ არსებობს დედამიწაზე ორი ერთნაირი ადამიანი,

არ არსებობს ორი ერთნაირი ცხოვრება,

ორი ერთნაირი მოწოდება.

თითოეული ადამიანის ხიბლი ისაა, რომ ერთმანეთისგან გამოვირჩევით ჩვენი შეხედულებებით, მსოფლმხედველობით ... ყველა ადამიანი არის თავისებურად ლამაზი და განსაკუთრებული.


იმის მაგივრად რომ საკუთარი თავი ვინმეს შევადაროთ უბრალოდ გაიცანით საკუთარი თავი, აღმოაჩინეთ ის საინტერესო სამყარო, რომელიც თქვენშია და მიხვდებით რომ თქვენი უნიკალურობა ისაა, რომ არავის არ გავხართ და არც უნდა ჰგავდეთ.

თქვენ ისეთი ხართ ლამაზი, როგორიც ხართ სინმადვილეში. თქვენი უნიკალურობა, ყველაზე დიდი სილამაზე და ხიბლი არის ის რომ იყოთ უბრალოდ საკუთარი თავი. ინდივიდუალიზმი არის ის რაც მეტ სურვილს გიჩენთ ეს ადამიანი გაიცნოთ და მასთან იურთიერთოთ .


ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა რომ ვცდილობთ სხვას დავემსგავსოთ და ამასობაში ვკარგავთ საკუთარ თავს.

ნუ დაუდგენთ ჩარჩოებს თქვენს თავს და იყავით ის რაც ხართ, ბუნებრივები...

ასეთი ადამიანი უფრო საინტერესო და მიმზიდველია.




































0
20
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0