x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
არსებობდა თუ არა ტროას ცხენი? - ახალი თეორია
image

ძველი ბერძნული მითები მომხიბლავი რამ გახლავთ და, როგორც ნებისმიერი სხვა მითი, შეიცავს უამრავ ფარულ ცხოვრებისეულ რჩევას შთამომავლობისთვის.



ტროას ცხენის კლასიკური მითი მოგვითხრობს, რომ ოდისევსის მეომრები გიგანტურ ხის ცხენში იმალებოდნენ. ლეგენდის თანახმად, სწორედ ეს ცხენი გაუგზავნეს ბერძნებმა ტროელებს საჩუქრის სახით, როგორც ერთგვარი პატივისცემის სიმბოლო.
imageერთი შეხედვით, ყველაფერი იდეალურადაა: ძღვენი, მშვიდობა და მეგობრობა. რომაელი პოეტი ვირგილიუსი თავდაპირველ ვერსიას ეყრდნობოდა. მის ეპიკურ ნაწარმოებში „ენეიდა“ საუბარია დიდ ტროას გმირ ენეასზე, რომელიც ტროას დაცემის შემდეგ თანამემამულეთა მცირე ჯგუფთან ერთად იტალიაში გადასახლდა. მან პირადად იხილა საზიზღარი ბერძნების მუხანათური ტყუილი, თუ როგორ გადმოხტა ოდისევსი 30 მეომრთან ერთად ცხენის მუცლიდან.



არსებობდა თუ არა ცხენი სინამდვილეში?
image
მკვლევართა უმეტესობა მიდრეკილია კლასიკური ვერსიისკენ. დიახ, ის არსებობდა. და ის მოვლენები, რომლთაც ყველა ენთუზიაზმით კითხულობს სკოლის წლებში, მოხდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1209 წლის 6 ივნისს.



თანამედროვეები კი ცდილობდნენ ისტორიული გამოცდილების გამეორებას საჭირო ზომის ხის ცხენის დამზადებით - 7, 5 მ სიმაღლისა და 3 მ სიგანის.




ის შექმნეს, მაგრამ მასში მხოლოდ 20 ადამიანის მოთავსება გახდა შესაძლებელი. თუმცა, რა განსხვავებაა, პლუს/მინუს რამდენიმე ადამიანი. არ არის საჭირო ლამაზი გმირული მითის გაფუჭება.



მაგრამ როგორ ხდებოდა ლოჯისტიკა ძველი საბერძნეთის პირობებში, თუ საუბარია ასეთ კონსტრუქციაზე?

image
ბრიტანელმა ისტორიკოსმა დევიდ როლმა ამის შესახებ რამდენიმე საინტერესო ვერსია წამოაყენა:



1. ბორბლების არქონა. ძალიან რთული იყო ასეთი მრავალტონიანი კონსტრუქციისთვის შესაფერისი ბორბლების დამზადება. ეს არ იყო ხის ცხენი ბავშვებისთვის. ამ ზომის ხის ცხენის ადგილიდან დასაძრავად მინიმუმ ორმოცდაათი ადამიანი იყო საჭირო.



2. ქალაქის კედლის ნაწილობრივი დემონტაჟი. 7 მეტრზე მეტი სიმაღლის ცხენი ჩვეულებრვ კარიბჭეში ვერ შეეტეოდა.



და კიდევ ერთი: რამდენიმე დღე წყლისა და საკვების გარეშე ცხენის მუცელში. და ასევე ბიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობის გარეშე. გაუძლებდნენ თუ არა ამას ყველაზე მამაცი მეომრები? ადამიანური ფაქტორი ხომ გმირებისთვისაც იგივე რჩება, რაც ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის.
image
გარდა ამისა, ბევრი წყარო არსებობს იმის დასამტკიცებლად, რომ ასეთმა საჩუქარმა სულაც არ აღაფრთოვანა უამრავი ტროელი. ანუ მათ დაუფარავად იეჭვეს რაღაც და მოითხოვეს საეჭვო საჩუქრის დაუყონებლივ დაწვა, მიუხედავად იმისა, რომ ამას შესაძლებელია ათენას რისხვა მოჰყოლოდა.
image
ორაკულმა კასანდრამაც თქვა თავისი სიტყვა: უფრთხილდით, მოქალაქეებო, ცხენი მეომრებითაა სავსე. რატომ არ შეამოწმეს ის? კარგი კითხვაა...
image

ქურუმმა ლაოკოონმაც შეიტანა წვლილი, ესროლა შუბი კონსტრუქციას და წარმოთქვა თავისი ცნობილი ფრაზა: „უფრთხილდით დანაანებს, რომლებთაც საჩუქრები მოაქვთ". ბრძენმა ქურუმმა, თუ უძველეს პირველწყაროებს დავუჯერებთ, ცუდად დაასრულა სიცოცხლე თავისი შთამომავლობითურთ: ისინი დაახრჩვეს რამდენიმე უცნაურმა საზღვაო ქვეწარმავლებმა.



კარგი, ვთქვათ, არ შეამოწმეს. მაგრამ მიუჩინეს მცველები. და ისევ ბანალური ადამიანური ფაქტორი: ტროაში დაიწყო დღესასწაული, მცველებმა იფიქრეს, რომ ცხენი არსად გაიქცეოდა და ზეიმს შეუერთდნენ. ამ უყურადღებობის შედეგად მთელი ქალაქი დაეცა.
image
თუმცა, შესაძლოა, არა ცხენი, არამედ გემი იყო ის კონტრუქცია, რომლის შუაგლშიც იმალებოდნენ მეომრები. შემდეგ კი ამბავი შელამაზდა, უფრო რომანტიზირებული იქნა სილამაზისა და სიცხადისთვის.



არიან არქეოლოგები და ისტორიკოსები და ისეთებიც, ვისაც საერთოდ არ სჯერა ამ ეპიკური ბრძოლის ამბავი. სავარაუდო ბრძოლის ველთან ახლოს, გატეხილი შუბის წვერიც კი არ იქნა ნაპოვნი. კვლევა გრძელდება და შესაძლოა, ზოგიერთი ჯიუტი მკვლევარის ძალისხმევით, ერთ დღეს სიმართლის სხივი დაიღვრება ამ ბნელით მოცულ ისტრიაზე.






6
514
4-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
514
  
2022, 27 მაისი, 17:44
უყვარდათ იმ ეპოქაში გაბუქება, იქნება შეგნებულად არა, უფრო უმეცრებით.
2022, 27 მაისი, 17:34
ღრეობაზე არ ვამბობ. უბრალოდ არ შეამოწმეს არაფერი. ზოგადად, ტროაც ცხენი მითიური საგანია. გასაგებია, რომ არავითარი გველისმაგვარი არსება არ ამობარდნილა ზღვიდან ქურუმის დასახრჩობათ.
2022, 27 მაისი, 17:19
არაა გასაკვირი, კოდორის ხეობაში შსასვლელი ლათას გვირაბებიც სვანური დღსასწაულის აღნიშვნის დღეს დავკარგეთ, მებრძოლები ღრეობდნენ და მტერმა ადვილად დაამყარა კონტროლი გვირაბებზე.
2022, 27 მაისი, 17:13
შესაძლებელია, მაგრამ ტროელების სიბრიყვე მაფიქრებს..
2022, 27 მაისი, 17:06
გერმანელმა თვითნასწავლმა არქეოლოგმა ჰაინრიხ შლიმანმა აღმოაჩინა ტროას ნარჩენები, აღმოაჩინა ტროას მეფის პრიამოსის განძი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჰომეროსის პოემებს რეალური საფუძველი ჰქონდა.
ბორბლები ნაკლებად სავარაუდოა გამოეყენებინათ იმ ეპოქაში ასეთი მძიმე ტვირთისათვის, სავარაუდოდ მრგვალ მორებს უდებდნენ მიყოლებით და ასე მიაგორებდნენ.
0 1 6