x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
7 პატარა, თუმცა მნიშვნელოვანი დეტალი, რომლის გაგებისას სხვაგვარი თვალით შეხედავთ მსოფლიო შედევრებს
სკოლაში, ალბათ ბევრი ფიქრობდით, რომ ხელოვნებათმცოდნეობა - იმდენად მოსაწყენი საგანია, რომ მთქნარების გარდა, სხვა არანაირი ემოციის გამოწვევა არ შეუძლია. თუმცაღა, სინამდვილეში, შესაძლოა ნახატის უკან მთელი ისტორია იმალებოდეს. ეს შეიძლება იყოს დეტექტივი, ხან კი ნამდვილი მელოდრამა. აქ შეგიძლიათ დაინახოთ საზოგადოებრივი კანონებისადმი არსებულ როგორც გამოწვევები, ისევე ემოციური მიჯაჭვულობის აღიარებები.


ქსოვილის რულონი, როგორც გამოწვევა მამაკაცებისათვის


image


თქვენ წინაშეა ნახატი "self-portrait with two pupils". ეს ისტორია იწყება მარია-ანტუანეტის ამბავიდან, კერძოდ, მას ჰყავდა საყვარელი კარის მხატვარი, ელიზაბეტ ვიჟე-ლებრენი, რომელსაც ფრანგმა დედოფალმა უბრძანა ჩაებარებინა მხატვრობისა და ქანდაკების სამეფო აკადემიაში. ამავე აკადემიაში მყოფ მამაკაცებს ეს ფაქტი არ მოეწონათ და გადაწყვიტეს მაქსიმალური ძალები ეხმარათ, დედოფლის გასაღიზიანებლად.



ითვლებოდა, რომ მარია-ანტუანეტის მთავარი ფავორიტის მეტოქე სხვა მხატვარი, ადელაიდა ლაბილ-გიარი, გახლდათ. ეს უკანასკნელი და ელიზაბეტი აკადემიაში ერთ დღეს მიიღეს, თუმცა, ამავდროულად, შემოიტანეს გენდერული ქვოტა: არაუმეტეს 4 გოგო მოსწავლე. ახალ გოგონებთან ერთად, ზუსტად ამდენი რაოდენობის ქალბატონი იმყოფებოდა დაწესებულებაში. ფაქტობრივად, აკადემიკოსებმა ნათლად განაცხადეს, რომ უფრო მეტ ქალს თავიანთ რიგებში არ მიიღებდნენ.


და მაშინ ადელაიდამ შექმნა ნახატი "self-portrait with two pupils". ხელოვანმცოდნეობა არაა საჭირო იმისთვის, რომ ნათლად იქნეს დანახული მხატვრის გაბედული გამოწვევა და ამავდროულად, გზავნილიც: "ყველამ ნახეთ, საფრანგეთში კიდევ 2 ახალგაზრდა ქალი მხატვარია".


აგრეთვე, ნახატზე გამოსახულია გვერდით გადადებული ქსოვილის რულონი, ქსოვა კი, იმ პერიოდში, ითვლებოდა მხოლოდ ქალის მთავარ საქმედ. ესეც შეიძლება ჩავთვალოთ მინიშნებად, კერძოდ: "ქალს შეუძლია მხატვარიც იყოს, ყველაფერი მის სურვილსა და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული".


წყვილი ფანჯარაში, როგორც ქორწინებასა და შემოქმედებას შორის არჩევნის სიმბოლო


image


თავდაპირველად "Portrait of Charlotte du Val d'Ognes" მიაწერეს კაც-მხატვარს. ერთ-ერთმა მწერალმა, შემოქმედებას "იდეალური" და "დაუვიწყარი" უწოდა, და, ზოგადად, შეფასება, საზოგადოების მხრიდან, დადებითი იყო. მაგრამ, როგორც კი გაირკვა, რომ ნახატი ქალს ეკუთვნოდა (ეს იყო მარი-დენიზ ვილიერი) უმეტესობის დამოკიდებულება მწვავედ კრიტიკული გახდა.


აქ, მხოლოდ ერთი ტექნიკის გამოყენებით, მხატვარმა შეძლო მე-19-ე საუკუნეში მცხოვრები ქალების მძიმე მდგომარეობისათვის გაესვა ხაზი. ნახატზე გამოსახული გოგონა, შარლოტა, მხატვარია. მას ზუსტად ისეთივე თეთრი კაბა აცვია, როგორც ქალის ფიგურას ფანჯარაში. რას ნიშნავს ეს?


რეალურად, ნახატზე ორი სამყაროა გამოსახული: სახელოსნო, სადაც იმყოფება შარლოტა, - მხატვრების სამყაროა, ხოლო ფანჯრის იქით - ჩვეულებრივი ცხოვრებაა, სადაც წყვილები დადიან პაემნებზე. იმ პერიოდის საზოგადოება აკრიტიკებდა იმ გათხოვილ ქალებს, რომლებიც ფერწერით იყვნენ დაკავებულნი. ამგვარად, მაყურებელი ხედავს არჩევანს, რომლის წინაშე იდგა ყოველი ქალი-მხატვარი: ოჯახი თუ შემოქმედება.


კაბის დაძველებული ფასონი, როგორც მოკრძალების სიმბოლო


image


ლაურა ბატიფერი რენესანსის ეპოქის აღიარებული პოეტი გახლდათ. აგნოლო ბრონზინოს პორტრეტზე, ლაურა სოლიდურადაა ჩაცმული და ღირსეულად გამოიყურება. თუმცაღა, ერთი პატარა დეტალის გამოყენებით, მხატვარმა კარგად დაგვანახა, რომ ეს ქალბატონი მოდისადმი გულგრილია.


იმ პერიოდის გათვალისწინებით, სამკაული ლაურაზე მცირეა და საკმაოდ სადაა. თავსაბურავი მკერდზე დამაგრებულია ოქროსფერი ქინძისთავით, ღრმა დეკოლტე კი მაღალყელიანი პერანგითაა დაფარული. ახლა კი ნახეთ, პოეტის თანამედროვეთა ჩაცმის სტილი. თვენს წინაშეა, სავარაუდოდ, მარია მედიჩის პორტრეტი.


image

მარია და ლაურა, როგორც უკვე ვახსენე, თანამედროვეები იყვნენ, მათი პორტრეტები, დაახლოებით, ერთსა და იმავე დროსაა დაწერილი, თუმცა მარიას ტანსაცმელს სრულიად განსხვავებული სახელოები, საყელო აქვს და თითქმის მთლიანად იგი მორთულია სამკაულებით. თუმცაღა, ლაურა პოეტი გახლდათ და სავარაუდოდ, მოდას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა.


ხეები, რომლებიც ფიქციად ჩათვალეს


image


ლი კრასნერი ბავშვობიდანვე ოცნებობდა მხატვრობაზე. თუმცა, უფროსი დის მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, მისი 2 პატარა დისშვილი ობოლი გახდა. მისი ოჯახის ტრადიციის თანახმად, ლი უნდა გაყოლოდა ცოლად თავის სიძეს და აღეზარდა პატარები, თუმცა ამან უარი თქვა ამ ყველაფერზე.


ამის მაგივრად, კრასნერმა დიზაინის ნაციონალურ აკადემიაში ჩააბარა, მანჰეტენში. თავისი შემოქმედების შეფასებისათვის, მან მოიტანა ავტოპორტრეტი, რომელსაც თქვენ მაღლა ხედავთ. გოგონა ბუნებიდან ხატვის კურსზე გადაიყვანეს, თუმცა შემიშვნაც მისცეს: " როდესაც ნახატს შენობაში ხატავთ, არ ღირს ისე წარმოჩენა, თითქოს ბუნებაში იმყოფებით".


მათ ჩათვალეს, რომ ლიმ რატომღაც უკანა ფონზე ხეები დაამატა. თუმცაღა, ნახატი მართლაც ბუნებაში შეიქმნა - გოგონამ სარკე ხეზე მიაბა და თავისი თავი დახატა.


კაბის ფერი, როგორც ხასიათის ანარეკლი


image


ალბათ ყველას გეცოდინებათ კარლ ბრიულოვის ნახატი "The Rider", თუმცა, ალბათ, ბევრი ვერ შეამჩნევდით იმ ფაქტს, რომ მთავარი გმირების ტანსაცმელი სრულად ასახავს მათ ხასიათსა და სულიერ მდგომარეობას. უფროსი და ცივ ფერებშია გამოწყობილია, რაც თავშეკავების და კარგი მანერების სიმბოლოა. უმცროსი და კი გამოწყობილია - ვარდისფერ ფერებში, რაც უფრო უსმევს ხაზს მის სიახალგაზრდავესა და ბუნებრივობას.


ხარი, როგორც მხატვრების მფარველი


image


თქვენ წინაშეა - როზა ბონერის არაჩვეულებრივი ავტოპორტეტი, რომელიც ხარს ეყრდნობა. თავად მხატვარი საზოგადოებაში ცნობილი გახდა ტილოებით, რომლებზეც გამოსახულია ცხოველები და მომენტები სოფლის ყოფიდან.


როდესაც როზას კოლეგამ, ლუი-ედვარ დიუფუბმა, მისი პორტრეტი დაწერა, ქალმა ნახატში რამდენიმე შტრიხი შეცვალა. უპირველესად, როზა მაგიდას ეყრდნობოდა, თუმცა მას ეს უინტერესოდ მოეჩვენა და მაგიდა ხარით ჩაანაცვლა, საკუთარი ხელით. ჰო, მართლა, კურო ითვლება წმ. ლუკას სიმბოლოდ, რომელიც, თავის მხრივ, მხატვრების მფარველად ითვლება.


ქალღმერთ ათენას გამოსახულება პატივისცემის ნიშნად


image


მარი ვიქტუარ ლემუანი ცნობილი ფრანგი მხატვარის, ელიზაბეტ ვიჟე-ლებრანის, მოსწავლე გახლდათ. არსებობს ვერსია, რომ ნახატი "The Interior of an Atelier of a Woman Painter" - ესაა მასწავლების პატივისცემა, რომელიც აქ თეთრ კაბაშია წარმოდგენილი. ხოლო გოგონა, რომელიც ხატავს - თავად მარი ვიქტუარია.


დიდ ტილოზე ათენაა გამოსახული. როგორც ცნობილია, ათენა, ყველაფერთან ერთად, ითვლებოდა ცოდნისა და ხელობის ქალღმერთად.


0
403
შეფასება არ არის
ავტორი:თაზუ
თაზუ
403
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0