x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ჯონი დეპს თავის ადვოკატთან, კამილა ვასკესთან აქვს რომანი?

image
ჯონი დეპისა და ემბერ ჰერდის სასამართლო პროცესი პრესისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში რჩება. თუმცა, ჰოლივუდის მსახიობები პროცესის მთავარი ვარსკვლავები აღარ არიან. შთაბეჭდილება მოახდინა ხალხზე დეპის ადვოკატმა კამილა ვასკესმა - მას ქსელში ენერგიულად განიხილავენ და ბევრი მომხმარებელი დარწმუნებულიც კია, რომ მას და დეპს რომანი აქვთ. დასკვნა კი იქიდან გამოიტანეს, რომ კამერის წინ ისინი თავისუფლად, მეგობრულად ურთიერთობენ და ფიზიკურ კონტაქტსაც არ გაურბიან. ვიდეოებიც კი გამოჩნდა, სადაც ისინი გახარებულები ერთმანეთს ეხვევიან.image
თუმცა ეს მხოლოდ და მხოლოდ ჭორებია და როგორც ინსაიდერმა განუცხადა გამოცემა ET-ს, ეს ჭორებიუსაფუძვლოა და 100%-ით არ შეესაბამება რეალობას.

ერთ-ერთმა რეპორტიორმა ვასკესს პირდაპირი კითხვაც დაუსვა, თუმცა მან მხოლოდ გაიღიმა და კომენტარი არ გააკეთა.image
ვასკესი, კალიფორნიის საადვოკატო ფირმის Brown Rudnick-ის თანამშრომელი, ყურადღების ცენტრში მოექცა ორშაბათს, როდესაც მან დაიწყო ემბერ ჰერდის ჯვარედინი დაკითხვა. რის შემდეგაც, სხვა საკითხებთან ერთად, გაირკვა, რომ ჰერდმა ჯონი დეპისგან განქორწინების შემდეგ მიღებული 7 მილიონი დოლარი, როგორც პირობა დადო, ქველმოქმედებისთვის არ გადაუცემია. თუმცა მანამდე ყველგან ირწმუნებოდა, რომ თანხა სრულიად გადაეცა სხვადასხვა ფონდებს.image



0
229
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
229
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0