x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
"ცეცხლოვანი წვიმა", კასეტური ბომბები რომლებიც სპეციალურ აალებად ბურთულებს ფანტავს მიწაზე დაცემამდე და ყველაფერს ანადგურებს მაღალი ტემპერატურის გამო
image მას შემდეგ რაც "აზოვსტალში" ბლოკირებული მარიუპოლის დამცველების განადგურება 2 თვის მანძილზე ვერ მოახერხა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, რა არ სცადეს, საავიაციო მძიმე, ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების სხვადასხვა კალიბრის რეაქტიული რაკეტები დაუშინეს ქალაქის მცველებს.


არაფერს ვამბობ მძიმე ტექნიკით და თერმობარული რაკეტებით ქარხნის ტერიტორიის მრავალგზის დაბომბვაზე.


მართალია აფრესორები კი იღრინებიან, მაგრამ ტაქტიკური დანიშნულების ბირთვულ ქობინს ხომ ვერ გამოიყენებდნენ და გა, ოიყენეს საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული იარაღი, ჩამოყარეს კასეტური ბომბები (აკრძალულია კონვენციით) რომლის შიგთავსი წარმოადგენს აალებადი ნარევით სავსე ბურთულებს, ბომბი ჩამოგდებიდან რამდენიმე წამში იშლება და შიგთავსი საკმაოდ დიდ მანძილზე იფანტება, რაც წარმოუდგენლად მძიმე მდგომარეობაში აგდებს მისი მოქმედების ზონაში მყოფ ცოცხალ ადამიანებს.


ესაა "ცეცხლოვანი წვიმა", რომლის მოქმედების ზონაში ტემპერატურა კოლოსალურ სიმაღლემდე ადის ცელსიუსის შკალით.



ძირითადად გამოიყენება ალუმინის ფხვნილისებრი ნარევი (იშვიათად მაგნიუმის) სხვადასხვა მეტალის ჟანგეულებთან (ძირითადად რკინასთან) ერთად.

აალებისას ინტენსიურად იწვის და გამოყოფს დიდი რაოდენობით სითბოს (საუბარია აალებად თერმიტულ ნარევზე). წვის ტემპერატურაა 2300-2700°C, ხოლო ძლიერი მჟანგავების (ქრომი, ვოლფრამი) გამოყნებისას ტემპერატურა ბევრად უფრო მაღალია.

ასე, რომ ნუ განვსჯით მარიუპოლის იმ დამცვლებს ვინც დაჭრილი მეგობრების და თავის გადასარჩენად რუსებს ჩაბარდა "წითელი ჯვრის" მეთვალყურეობის ქვეშ.


საუბარია გარკვეულ ნაწილზე და არა მთლიანად მარიუპოლის დამცველებზე.
ასე გამოიყენება კასეტური თერმიტული ბომბი.
image


0
77
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
77