x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
5 საინტერესო ფაქტი 13–ის შესახებ

image


1. ბრიტანეთის სამხედრო ფლოტის დაკვეთით, გენი სახელწოდებით: «პარასკევი 13» აშენდა. აღსანიშნავია, რომ თავის პირველ ცურვაში, ის პარასკევს, 13 რიცხვში გაემგზავრა და მას შემდეგ, აღარავის უნახავს.

2. ამერიკული პილოტირებული კოსმოსური ხომალდი «აპოლონ –13» კოსმოსში 1970 წლის 11 აპრილს, 13:13 (ფლორიდის ადგილობრივი დროით, UTC-6) გაუშვეს. ხომალდზე აფეთქება 13 აპრილს მოხდა. ამასთან, ის ერთადერთი ხომალდი იყო «აპოლონებს» შორის, რომელმაც ავარია განიცადა. მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ეკიპაჟი დედამიწაზე უსაფრთხოდ დაბრუნდა.

3. ალექსანდრე მაკედონელის დროს, 12 ღმერთის პანთეონი არსებობდა, რომელთაგან თითოეული, წლის ერთ თვეს განასახიერებდა. ალექსანდრეს ისე უნდოდა საკუთარი თავის განდიდება, რომ მშობლიურ ქალაქში, მე–13 ღმერთის სახით, საკუთარი ქანდაკების დადგმა ბრძანა. თუმცა, მის გეგმებს ხელი, სიკვდილმა შეუშალა.
4. ევროპაში არსებული ცრურწმენის მიხედვით, თუ სუფრასთან 13 ადამიანი იჯდა, მათგან ერთი, ერთ წელიწადში, აუცილებლად მოკვდებოდა. ამის გამო, სპეციალური პროფესიაც კი არსებობდა — «მეთოთხმეტე სტუმარი», რომელსაც მხოლოდ იმიტომ ეპატიჟებოდნენ, რომ სუფრასთან 13 ადამიანი არ ყოფილიყო. ხოლო, საფრანგეთში, რესტორანში ყოველთვის იყო ადამიანი, რომელსაც 13 კაციან სუფრასთან დაჯდომა შეეძლო.

5. ბევრი ქრისტიანი თვლის, რომ რიცხვი «13», «უბედურების მომტანი» იმიტომ გახდა, რომ ცნობილ საიდუმლო სერობას, იესოს ჩათვლით, 13 ადამიანი ესწრებოდა. მე–13 იუდა ისკარიოტელი იყო, რომელმაც ის გასცა.


P. S. მათემატიკურად დადასტურდა, რომ პარასკევს, 13 რიცხვში, უბედურების მოხდნის შანსი, იმდენივეა, რაც წლის ნებისმიერ დღეს.
ჰელსინკის უნივერსიტეტში, ადამიანური ფაქტორების კვლევის ჯგუფიდის ერთ–ერთი წევრი იგორ რადუნი იყო, რომელიც «პარასკევი, 13–ის პრობლემას» სწავლობდა. და არა იმიტომ, რომ მეცნიერებმა სერიოზულად მიიჩნიეს უიღბლო რიცხვის ჰიპოთეზა. მათ უბრალოდ სურდათ, ამ ცრურწმენის სულელურების მათემატიკური დასაბუთება შეექმნათ. «არ არსებობს და არც არასდროს იქნება მტკიცებულება, რომ რიცხვი 13 — უბედურების რიცხვია» — კვლევის შედეგების შეჯამებისას, განაცხადა რადუნმა.

თუმცა, ერთი მეცნიერის ან, მეცნიერთა ჯგუფის განცხადება, საზოგადოებაში არსებულ ცრურწმენას, რომელსაც საუკუნოვანი ფესვები გააჩნია, ნამდვილად ვერ გააქრობს:

უძველესი დროიდან პარასკევს, რომელსაც კალენდრის მიხედვით, 13 რიცხვი ემთხვევა, «შავს» ეძახიან. გადმოცემის მიხედვით, სწორედ ამ დღეს, კუდიანები, ჯადოქრები და მათნაირები, მსოფლიოს ყველა კუთხიდან, დათქმულ ადგილზე, ე. წ. «ღამის შაბაშზე» იკრიბებიან, მსხვერპლშეწირვის რიტუალებს ატარებენ, ცეკვავენ და ბაკქანალიას აწყობენ. ადრე, ამ დღეს, პორტებიდან გემები არ გადიოდნენ, საქმიანი გარიგებები და ქორწილები სხვა დროისთვის გადაჰქონდათ. და საერთოდ, უბრალო მოკვდავები, სახლიდან არ გადიოდნენ და ერთმანეთს, წარსულში, «შავ» პარასკევს მომხდარ საშიშ ისტორიებს უყვებოდნენ. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* 30 ისტორიული ფოტო

* 7 აღმოჩენა, რომელიც თანამედროვე მეცნიერებას საგონებელში აგდებს

* ისინი "განსხვავებულ სამყაროში" ცხოვრობენ – 5 საოცარი ფაქტი პატარების შესახებ

* ილდიკო – ერთი ღამის დედოფალი

* 7 ფაქტი ქვეყნებს შორის საზღვრების შესახებ, სადაც უცნაური რაღაცეები ხდება

* რატომ სძულდა ხრუშჩოვს სტალინი და რატომ იძია შური მასზე? – რეალური მიზეზი

* სამარეში წაღებული 5 საიდუმლო

* საკუთარი სიკვდილის ინსცენირებაში ეჭვმიტანილი 5 ვარსკვლავი

3
105
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
105
  
2022, 20 მაისი, 16:24
მადლობა, ლალი
2022, 20 მაისი, 15:47
ღმერთმა ბედნიერი ამყოფოს, ცრურწმენების არც მე მჯერა
2022, 20 მაისი, 13:39
მიყვარს სტერეოტიპების და ცრუ რწმენების დამსხვრევა, ამიტომ, მე, მძიმე პაციენტმა, რომელსაც გადარჩენის შანსი ნული მქონდა, საკეისრო კვეთა გაუტკივარებით 13 რიცხვში დავნიშნე სპეციალურად. მეუღლის საგვარეულო გადაირია, ვაიმე 13 რიცხვი, მძიმე დღე, რას აკეთებს. დავიკიდე ყველა და წავედი. 10 წელია აქ ვარ :) ასე, რომ მე მიყვარს 13 რიცხვი, ჩემი პრინცესას დღეა.
0 1 3