x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508529
"სწორად არის ნათქვამი - სად ერეკლე და სად ლევანა ბერძენიშვილიო" -გია გაბრიჩიძე

image

"ბევრჯერ დამიწერია, რომ ლიბერასტებმა მოახერხეს და ხალხს შეაძულეს სიტყვა ნაციონალური, შეაძულეს სამოქალაქო საზოგადოება, შეაძულეს ცისარტყელა.
შეეცადნენ მოესპოთ კულტურა. ვიღაც მდაბიო პროვინციალებს მსახიობები დაარქვეს, უნიტაზზე დაწერილ ეპატაჟურ გამოხტომებს ლიტერატურა.
შეეცადნენ მოესპოთ ჟურნალისტიკა. სცადეს ბეჭდური მედიის განადგურება. ვიღაც გაუნათლებელ ტიპებს ხელში მიკროფონები მისცეს და უთხრეს რომ ჟურნალისტიკა არა შრომა და შინაგანი ინტელექტია, არამედ ამერიკულ მდარე ფილმებში ნანახი თავხედობა.
სცადეს ინტელექტის მოსპობა. სცადეს "ჩარეცხვა" და ვიღაც ლევან ბერძენიშვილი ქართული ინტელექტის ზე-გამოვლინებად შერაცხეს.
არადა როგორ შეიძლება სერიოზულად შეხედო ამ მღილს, რომელიც გამსახურდიას იგავ-არაკის გუდურასავით დრენდოუტს ეპოტინება - ხალხი დამინახავს და სამხედრო გემთან მებრძოლ რაინდს დამარქმევენო.
არ გამოდის ეგ თაღლითობა. არ გამოდის. მაქსიმუმ "ნანუკა" აღფრთოვანდეს იმ იდიოტობით რაც ამ ტიპმა ერეკლე მეორეს მოღალატედ შერაცხვაზე თქვა.
არ დავიწყებ ამ თემის გაშლას იმიტომ რომ შარლატანთან პოლემიკას აზრი არა აქვს. აზრი არა აქვს არც თავად ამ "ინტელექტუალზე" რაიმეს თქმას, რადგანაც მისი თვალსაწიერი იმ თანხის ოდენობით განისაზღვრება რასაც გადაუხდიან. და დარწმუნებული ვარ, რომ იმ თავისნაირების მსგავსად რომლებიც ჯერ მიშას ფულს იღებდნენ, შემდეგ ბიძინას წყალობით ისევ პარლამენტში აღმოჩნდნენ, შემდეგ ისევ მიშას წიაღს დაუბრუნდნენ, ხვალ ვინმემ რომ გადაუხადოს გმირთა მოედანზე შიშვლები ირბენენ.
ეჰ, რას იზამ, მაგრამ სწორად არის ნათქვამი - სად ერეკლე და სად ლევანა ბერძენიშვილიო"-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გია გაბრიჩიძე.
image
0
225
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
225
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0