x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
რატომ მაინცდამაინც 17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე და ორი 17 მაისი საქართველოში
image

ჰომოფობიის დღის აღნიშვნას საფუძველი 2004 წელს ჩაეყარა. ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე თავდაპირველად აიდაჰოს კომიტეტმა დააფუძნა; მიზანი სხვადასხვა ქვეყნებში დემოკრატიული ქმედებების კოორდინირება იყო, აგრეთვე ამ დღის მხარდაჭერა და ოფიციალური აღიარება.რატომ მაინცდამაინც 17 მაისი? საქმე იმაშია, რომ ეს თარიღი არჩეულ იქნა სიმბოლურად, 1990 წლის სწორედ ამ დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა, როგორც დაავადება საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ამოიღო, ანუ ამ დღიდან მოყოლებული გეები და ლესბოსელები და სხვა სექსუალური უმცირესობები ავადმყოფებად აღარ ითვლებოდნენ.


ჰომოფობიასთან ბრძოლის პირველი საერთაშორისო დღე, რომელიც 2005 წლის 17 მაისს გაიმართა, 24 000 ათასი ადამიანი მონაწილეობდა .მათ შორის უპირველეს ყოვლისა ლესბოსელებისა და გეების საერთაშორისო ორგანიზაცია (ILGA), გეებისა და ლესბოსელების უფლებების საერთაშორისო კომისია (IGLHRC), ლგბტ ებრაელების მსოფლიო კონგრესი და აფრიკელ ლესბოსელთა კოალიცია.


2009 წელს, კამპანიის სახელს დაემატა ტრანსფობია და ამ წლის აქტივობები ძირითადად ტრანსფობიის (ტრანსგენდერი ადამიანების დისკრიმინაცია და ძალადობა მათ მიმართ) ირგვლივ ფოკუსირდა. ამავე წელს, შემუშავდა ახალი პეტიცია, რომელსაც მსოფლიოს 75 ქვეყნის მასშტაბით 300 არასამთავრობო ორგანიზაცია შეუერთდა. მხარდამჭერებს შორის ასევე იყვნენ ნობელის პრემიის ლაურეატები (ელფრიდე იელინეკი, ფრანსუაზ ბარე-სინუსი და ლუკ მონტანიე). 2009 წლის 17 მაისის გამთენიისას, საფრანგეთი პირველი ქვეყანა გახდა მსოფლიოში, რომელმაც ტრანსგენდერული საკითხები ოფიციალურად ამოიღო მენტალურ დაავადებათა სიიდან.



2013 წლის 18 მაისს, საფრანგეთში ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდა; ეს გადაწყვეტილება წინა დღეს, 17 მაისს გახდა ცნობილი.


2015 წელს კამპანიის სახელს დაემატა ბიფობია.


მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კამპანია შეუძლებელია იმ ქვეყნებში, სადაც ჰომოსექსუალობა იდევნება, უფრო ტოლერანტულ ქვეყნებში ხალხმა უნდა გააპროტესტოს "ჩაგრულთა სახელით", - განაცხადეს 17 მაისის ღონისძიებების ორგანიზატორებმა ქვეყნების გასაგონად, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ დღის აღნიშვნას.


ამ დღის აღიარება გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომელიც უკვე გაერთიანდა დისკრიმინაციისა და სოციალური ძალადობის მრავალი სხვა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ ჯერ არ გაუკეთებია ფართო მხარდაჭერა თანაბარი უფლებებისთვის ბრძოლაში, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა.


ამ დღის ორგანიზატორების ერთ-ერთი მთავარი ინიციატივა არის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ ღონისძიების მიზნებისა და მიზეზების ახსნა.


ეს დღე განსაკუთრებით ძლიერია ევროპასა და ლათინურ ამერიკაში, სადაც თითქმის ყველა ქვეყანაში, ის სახალხო ღონისძიებებით აღინიშნება.


17 მაისი აღინიშნება მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. 2013 წელს, ის აღნიშნეს მსოფლიოს იმ 76 ქვეყნიდან 32-ში, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება კრიმინალიზებულია, თუმცა ეს ყველაფერი დაძაბულ ფონზე მიმდინაროებდა, რაც სექსუალური უმცირესობების დარბევით გამოიხატებოდა.


ანალოგიური მოხდა თბილისშიც 2013 წელს, 17 მაისს პუშკინის სკვერში შეკრებილ ლგბტ თემის წევრებს სასულიერო პირების თანხლებით ათასობით მონაწილე დაუპირისპირდა ისინი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ უმცირესობის წარმომადგენლებს და აქტივისტებს. შეხლა-მოხლის დროს, რაზეც პოლიცია ვერ ახდენდა რეაგირებას, აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა.

image

მომდევნო წელს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია II-მ 17 მაისი „ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღედ“ გამოაცხადა.


ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „უპრეცედენტო“ უწოდა 2013 წლის 17 მაისს თბილისში ლგბტ დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას და 193 500 ევროს გადახდა დააკისრა საქართველოს, რომლის „ხელისუფლების მდუმარე თანხმობითაც“ მოხდა აღნიშნული ძალადობა ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს.


მას შემდეგ საქართველოში ყოველი, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე დაძაბულობის ფონზე იმართება(ან საერთოდ არ იმართება) ...პარალელურად ამ დღეს ეკლესია აღნიშნავს "ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღეს", რა დროსაც სასულიერო პირები, მრევლი და საზოგადოების ნაწილი პატრიარქის კურთხევით სასულიერო პირები ხატებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით შემოივლიან თბილისის ქუჩებს და დალოცავენ მოსახლეობას.

image

0
155
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
155
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0