x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134363
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508431
ბრიტნი სპირსმა ბავშვი ორსულობის ადრეულ ეტაპზე დაკარგა

ბრიტნი სპირსმა დაკარგა ბავშვი, რომელსაც საქმროსგან, სემ ასგარისგან ელოდა. სიახლე თავად მომღერალმა აუწყა თავის თაყვანისმცემლებს ინსტაგრამზე.image
“უღრმესი მწუხარებით უნდა გამოვაცხადოთ, რომ საყვარელიბავშვი დავკარგეთ ორსულობის დასაწყისში. ეს საშინელი დროა ნებისმიერი მშობლისთვის. შესაძლოა ორსულობის სასიხარულო ამბავი ასე მალე არ უნდა გვეცნობებინა, მაგრამ ძალიან აღელვებულები ვიყავით და გვინდოდა ამ სიხარულის გაზიარება."image
წყვილმა ისიც დაწერა, რომ ერთმანეთს მხარში უდგანან და მომავლისთვის იმედი აქვთ, რომ ოჯახში მატეება ექნებათ.

ბრიტნი სპირსის ფეხმძიმობის ამბავი აპრილში გახდა ცნობილი. ბავშვი დიდი ხნის ნანატრი იყო - იმ წლებში, როცა მომღერალი მამის მეურვეობის ქვეშ იყო, მას არც გათხოვება შეეძლო და არც მშობიარობა. სასამართლოში ვარსკვლავმა განაცხადა, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ დაუყენეს სპირალი. მას შემდეგ, რაც ჯეიმი სპირსმა ქალიშვილის ცხოვრებაზე კონტროლი დაკარგა, ბრიტნიმ ნიშნობის შესახებ გამოაცხადა გამოაცხადადა ცოტა მოგვიანებით ორსულადაც დარჩა.image
ბრიტნის უკვე ჰყავს 2 შვილი ყოფილი ქმრისგან, კევინ ფედერლაინისგან, 16 წლის შონი და 15 წლის ჯეიდენი.

0
53
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0