x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"რაა სასაცილო, მიდით და სხვანაირად თქვენ გააპრავეთ, თუ მაგრები ხართ" - ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი და გადაცემა "რეაქციის" წამყვანი ინგა გრიგოლია "ტვ პირველის" ეთერში გავრცელებულ ვიდეოს სოციალურ ქსელში ეხმაურება, სადაც მოქალაქე ამბობს რომ ქვეყნის პრემიერ - მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლის სახელზე გადაფორმებულ ტყეს მხოლოდ იმიტომ იცავს რომ მას არაფერი დაუშავდეს:


"ტყე იმიტომ მიიერთა ეზოზე, რომ ღარიბაშვილი უკეთ დაიცავს ტყესო


რაა სასაცილო, მარა ვხარხარებ


აბა რა თქვას ამ ღარიბას დასაცავად მიყვანილმა ხალხმა, მიდით და სხვანაირად თქვენ გააპრავეთ, თუ მაგრები ხართ, ტყის დათრევა


არ გააპრავებენ და დაურეკავენ ტრი…ტრიიიიიიიიიო და ვის აქვს ორი თავი" - წერს ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში.


ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნანუკა თამაზაშვილის სახელზე ბაკურიანის ტყის 6 000 ჰექტრამდე გადაფორმდა, ამის შესახებ ცნობილი საზოგადოებისთვის "ნოდარ მელაძის შაბათში" გასული რეპორტაჟიდან გახდა. საგამოძიებო გამომძიებელმა ჟურნალისტმა, მაკა ჩიხლაძემ დაადგინა და დოკუნენტებით გაამყარა, ინფორმაცია რომლის მიხედვითაც საქართველოს პრემიერ - მინისტრმა, ცოლს, ნანუკა თამაზაშვილს ბაკურიანში 5958 კვ, მ. ტყე აჩუქა.







0
1236
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1236