x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
„ოპოზიციური მედია ქმნის დღის წესრიგს, რაც "ოცნებას" გამარჯვებაში ეხმარება!“ – თამარ ჩერგოლეიშვილი
image

თამარ ჩერგოლეიშვილი ოპოზიციის მხარდამჭერ მედიასაშუალებებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ იმ დღის წესრიგით, რაც მათ შექმნეს, ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლებას უხანგრძლივებენ.


"კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, ოპოზიციური მედიის წარმომადგენლები ისეთი აღშფოთებით საუბრობენ ოპოზიციაზე, ვითომ თავად არ ქმნიან იმ დღის წესრიგს, რაც ივანიშვილის გამარჯვებებში ეხმარება. ოპოზიციის დამცველად ვერ გამოვდგები, მაგრამ ოპოზიციური მედიის საინფორმაციო სამსახურების სარედაქციო პოლიტიკას უზარმაზარი წვლილი აქვს შეტანილი იმ ტოქსიკური დღის წესრიგის შექმნაში, რაც ივანიშვილის ძალაუფლებაში დარჩენას უზრუნველყოფს.


როგორც ოპოზიციური პარტიების მიმართ არ არსებობს ნდობა, ზუსტად ისე არ არსებობს ნდობა ოპოზიციური მედიის მიმართ.


საკუთარ სარედაქციო პოლიტიკას შეხედეთ, სანამ ოპოზიციაზე ბრძნადმეტყველებას დაიწყებთ – საკუთარ სპიკერებს გადახედეთ და საკუთარ "ვიორსტკას” დააკვირდით.


ჩვენ, ევროპულ საქართველოს ჩვენი პრობლემა გვაქვს, 5 წლის წინ უნდა ჩაგხსნოდით, როცა ნათელი გახდა საითაც მიექანებით და კომუნიკაციის დამოუკიდებელი მედიუმები შეგვექმნა – სამწუხაროდ, პარტიის მაშინდელი ლიდერშიფის ნაწილმა ტელემედიის მძევლობა არჩია და დავაგვიანეთ – ჩვენი ბრალიცაა ამის საშუალება რომ მოგეცით, მძევალი ვერაფერს მოიგებს ვერასდროს – მაგრამ ჩვენ გამოვასწორებთ.


თქვენ რას გამოასწორებთ ეგ არ ვიცი – უბრალოდ, ოპოზიციიისკენ თითის შვერა თქვენი მხრიდან – სასაცილოა", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.


***************************

"ოპოზიციური მედიის დამსახურება მეტადაა ეს, ვიდრე პოლიტიკური პარტიების.

შრომის დანაწილება იმიტომ მოიგონა ღმერთმა, რომ კეზერაშვილის თანაშემწე და ნაცების ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, არ გისაზღვრავდეს სარედაქციო პოლიტიკას და სპიკერებს, როცა სტუდენტებს ჟურნალოსტიკას ასწავლი და პრეტენზია გაქვს, რომ რაღაც იცი. არ განსაზღვრავს ჟიჟი ფორმულას საინფორმაციო დღის წესრიგს. სხვის განსაზღრულს მიყვება.


თორემ გგონიათ ჟიჟიმ არ იცის, რომ რუსეთის საელჩოზე ნატოს დროშა რომ ფრიალებს უნდა შეიყვანოს პირდაპირში? იცის ეგ ყველაფერი, უბრალოდ დინებას მიყვება და უმისამართო პრეტენზიებს ისვრის - სასაცილო მდგომარეობაში ვარდება.

როგორც ახლა მოუწია გიორგი თარგამაძეს ბოდიშების ხდა წარსული ჰომოფობიის გამო - პატარკაციშვილის გამო რომ ყველაფერს კადრულობდა, ისე მოუწევს ბოდიშის მოხდა იმისთვის, რომ კეზერაშვილის გამო კადრულობს, რუსეთის საელჩოზე აფრიალებული ნატოს დროშა, ეთერში არ შეიყვანოს. ზუსტად ვიცი “დროების” საკითხია. მაგისი ეთერი იყო “ღმერთს ვებარებოდე"

გუბაზი და თაკო არიან უფრო მნიშვნელოვანი.ე გეთი გემოვნება აქვთ, ეგაა მათი ხარისხი. ისე, გუბაზის ბრალია კაცო, მიშა რომ ვერ იმარჯვებს! რა შუაშია სააკაშვილზე მომლოცველი თეა ადეიშვილი. ვითომ ვერ ხვდებიან, რომ გუბაზი, თაკო ჩარკვიანი, ელისო კილაძე, ჟიჟილაშვილი, მშვილდაძე, თეა ადეიშვილი, მელაძე (და რავი, ლეგიონია მათი სახელი) ერთი მყრალი პროპაგანდისტული მანქანის ნაწილაკები არიან. (ლუზერი პროპაგანდის - თან).

მე ის ვიცი, რომ დათო ტყეშელაშვილი ვერც 2012 მდე მისაზღრავდა სარედაქციო პოლიტიკას და ვერ მიწყვეტდა რაზე მელაპარაკა და ვინ დამეპატიჟებინა და ვერც ახლა განმისაზღვრავს. ამ ჟურნალისტებმა თავისი საქმე თვითონ იციან - მათი ნებაა. უბრალოდ შეფასება ჩემი ნებაა იგივე ადამიანი მართავს ახლა ფორმულას სარედაქციო პოლიტიკას, და იგივე პრინციპით იმართება, რაც აი ამ დროს ხდებოდა 2011 წელს, როდესაც ეს სტატია დავწერე. მეც მიბლოკავდნენ გადაცემას მაშინ, უბრალოდ მე არ დავემორჩილე.


ბევრ სამარცხვინო მომენტს შევუქმნით ოპოზიციურ მედიას. ბევრ საერთაშორისო ნიუსს შევქმნით, რომელსაც ადგილობრივი მედია მათი სარედაქციო რევიზორების გამო ვერ გააშუქებს და ბევრჯერ შევარცხვენთ, რომ პატიოსან, თავმოყვარე, გონიერ ახალგაზრდებს, მათთან თანამშრომლობა შერცხვეთ.


“ვიცი, რომ მიუღებელი იდეების მიმართ შემწყნარებლობა ის ფასია, რომელსაც პლურალისტურ საზოგადოებაში ცხოვრებისთვის ვიხდით. მჯერა, რომ ბრიყვისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება მისთვის ტრიბუნის მიცემაა. ამიტომ მზად ვარ ავიტანო ქალბატონი მადონა, რომელიც “ყველაზე რეიტინგული” ტელევიზიის “სპეციალური რეპორტაჟიდან” სამარცხვინოდ მიმტკიცებს, რომ ჰომოსექსუალიზმი “აღზრდის ბრალია”, რომ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებისათვის “თავზე ხელის გადასმა არ არის საჭირო” და რომ ისინი თავად ნანობენ საკუთარ ორიენტაციას. გაუშვით – ილაპარაკოს! ოღონდ იმ პირობით, რომ განსხვავებულ აზრსაც მოვისმენ, თუ იმავეზე არა, სხვა არხზე მაინც. მაგრამ ვერ მოგართვით! ჩემს სამშობლოში, განსხვავებით შეერთებული შტატებისაგან, სადაც მედიაში გაჟღერებულ უამრავ სისულელეს საღი აზრი აბალანსებს, როგორც უკვე მოგახსენეთ, ამ უკანასკნელის მწვავე დეფიციტია.


განსაკუთრებული დაკვირვება არ სჭირდება იმის გამოცნობას, რომ ადგილობრივი მედიის წარმომადგენელთა მნიშვნელოვან ნაწილს ქართული საზოგადოება იდიოტთა ნაკრები ჰგონია. ითვლება, რომ რაც უფრო ბრიყვულია ინფორმაცია, მით უფრო მეტ ადამიანს დააინტერესებს – არ აქვს მნიშვნელობა გენმოდიფიცირებულ, მანათობელ კურდღლებზე მოყვები თუ მიხაილ გორბაჩოვის ქართველ ძმაზე, მთავარია ეს ექსკლუზიური სისულელე იყოს. მაგრამ, როგორც აბრაამ ლინკოლნი იტყოდა – “შეიძლება საზოგადოების ნაწილი გააბრიყვო სამუდამოდ, შეიძლება მთელი საზოგადოება გააბრიყვო მცირე ხნით, მაგრამ ვერ გააბრიყვებ მთელ საზოგადოებას მუდმივად” – თვალსაჩინოა, რომ ჩვენი თანამოქალაქეების, ჯერჯერობით მცირე, მაგრამ მზარდმა ნაწილმა ტრადიციულ არხებს და ადგილობრივ ბეჭდურ მედიას ზურგი შეაქცია და ინტერნეტის მეშვეობით ცდილობს ინტერესის დაკმაყოფილებას, ხოლო საკუთარ აზრს სოციალურ ქსელებში გამოთქვამს”.


და ნდობა რომ მორყეულია, ოპოზიციური მედია როლიც ისეთივეა, როგორც ტრაკის მოთამაშე პოლიტიკური პარტიების - არქივიც საკმარისია, მათი საკუთარი არქივი რომ ამოვიღო და გადავუბა, “დეკემბრის ბილომდე ბიძინა აღარ იქნებათი” და ნაცების ოფისში შიმშილობამ რომ სრულიად “ახალი პოლიტიკური ვითარება შექმნა” - ეგეც საკმარისია.


“ყველამ ხუთიანი დაიწერეთ” - ეს ისტერიკაც ხომ იყო, არ იცნობენ ჩელეს, მაგრამ აი ქემოკლიძეს იცნობენ - კეზერაშვილს ელაპარაკება ხოჯევანიშვილი და დალაგდნენ გახარიას გაშუქებაზე. მედია კი არა, დეზერტირების ბაზარია. ვიღაც დაკომპლექსებული მდიდრების ეგოს ფხანას ეწირება ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესები და ესენი თითებს იშვერენ.


ეს რაც ახლა ხდება ხომ 2012 წლამდე დროის დაბრუნების უბადრუკი მცდელობაა? შეუძლებელია სპიკერების დაბლოკვით და ვირტუალური რეალობის შექმნით მედია დიდხანს მართო. მყისიერ ზიანს აყენებენ კონკურენტებს (მაგალითად ჩვენ) მაგრამ საშუალო ვადიან პერსოექტივაში (თუ მანამდე რუსეთის გუბერნიად არ ვიქეცით), მომავალი არ აქვთ", - ავტორის მინაწერი.

0
177
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0