x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
იტალიაში 5 დღის წინ დაკარგული გოგონა სავარაუდოდ ცოცხალი იპოვეს
image 22 იანვარს დაკარგული 27 წლის სალომე ტეტუნაშვილი სავარაუდოდ ცოცხალია, ამის შესახებ ინფორმაციას ExclusiveTV ავრცელებს.


29-წლის ჰოლანდიელი ქალი, რომელიც მეუღლესთან ერთად ჩავიდა პოლონეთში ტურისტული მოგზაურობისათვის დააკავა პოლონეთის პოლიციამ, მისი დაკავების მიზეზი კი გახდა ნაცისტური მისალმება ავადსახსენებელი აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის კარებთან, ტურისტ ქალს სურათი მისმა ქმარმა გადაუღო ასეთი ჟესტის გაკეთების დროს, რაც არ გამოპარვია პოლონელ პოლიციელს და ტურისტი ქალბატონი პოლონური კანონების დარღვევისათვის ადგილზევე იქნა დაკავებული, მოგვიანებით ქალი გაანთავისუფლეს ჯარიმის გადახდის შემდეგ.


თავად დაკავებულმა ტურისტმა "სულელური და შეუსაბამო" უწოდა თავის საქციელს.


მოგეხსენებათ გერმანელი ფაშისტების მიერ დაარსებული აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკი ცნობილია, როგორც "სიკვდილის მანქანა", სადაც ასეულ ათასობით ტყვე იქნა ნაწამები და მოკლული, აქვე ატარებდნენ ტყვეებზე უამრავი სახის ექსპერიმენტს.



სადღეისოდ აღნიშნული ბანაკი ჰოლოკოსტის მუზეუმის სახით ფუნქციონირებს და იქ ათასობით ტურისტი ჩადის იმ საშინელების სანახავად, რაც იქ ხდებოდა. მუზეუმ-ბანაკში ცალკეა ფოტო გალერეა, სადაც ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეებია დაფიქსირებული.


აუშვიცში შსვლა მართალია ფასიანია, მაგრამ არც თუ ისე ძვირი ღირდა მაშინ, როცა მე მამასთან ერთად დავათვალიერე.


საშინელი და დამთრგუნველი გარემო, მავთულხლართებით და ელექტროსადენებით გამაგრებული მაღალი კედლები, ბანაკის ოთახები, სადაც თითქოს ურებში ჩაგესმის ნაწამები ადამიანების გოდება.


თუ ქარიან დღეს მოხვდით ბანაკში საშინელი გრძნობა დაგეუფლებათ, რადგან მავთულლხლართებისა და ელექტროსადენების წივილის ხმა მთელ სხეულს მოიცავს, თრგუნავს და საშინელ განწყობაზე აყენებს ადამიანს.


ჰოლანდიელმა ტურისტმა სურათი გადაიღო ავადსახსენებელ კარებთან "Arbeit Macht Frei" (მუშაობა ანთავისუფლებს).


აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკი გერმანელებმა შექმნეს 1939 წელს, ბანაკში დაასტურებულად იქნა ლიკვიდირებული მილიონზე მეტი ებრაელი.


აქ მოხვედრილ ტყვეს საბოლოდ ან გაზის კამერა ელოდა ან სამედიცინო ექსპერიმენტით გამოწვეული გართულებით გარდაცვალება ან შიმშილით სიკვდილი.


საკონცენტრაციო ბანაკი საბჭოთა ჯარებმა აიღს 1945 წელს და ცოცხლად გადარჩენილი ტყვეები გაანთავისუფლეს.


წლების მანძილზე პოლონეთში მოქმედებდა კანონი რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი ტურისტი თუ პოლონელი მოქალაქე, რომელიც იტყოდა რომ აუშვიცის ბანაკში მომხდარ საშინელებებზე პასუხიმგებელი პოლონეთიც იყო 3 წლიან სასჯელს იღებდა პასუხად.


დროთა განმავლობაში პოლონეთში ეს კანონი ჯერ შეარბილეს, შემდეგ კი საერთოდ გააუქმეს, თუმცა ნაცისტური მისალმებისათვის ჯარიმა ჯერ კიდევ ძალაში რჩება.


image



1
399
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
399
  
2022, 27 იანვარი, 8:18
რა შუაში არის ქართველ გოგოსთან ეს ჰოლანდიელი? ქართველი გოგონა ცოცხალია და ბოლო ინფორმაციით ექიმების დაკვირვების ქვეშ არის. სავარაუდო გატაცების ვერსიაზე საუბრობენ იტალიაში მცხოვრები ქართველები და დაველოდოთ გამოძიებას.

მსოფლიო შეიშალა,როცა მსგავსი ფაქტის გამო ადამიანს იჭერენ,რადგან ეგ არ არის ფაშიზმი. გასაგებია,რომ ებრაელთა ტომი იბრძვის ყველგან ამისათვის,მაგრამ აფსურდში არ უნდა გადავიდეთ. ცნობისათვის,ავსტრალიაში მოხდა ფაშისტური ფაქტი,რაზეც ე.წ. დემოკრატიულმა მსოფლიომ წყალი ჩაიგუბა და დაუშვა დისკრიმინაცია. მსოფლიოს პირველი ჩოგანი არ შეუშვეს საზღვარზე და მიზეზად აუცრელობა დაასახელეს. გერმანელები ებრალებს ავიწრობდნენ,ხოლო ე.წ. თანამედროვე მსოფლიო აუცრელებს ავიწროებს თავისი არჩევანის გამო. ამ დროს პოლონეთში ჟესტიკულაციის გამო ადამიანს იჭერენ და მას ფაშიზმს ეძახიან. ამას ქვია სუფთა ბარდაგი და ნათქვამია,რასაც ერიდებოდე,ის გეჩხირებოდესო.

ეხლა იტალიაში მყოფ და ზოგადად,ქვეყნიდან წასულ ქართველებზედ,ამ ხალხის უმეტესობა უცოდინრობის ზენიტშია და წარმოდგენა არ აქვთ,რა ხდება ევროპის სხვადასხვა ქალაქში. ერთმა ჩემმა ახლობელმა მითხრა,რომ ნეაპოლში ვიყავიო და როცა ვკითხე,ნარკოტიკი გასინჯეთქო? არაო მითხრა. ფეხბურთზე იყავითქო? არაო მიპასუხა. პიცა გასინჯეთქო? ამაზეც არა მითხრა. ავდექი და ვუთხარი,რა ჩემი ... გინდოდა აბა ნეაპოლშითქო.ასეა იქ მყოფი ადამიანების ამბავიც,რა სამუშაოს დაეძებენ ნეაპოლში,როცა ქალაქში კრიმინალი მძვინვარებს და მაფიოზები ისე არიან როგორც თევზი წყალში. მაგ ქალაქში თავისივე საყვარელი ფეხბურთელი არ დაინდეს და გააბომჟეს,ქართველს რას უზავენ. თუ ვინმეს ჰგონია,რომ პოლიცია დაგიცავთ ძალიან შემცდარხართ. ყველამ უნდა იცოდეს,რომ იტალიაში სახრეთ რეგიონებში არ ღირს ჩასვლა,რადგან ჯერ ჩრდილოეთთან შედარებით ღატაკები არიან და მეორე,კრიმინალის დონე მაღალია.
0 1 1