x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
"არაფრით არ განვსხვავდები ათასობით სხვა ახალი ზელანდიელისგან" - პრემიერ მინისტრმა "ომიკრონის" გამო ქორწილი გადადო

image

ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრმა ჯასინდა არდერნმა გააუქმა საკუთარი ქორწილი მას შემდეგ, რაც გამოაცხადა ქვეყანაში ახალი, უმაღლესი დონის შეზღუდვები "ომიკრონის" გავრცელების გამო. იუწყება BBC.

ახალი წესებით, ნებისმიერ მასობრივ ღონისძიებაზე შეკრება შეიძლება არაუმეტეს 100 კაცისა, თუ ისინი ყველა აცრილი არიან, ხოლო 25 ადამიანი, თუ აცრის შესახებ ცნობა არ გააჩნიათ; გარდა ამისა, სავალდებულოა პირბადეების ტარება მაღაზიებში, სკოლებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ამჟამად ახალ ზელანდიაში რეგისტრირებულია კოვიდ ინფიცირების 15 ათასზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილია 52 პაციენტი.

კვირას ჯასინდა არდერნმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი ქორწინება ტელეწამყვან კლარკ გეიფორდთან გადაიდო.(მთავარ ფოტოზე)

„არ მეშინია იმის თქმა, რომ არაფრით არ განვსხვავდები ათასობით სხვა ახალი ზელანდიელისგან, რომლებზეც გაცილებით დამანგრეველი გავლენა მოახდინა პანდემიამ“და ეს არის უპირველეს ყოვლისა, შესაძლებლობა იყო საყვარელი ადამიანის გვერდით, როდესაც ისინი მძიმედ არიან ავად და ეს ბევრად უფრო სამწუხაროა, ვიდრე ის, რასაც ახლა განვიცდი“-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

image

ახალი წესები ამოქმედდა კვირას, ადგილობრივი დროით შუაღამისას და ძირითადად გამოწვეულია "ომიკრონის" ვარიანტით ინფიცირების 9 შემთხვევით.

პანდემიის დასაწყისიდანვე, კუნძულ ახალი ზელანდიის ხელისუფლება ცდილობდა ქვეყნის იზოლირებას გარე სამყაროსგან და მკვეთრად რეაგირებდა ინფექციის გაცილებით მცირე დადასტურებულ რაოდენობაზეც კი, იგივე თქვათ ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით.

როგორც გაირკვა, ოჯახს, რომელიც ესწრებოდა ქორწილს ოკლენდში, დაუდასტურდათ საუტ აილენდში დაბრუნების შემდეგ. ასევე დაინფიცირდა ეკიპაჟის წევრი, რომლითაც ისინი მოფრინავდნენ.

ოფიციალური პირების თქმით, ამ შემთხვევაში ინფიცირების დონე შეიძლება ძალიან მაღალი იყოს. ამჟამად დადგინდა 100 სრულად აცრილი ადამიანის ლიმიტი ყველა შიდა ღონისძიებაზე, ხოლო 25 თუ დამსწრეებს არ ექნებათ ვაქცინაციის პასპორტები. ეს ასევე ეხება სპორტულ დარბაზებსა და ქორწილებს.

მეოთხე კლასის მოსწავლეებსაც მოეთხოვებათ გაკვეთილზე პირბადით მოსვლა. ახალ ზელანდიას აქვს მკაცრი შეზღუდვები პანდემიის დაწყებიდანვე, რათა დაღუპულთა რაოდენობა მინიმუმამდე შენარჩუნდეს.

ქვეყანა ერთ-ერთი პირველი იყო მსოფლიოში, რომელმაც მკაცრად დაკეტა საზღვრები რითაც აღკვეთა დაავადების ადრეული გავრცელება. თუმცა, დელტა ვარიანტის გამოჩენის შემდეგ, პრემიერ-ინისტრი გადავიდა ვირუსის სრულად აღმოფხვრის სტრატეგიიდან მასობრივ ვაქცინაციაზე.

ზოგიერთი ცნობით, 12 წელზე უფროსი ასაკის ახალი ზელანდიის მოსახლეობის დაახლოებით 94% უკვე სრულად არის ვაქცინირებული, ხოლო იმ ადამიანების 56%-ს, რომლებსაც აქვთ დამატებითი ვაქცინის უფლება, მიღებული აქვთ ბუსტერ-დოზა.

ხისტმა პოლიტიკამ პანდემიის მიმართ, მართლაც გასაოცარი შედეგები მოიტანა.

4 მილიონიან ქვეყანაში პანდემიის დღიდან დაწყებული მთლიანად დაინფიცრდა 15.625 ადამიანი და გარდაიცვალა 52(შეადარე საქართველო-დაინფიცირიდა.

1, 059, 392 ადამიანი და გარდაიცვალა 14, 732).

0
188
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0