x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"შეეშვით მორალის კითხვას – ამას როგორ აკეთებ, იმას რატომ.... სხვა გზა არაა!"- რა პოსტს ავრცელებს ნიკა ქავთარაძე 

image


ტელეწამყვანი და შოუმენი ნიკა ქავთარაძე ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ - ეკონომიკურ მდგომარეობას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ამასთან დაკავშირებით ვრცელ ფეისბუქმიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"ამ ქვეყანაში ადამიანებს უჭირთ და უჭირდათ იშოვონ სამსახური საკუთარი პროფესიით.
ამიტომაც უმრავლესობას უწევს სხვა საქმის ან საქმეების სწავლა და იმით შემოსავლის შოვნა.


ალბათ საქართველოა ერთადერთი ქვეყანა, სადაც გიწევს 2-3-4 სხვადასხვა საქმის კეთება, რომ რამე შემოსავალი გქონდეს.


პირადად მე ისეთი პროფესია ავირჩიე, დაახლოებით 25 წლის წინ, რომლითაც ხალხი მიცნობს. ისე ეკონომისტი ვარ.
ჩემი კოლეგები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არიან მდიდრები.
მე და ჩემ ქართველ “კოლეგებს” არ გაგვიმართლა ამ მხრივ.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში მუდმივად არის კრიზისები, პირველი რასაც ამ კრიზისისას ერხევა, ჩვენი სფეროა – შოუბიზნესის.


ვარსებობთ პრინციპული ადამიანები, ვისაც გაჭირვება გვირჩევნია, ვიდრე ისეთი რამის და ისეთ ვინმესთან ერთად კეთება, რომელიც ჩვენს მსოფლმხედველობას ეწინააღმდეგება. სწორედ ამიტომ, სწორედ ამ პრინციპების და მორალის გამო, ამ 25 წლიდან ნახევარი გაჭირვებაში, უმუშევრობაში და შიმშილში მაქვს მე პირადად გატარებული.


არც ახლა მილხინს – დილით სხვა სამსახურში ვარ, დღისით სხვაში და ღამით სხვაში.


მეც მინდა, რომ ერთი საქმის კეთება იყოს საკმარისი. რადგან წარმოუდგენელია, რომ მაგალითად ამერიკაში, ინგლისში, თურქეთში, ან ინდოეთში ადამიანი იყოს ქვეყნის საუკეთესო სერიალის მსახიობი, ან საკუთარი შოუს ავტორი და ამის პარალელურად თავის გადასარჩენად უწევდეს სხვა რაღაცების კეთება.


მაგრამ ეს ხომ საქართველოა.
ჰოდა, შეეშვით მორალის კითხვას – ამას როგორ აკეთებ, იმას რატომ აკეთებ.
სხვა გზა არაა!
და თუ მართლა გაწუხებთ ვინმეს საქმის შინაარსი, ეძებეთ პრობლემის საფუძველი, არსი.
ეძებეთ მიზეზი – რატომაა ეს ქვეყანა ღარიბი.
იყვირეთ ამ პრობლემაზე და შეცვალეთ გარემო.



მანამდე კი ადამიანებს, რომლებიც სახელმწიფოს არ ვკიდივართ კისერზე, რომლებიც ვასაქმებთ და ვარჩენთ სხვებს – შეგვეშვით.
უბრალოდ, მორალს მაინც ნუ გვიკითხავთ.
ამოვიდა ყელში ამდენი ზედაპირული, გაბოროტებული და თავხედური ჭკუის სწავლება.


43 წლის ვარ და აღარ მომწონს, როცა თინეიჯერივით მარიგებენ ჭკუას ადამიანები, რომლებსაც არაფერი შეუქმნიათ ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ, ამ ქვეყნის ეკონომიკისთვის, ამ ქვეყნის ერთი მოქალაქის უკეთესობისთვის.
და ზოგადად, შევეშვათ ერთმანეთის უაზრო და ბოღმით სავსე ლანძღვას.


დროს ამაში ვხარჯავთ და ვკლავთ.
ვიფიქროთ განვითარებაზე, პრობლემებიდან თავის დაღწევაზე და არა ამ პრობლემებში ერთმანეთის როგორმე ჩათრევაზე.


არ ვიცი, რამდენად გასაგებად წერია, მაგრამ ვისაც არ უნდა, იმას 2×2-იც არ ესმის. თავისუფლად, მეგობრებო, თავისუფლად! დღეს ორშაბათია, ასე რომ კვირის ბოლომდე ბევრის მოსწრებაა შესაძლებელი. წარმატებულ კვირასგისურვებთ – ყველა კარგ საქმეში." - წერს ნიკა ქავთარაძე სოციალურ ქსელში.



0
564
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
564