x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვიდეო: ბრიუსელში მომიტინგეებმა ევროკავშირის დიპლომატთა ოფისი გაანადგურეს

image

გასულ ღამეს ათასობით ბრიუსელის მაცხოვრებელმა კინაღამ გადაწვა ბელგიის დედაქალაქი. უკვე ტრადიციად იქცა კოვიდშეზღუდვების წინააღმდეგ მოწყობილი მიტინგების ნამდვილ ხოცვა-ჟლეტად გადაქცევა. დემონსტრანტები ევროპული ბიუროკრატიის ცენტრშიც კი შეიჭრნენ.

გამოქვეყნებულ კადრებზე ჩანს ბრიუსელის ცენტრი: ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, რომლებსაც დემონსტრანტები უნდა გაეკონტროლებინათ შეყარეს მეტროში და რაც ხელთ მოხვდათ ზედ დააყარეს თავზე. ხელკეტებით შეიარაღებული ოფიცრები ხაფანგში მოხვდნენ. მოგვიანებით, დასახმარებლად მოვიდა რაზმი წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზით.

ყველაზე სასტიკი შეტაკებები ევროპული დიპლომატიის ცენტრში განვითარდა. აქციის მონაწილეთა ნაწილი ბრიუსელის დიპლომატიურ კვარტალს მიუახლოვდა. ვიდეოში ნაჩვენებია ევროკავშირის საკომუნიკაციო სამსახურის შტაბი, მთავარ შესასვლელთან შეგიძლიათ ნახოთ ნაგვის ფრაგმენტები და გროვა. ბრბო შენობის შტურმით აღებას ცდილობდა, მათ ქვები, არმატურა, ჭურვები და ყავარჯნებიც კი გამოიყენეს.

თუმცა, შენობის შტურმით აღება ვერ მოხერხდა. პოლიციამ თავდასხმების სერია მოიგერია. ახლა ყველგან არის ჩამტვრეული ფანჯრები, ფილები, ნაგვის გორები. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა საკითხებში ჟოზეფ ბორელი დღეს ჩამოვა ბრიუსელში. გუშინ დასვენების დღე ჰქონდა და ტელევიზორში ადევნებდა თვალს მისი ოფისის დარბევას. მან მომიტინგეების საქციელს უაზრო უწოდა. ამის საპასუხოდ, ბრბომ ევროკავშირის დროშა დაწვა და განაგრძო ქალაქის განადგურება.

არეულობებში სულ მცირე 50 ათასი ადამიანი მონაწილეობდა და ეს მხოლოდ ბელგიის დედაქალაქის მაცხოვრებლები არ არიან. იქ იყვნენ საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების და ევროპის სხვა ქვეყნების მოქალაქეები.

0
124
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0