x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134365
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508436
12 საინტერესო ფაქტი ძველი რომის და საბერძნეთის შესახებ, რომლებსაც წიგნებში ვერ ნახავთ

ძველი ბერძნები მართალია ბევრ უცნაურობას სჩადიოდნენ, მაგრამ ისინი იმაზე მეტად ჰგვანან თანამედროვე საზოგადოებას, ვიდრე წარმოგიდგენიათ. მათ, ისევე როგორც ჩვენ, უყვარდათ ბურგერი, თამაშობდნენ, არბის თოჯინებით", ყიდულობდნენ სასმელებს ავტომატებიდან და ფსიქოლოგთანაც კი დადიოდნენ სტრესის მოსახსნელად. წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ძველი საბერძნეთის შესახებ, რომლებზეც წარმოდგენაც კი არ გექნებათ:

1. რომაელ გოგონებს თოჯინები ჰქონდათ, რომლებიც დღევანდელ ბარბის ნამდვილად მოგაგონებდათ და ქორწილამდე ამ თოჯინებით თამაშობდნენ. დიდი ალბათობით, ამით მომავალი დედობისთვის ემზადებოდნენ. XIX საუკუნის ბოლოს. ასეთი თოჯინა არქეოლოგებმა თინეიჯერი გოგონას სამარხში აღმოაჩინეს. სათამაშო დამზადებული იყო სპილოს ძვლისგან, არტიკულირებული ფეხებითა და ხელებით, რომლებიც შეიძლებოდა მოეხარათ ან გაეშალათ. თანამედროვე ბარბისგან განსხვავებით, მას უფრო ფართო თეძოები და მრგვალი მუცელი ჰქონდა. თოჯინას ტანსაცმლისა და სამკაულების პატარა ყუთიც კი მოჰყვა.image

2. ყველამ იცით ფილმი ტროა და ლეგენდალური აქილევსი. ის მარტლაც არ გამოეხმაურა მეფის ბრძანებას ომში წასვლის თაობაზე და თავის გოგოდ გასაღებაც სცადა, მაგრამ ხრიკმა არ გაამარტლა და საბრძოლველად წასვლა მაინც მოუწია.image

3. ძველი ბერძნები თანამედროვე მედიცინის ფუძემდებლები ნამდვილად არიან, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ არალოგიკური აზრები აწუხებდათ ხანდახან. მაგალითად, მათ სჯეროდათ, რომ ბავშვის სქესის დადგენა შეიძლებოდა დედის სახის მიხედვით - ჭორფლები გოგოს დაბადებას მიუთითებდა, ხოლო სუფთა სახე მიუთითებდა, რომ ბიჭი უნდა დაბადებულიყო.

4. რომაელი ხალხი დიდ ყურადღებას აქცევდა მედიცინას. ექიმები და სწავლულები შუა მოედანზეც კი აჩვენებდნენ ხალხს თავიანთ შესაძლებლობებს, ასევე, ოპერაციაზე დასწრება და ექიმის ქმედებების შეფასებაც სრული ნორმა იყო.

5. რომაელებისთვის საკუთარ გონებაზე ზრუნვა განიხილებოდა, როგორც სხეულზე ზრუნვის განუყოფელი ნაწილი და იყო ვარჯიშის, სუფთა ჰაერის, ძილისა და დიეტასთან ერთად ფორმაში შენარჩუნების ძირითადი ელემენტი. ამიტომ, ბევრმა მათგანმა, როგორც ახლა იტყვიან, დახმარებისთვის ფსიქოლოგს მიმართა. იმპერატორი კარაკალა, მაგალითად, ხშირად სტუმრობდა სამკურნალო საკურთხევლებს, სადაც მას ფსიქოლოგიურ დახმარებასაც უწევდნენ.image

6. ერთ-ერთ ასეთ საკურთხეველში, რომელიც მდებარეობს თანამედროვე ბრიტანეთის ტერიტორიაზე, პაციენტებს ძილში მკურნალობდნენ. სტუმრები სპეციალურ კაბინებში შედიოდნენ. მას შემდეგ, რაც იძინებდნენ, მლოცველები მათთნ დადიოდნენ გველებთან ან ძაღლებთან ერთად. მკურნალობის ეფექტი უფრო ძლიერად ითვლებოდა, თუ ცხოველი პაციენტს “ეამბორებოდა".

7. რომის იმპერიაში აყვავებული იყო კოსმეტოლოგია. ხშირად სახისა და სხეულის კანის მოვლის ისეთ ინგრედიენტებს იყენებდნენ, რაც თანამედროვე ადამიანებში დაბნეულობას გამოიწვევს. მაგალითად, ქალები ჭაღარა თმას მიწის ჭიების ნახარშით იღებავდნენ, დაფხულ ნიჟარებს სახის საწმენდ სკრაბად იყენებდნენ, ხოლო ნიანგის ექსკრემენტებს სახის გასათეთრებლად მოიხმარდნენ.image

8. სპარტანელი გოგონები კი დედობისთვის სულ სხვანაირად ემზადებოდნენ. ისინი დაკავებულნი იყვნენ ტანვარჯიშით, დისკის ან მშვილდის სროლით, ჭიდაობით და კრივითაც კი. ითვლებოდა, რომ რთული ვარჯიშით მათ დედობა გაუადვილდებოდათ.

9. ახალგაზრდა სპარტანელ გოგონებს გრძელი თმა ჰქონდათ, ქორწილის დღეს კი თავს იპარსავდნენ.

10. ასევე, სპარტაში საკვებთან საკმაოდ უცნაური დამოკიდებულება ჰქონდათ. საწმელი აუცილებლად უნდა ყოფილიყო უგემური და მლაშე. დახვეწილი კერძების დამზადება კი იკრძალებოდა. ეს ყველაფერი კი იმისთვის, რომ წონა შეენარჩუნებინათ მეომრებს.


11. მაგრამ ძველი საბერძნეთის სხვა ნაწილებში ხალხს უყვარდა გემრიელად ჭამა და ბევრისთვის საყვარელი დესერტი ჩიზქეიქიც კი მოიგონეს. ანთროპოლოგებმა აღმოაჩინეს დესერტის ფორმები, რომლებიც თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2000 წლით. არსებობს მტკიცებულება, რომ პირველი ოლიმპიური თამაშების დროს 776 წელს სპორტსმენებს მიართვეს ყველის ნამცხვარი და ამ კერძს ხშირად იყენებდნენ საქორწილო ტორტად.

12. რომაელები ასევე პატივს სცემდნენ გემრიელ და მაღალკალორიულ საკვებს. ძველ რომაულ კულინარიულ წიგნს აქვს კერძი, სახელად isicia omentata, რომელიც შედგება ძროხის კოტლეტისა და სოუსისგან, მას გამომცხვარ, ბრტყელ პურში ათავსებდნენ. ამ კერძის გასინჯვა რომის იმპერიაში “სწრაფი კვების ობიექტებში" შეიძლებოდა.image


0
510
2-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
510
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0