x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ჩინეთის პრეზიდენტმა სთხოვა პუტინს, არ დაესხას თავს უკრაინას ოლიმპიადის პერიოდში
image


ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სთხოვა, არ შეიჭრას უკრაინაში პეკინის ოლიმპიადის დროს, რომელიც დაგეგმილია 2022 წლის თებერვალში.


ამის შესახებ Bloomberg ი პეკინელ დიპლომატზე დაყრდნობით წერს. მისი თქმით, ჩინეთის ლიდერი ცდილობს გააძლიეროს საკუთარი ავტორიტეტი საკუთარ ქვეყანაში შესაძლო მესამე ვადით არჩევის მიჯნაზე და ევროპაში კრიზისი მას ნამდვილად არ სჭირდება.


ამასთან დაკავშირებით, როგორც ცნობილი გახდა, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეახსენა მსოფლიოს ტრადიციულად პატივი სცენ გაეროს რეზოლუციის მნიშვნელობას, რის მიხედვითაც უნდა დამყარდეს ზავი ოლიმპიურ თამაშებამდე ერთი კვირით ადრე და დასრულდეს პარაოლიმპიური თამაშებიდან ერთი კვირის შემდეგ -ანუ 28 იანვრიდან 20 მარტამდე.



პეკინის ოლიმპიადა 4-დან 20 თებერვლამდე გაიმართება, პარაოლიმპიადა - 4-დან 13 მარტამდე. სი ძინპინმა ღონისძიებაზე პუტინი მიიწვია - რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აპირებს დაესწროს გახსნის ცერემონიას, რომელიც 4 თებერვალს გაიმართება.


თუმცა სულ მალე Bloomberg -ის ინფორმაციას პეკინი გამოეხმაურა.

ჩინეთის საელჩო: სი ძინპინის მოთხოვნა პუტინისადმი უკრაინის შესახებ არის ყალბი და პროვოკაცია ჩინეთის საელჩომ რუსეთში განაცხადა, რომ მედიის გავრცელება იმის შესახებ, რომ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა თითქოს სთხოვა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, არ შეუტიოს უკრაინას პეკინის ოლიმპიადის დროს, არის ყალბი და პროვოკაცია. ამის შესახებ ТАСС. წერს.


დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ასევე გამოხატა ჩინეთის პოზიცია უკრაინის ირგვლივ შექმნილი ვითარების შესახებ.

ჩინური მხარე მხარს უჭერს კონფლიქტის მოგვარებას დიალოგისა და კონსულტაციების გზით მინსკის შეთანხმებების ფარგლებში.

0
380
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
380
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0