x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
გოგონა საკუთარ თავს მუქარის შემცველ წერილებს უგზავნიდა, რათა მისი ყოფილი დაეჭირათ

image

მაშინ 19 წლის იყო კორტნი აირლენდ-აინსვორტი, როდესაც "ინსტაგრამზე"30-მდე ყალბი პროფილი შექმნა, შემდეგ კი პოლიციას განუცხადა, რომ მუქარის შემცველი შეტყობინებების უკან მისი ყოფილი შეყვარებული ლუი ჯოლი იდგა, რის გამოც ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს.

გოგონა ყოფილი შეყვარებულის სახელით საკუთარ თავს მუქარის შემცველ წერილებს უგზავნა " ინსტაგრამის" ყალბი გვერდიდან, რითაც იგი ცდილობდა უდანაშაულო კაცის ციხეში ჩასმას.

image

19 წლის კორტნი აირლენდ-აინსვორტი ამტკიცებდა, რომ ყოფილი პარტნიორი მას დანით დაემუქრა და გააფრთხილა, რომ თუ ჩუმად არ იქნებოდა, "მას მკერდში ლახვარს ჩასცემდა".

ცბიერმა გოგონამ. რომელიც ამჟამად 20 წლისაა, პოლიციაში 10 განცხადება გააკეთა ყოფილ შეყვარებულზე და მას მუქარაში, შევიწროებასა და თვალთვალში დასდო ბრალი.


image

გამოცემა LiverpoolECHO-ს ცნობით, ამან გამოიწვია ის, რომ ლუი ჯოლი ექვსჯერ დააკავეს, რა დროსაც 81 საათი გაატარა პატიმრობაში, მათ შორის მთელი ღამითაც.

ლუის ბრალი წაუყენეს თავდასხმის და თვალთვალის გამო, ამასთანავე გადაეცა დოკუმენტი, რის მიხედვითაც მასთან მიახლოება ეკრძალებოდა .

ამის გარდა ახალგაზრდა კაცს ელექტრონული სამაჯური და შინა კომენდატის საათი დაუნიშნეს, რის გამოც ლუიმ სამსახურიც კი დაკარგა.

ლივერპულის სამეფო სასამართლოზე რეგისტრატორმა იან ჰარისმა კორტნის ასე მიმართა: „თქვენ შექმენით სრულიად გამოგონილი, მაგრამ ერთი შეხედვით სანდო შხამიანი სიცრუის ქსელი ხუთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში“.

გოგონას ათთვიანი პატიმრობა მიესაჯა.

22 წლის ლუისმა განაცხადა, რომ ისინი ერთად ორი წელი იყვნენ, მაგრამ 2019 წლის ოქტომბერში "კეთილად" დაშორდნენ.

შემდეგ აირლენდ-აისვორტმა სხვა ბიჭთან, სახელად დეკლან რაისთან დაიწყო ურთიერთობა, თუმცა როგორც ჩანს, ყოფილის მიმართ ბოღმა და შხამი დარჩა.



0
229
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
229
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0