x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
63 წლის იაპონელი სკოლაში შეიპარა, რათა 40 წლის წინ ჩამორთმეული ნივთები დაებრუნებინა
image

ჩრდილოეთ იაპონიაში 63 წლის კაცი შეიჭრა თავის ძველ სკოლაში, სადაც თავის დროზე სწავლობდა რათა ის ნივთები დაებრუნებინა, რომელიც მასწავლებელმა 40 წლის წინ ჩამოართვა.იუწყება იაპონური გამოცემა SoraNews24.



ყოფილი მოსწავლე ზამთრის არდადეგების გამო დაკეტილ სკოლაში 58 წლის საყვარელთან ერთად შეიპარა. ის იმედოვნებდა, რომ მასწავლებლის საკონტაქტო ინფორმაციას სკოლის ჩანაწერებში იპოვიდა.

წყვილმა მოახერხა სამასწავლებოში შესვლა, მაგრამ შენობაში მყოფმა დაცვის თანამშრომელმა გაიგო წყვილის ხმამაღალი საუბარი და პოლიციას გამოუძახა, შემთხვევის ადგილზე პოლიცია მალევე მოვიდა და სკოლაში უკანონოდ შეჭრილები დააკავეს.

"მე იმიტომ შევიჭერი სკოლაში, რომ დამებრუნებინა ჩემი ნივთი, რომელიც მასწავლებელმა ჩამომართვა"-აღნიშნა მამაკაცმა სახელად ტარომ.

გავრცელებული ინფორმაციით, ორივე ყოფილი მოწაფე დაკავების დროს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

გამოცემა არ აზუსტებს თუ რის დაბრუნება სურდა ტაროს 40 წლის შემდეგ, თითქოსდა ეს იყო პორტატული ვიდეოგეიმერი Game Boy, თუმცა ის ვერაფრით იქნებოდა, რადგან როდესაც ტარო მოსწავლე იყო Game Boy ჯერ კიდევ გამოსული არ იყო(გამოვიდა 1989 წელს), კიდევ ერთი შეუსაბამობაა, ტარო თუ 63 წლისაა, 40 წლის წინ 23 წლის იქნებოდა, მაშინ როგორღა გამოდის სკოლის მოწაფე?

ასეა თუ ისე, სკოლა სადაც ინციდენტი მოხდა მდებარეობს მიკასაში, ჰოკაიდოს დასავლეთით, სადაც წყვილი ცხოვრობს.

image


სოციალური მედიის მომხმარებლები, კომენტარს აკეთებდნენ Japan Today-ის ისტორიაზე და გაიხსენეს საკუთარი ბავშვობის მოგონებები.

”ბავშვობის დროს, ღამით ჩვენს სკოლაში შუახნის მამაკაცი შემოიჭრა, რადგან უნდოდა თავის ძველ მერხთან დაჯდომა”, - თქვა ერთმა მომხმარებელმა. — არ ვიცი, ნასვამი იყო თუ არა.

"ჩემი წასვლიდან სამ ათეულ წელზე მეტი ხნის შემდეგ დავბრუნდი და დავჯექი იმავე ოთახში და იმავე სკამზე სადაც ვსწავლობდი ინგლისურს."

"შოკირებული ვარ, იმით, რომ თურმე თავისუფალ საზოგადოებაშიც ართმევდნენ ნივთებს ", - წერს მესამე მომხმარებელი და განმარტავს, რომ ის იზრდებოდა რკინის ფარდის მიღმა, სადაც მასწავლებლები ხშირად ართმევდნენ კანფეტებს, სათამაშო მანქანებს ან ბეჭდურ მასალებს.

0
190
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
190
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0