x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ლიბერიაში ქრისტიანებზე თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა 29 ადამიანი, მათ შორის 11 ბავშვი
image

ლიბერიაში ქრისტიანთა მიტინგზე ჭყლეტის შედეგად სულ მცირე 29 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 11 ბავშვი და ორსული ქალი, მას შემდეგ რაც მაჩეტებით შეიარაღებული განგსტერები თავს დაესხნენ მლოცველებს.


ტრაგედია მოხდა ოთხშაბათს საღამოს დაახლოებით საღამოს 9 საათზე, როდესაც დანებით შეიარაღებული ავაზაკების ბანდა თავს დაესხა ლიბერიის დედაქალაქ მონროვიაში ცერემონიაზე დამსწრე რამდენიმე ასეულ ქრისტიან მომლოცველს.

პოლიციის წარმომადგენლემა მოზეს კარტერმა განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი "შეიძლება გაიზარდოს" და დასძინა, რომ ერთი ადამიანი, რომელის დანით იყო შეიარაღებული დააკავეს.



ინტერნეტში გამოქვეყნებული ფოტოებზე ჩანს ჭყლეტის შედეგი - კედელთან მიყრილი ათობით ფეხსაცმლით და სხვა ნივთებით. ცხედრები გადაასვენეს Redemption Hospital-ის მორგში არც თუ ისე შორს იმ ადგილიდან, სადაც ტრაგედია მოხდა.

image

ქვეყნის ინფორმაციის მინისტრის მოადგილემ, ჯალავა ტონპომ, დაღუპულთა რაოდენობა დაასახელა და დასძინა, რომ "ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, ეს არის სამწუხარო დღე ქვეყნისთვის, ” - დასძინა მან.


ღონისძიებას გავლენიანი პასტორი უძღვებოდა, თუმცა ღონისძიების სხვა დეტალები გაურკვეველი რჩება. ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ ეს იყო ქრისტიან მომლოცველთა შეხვედრა რომელიც ლიბერიაში ცნობილია როგორც "ჯვაროსნული ლაშქრობა".

image

შეკრება გაიმართა ფეხბურთის მოედანზე, ნიუ კრიუ თაუნის სანაპიროზე.

ტრაგედიის თვითმხილველმა, 26 წლის ემანუელ გრეიმ განაცხადა, რომ ბოლოს "ძლიერი ხმაური" გაიგონა, რის შემდეგაც რამდენიმე გვამი დაინახა.


ლიბერიული მედიის ცნობით, პრეზიდენტი ჯორჯ ვეა ტრაგედიის ადგილს გუშინ, 20 იანვარს ეწვია.

0
147
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0