x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
კანაფს შეუძლია COVID-ისგან დაგიცვას

მარიხუანა კოვიდი



ახალი კვლევის თანახმად ცოცხალი კანაფის მცენარეებში ნაპოვნი ქიმიური ნივთიერება ადამიანის უჯრედებს ეხმარება კოვიდის ინფექციებისგან დაცვაში.


ორეგონის შტატის უნივერსიტეტის მეცნიერთა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ კანაფი შეიცავს ორ მჟავას - კანაბიგეროლის (CBGA) და კანაბიდიოლის (CBDA) მჟავებს, რომლებსაც შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს COVID ინფექციებს.


"ეს ნიშნავს, რომ უჯრედში შემავალი ინჰიბიტორები, როგორიცაა კანაფის მჟავები, შეიძლება გამოყენებულ იქნას ინფექციის პრევენციისთვის, გარდა ამისა ისინი იცავენ ადამიანის უჯრედებს იმგვარად, რომ ვირუსმა მათში ვერ შეაღწიოს.“



სამწუხაროდ, მწეველებისთვის, ეს დასკვნა იმას არ ნიშნავს, რომ კანაფის მოწევა COVID-ისგან დაგიცავთ. ვირუსისგან თავის აცილებას შეძლებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის ნაცვლად, თქვენ კანაფის ნაერთებს მიიღებთ აბების ან სითხის სახით.


„კანაბინოიდური მჟავები უხვად არის კანაფში და კანაფის ბევრ ექსტრაქტში“, განმარტავს კვლევის ავტორი დოქტორი რიჩარდ ვან ბრემენი. ”THC-გან განსხვავებით, ეს არ არის აკრძალული ნივთიერება, რადგან არ შეიცავს ფსიქოაქტიურ ელემენტებს.“


კვლევაში ასევე ნავარაუდებია, რომ ეს მჟავები შეიძლება გამოყენებულ იქნას COVID-ის სხვადასხვა ვარიანტებთან საბრძოლველად. „ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ კანაფის ნაერთები თანაბრად ეფექტურია SARS-CoV-2-ის ვარიანტების წინააღმდეგ, მათ შორის ვარიანტი B.1.1.7, რომელიც პირველად გაერთიანებულ სამეფოში გამოვლინდა და ვარიანტი B.1.351, რომელიც პირველად სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს.


შესაძლებელია, რომ ეს აღმოჩენა მეცნიერებს დაეხმაროს Omicron ვარიანტის წინააღმდეგ ბრძოლაში. ”ჩვენი მონაცემები აჩვენებს, რომ CBDa და CBGa ეფექტურია იმ ორი ვარიანტის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენ განვიხილეთ და ვიმედოვნებთ, რომ ეს ტენდენცია გავრცელდება სხვა არსებულ და მომავალ ვარიანტებზე”, - ამბობს დოქტორი ვან ბრემენი.




წყარო : NBC NEWS

0
325
შეფასება არ არის
ავტორი:დავით კიკნაძძე
დავით კიკნაძძე
325
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0