x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
რომელ ქვეყნებში ხდება ვაქცინაცია სავალდებულო?
image

მას შემდეგ, რაც ევროპაში COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა, უფრო მეტი ყურადღება არის გადატანილი აუცრელ ადამიანების დარწმუნებაზე, რათა გაიკეთონ ვაქცინა, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნებში ამასთან დაკავშირებით თამაშდება ლატარიები, ფინანსური წახალისებები თუ პრიზები, თუმცა მიღებული ზომები როგორც ჩანს არასაკმარისია და ახლა უფრო და უფრო მეტი ქვეყანა განიხილავს სავალდებულო ვაქცინაციის შესაძლებლობას, იტყობინება Euronews-ი.



ამრიგად, 1 თებერვლიდან ავსტრიაში ვაქცინაცია სავალდებულო გახდება, ეს იქნება ევროპაში პირველი ქვეყანა, სადაც ვაქცინაცია სავალდებულო იქნება. ავსტრიის კანცლერმა ალექსანდრე შალენბერგმა განაცხადა, რომ ეს არის ერთადერთი გზა ვირუსის ტალღების მომაჯადოებელი წრიდან გამოსვლისთვის.


საბერძნეთმა 15 იანვრის შემდეგ დაიწყო 60 წელს გადაცილებული აუცრელი ადამიანების დაჯარიმება, რომლის რაოდენობა თვეში 100 ევროთი განისაზღვრა. პრემიერ მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ COVID-19-ით სიკვდილიანობის 90% სწორედ ხანშიშესულ ადამიანებზე მოდის.


უახლოეს მომავალში გერმანელი დეპუტატები, სავარაუდოდ, კენჭს უყრიან სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებას. ოლაფ შოლცმა, რომელიც ამ თვეში გერმანიის კანცლერი უნდა გახდეს, განაცხადა, რომ ბუნდესტაგში კენჭისყრა იქნება და იმედოვნებს და ფიქრობს, რომ დეპუტატები ხმას მისცემენ.


ანგელა მერკელი სანამ ხელისუფლებაში იყო ამბობდა, რომ ვაქცინაცია არ იქნებოდა სავალდებულო, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ თ ბუნდესტაგის წევრი იქნებოდა, ხმას მისცემდა სავალდებულო აცრას.


5 იანვარს იტალიამ გამოაცხადა, რომ COVID-ის ვაქცინა სავალდებულო გახდება 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის. ეს ხდება COVID-19 ინფექციების რეკორდული ზრდის ფონზე, რომელიც 2022 წლის დასაწყისში დაფიქსირდა.


გასული წლის აპრილში იტალია გახდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ჯანდაცვის მუშაკებისთის ვაქცინაცია სავალდებულო გახადა. მოგვიანებით ეს წესი მასწავლებლებზე, სამხედროებზე, პოლიციელებსა და მაშველებზეც გავრცელდა და 5 იანვრიდან ამ პროფესიების ჩამონათვალს უნივერსიტეტის თანამშრომლებიც დაემატა.


სექტემბრიდან საფრანგეთში ვაქცინაცია სავალდებული იყო ხანძარსაწინააღმდეგო, სამედიცინო და ტრანსპორტის მუშაკებისთვის.გასულ კვირას საფრანგეთის პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა კოვიდ 19-ის წინააღმდეგ მიმართული მთავრობის უახლესი ზომები, მათ შორის ვაქცინაციის საშვი. ახალი კანონით, რომელიც უახლოეს დღეებში შევა ძალაში, ვაქცინაციის საშვის წარდგენა სავალდებულო იქნება მუზეუმებში, თეატრებში, კაფეებსა და რესტორნებში შესასვლელად და შორი მანძილის მატარებლებით მგზავრობისას. ვაქცინაციის საშვი მხოლოდ სრული ვაქცინაციის საფუძველზე გაიცემა.



ინგლისში 1 აპრილიდან COVID-19-ის ვაქცინები სავალდებულო გახდება ჯანდაცვისა და სოციალური მუშაკებისთვის, განაცხადა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა.


უნგრეთში ვაქცინაცია სავალდებულოა ჯანდაცვის მუშაკებისთვის, საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის და საჯარო დაწესებულებებში მომუშავე ადამიანებისთვის. კერძო კომპანიებს უფლება აქვთ თავად გადაწყვიტონ, გახადონ თუ არა, საკუთარი თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო.


პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ემზადებიან 1 მარტიდან სამედიცინო მუშაკების სავალდებულო ვაქცინაციის დანერგვისთვის. ქვეყანა ასევე ემზადება ამ ღონისძიების შემოღებას მასწავლებლებისთვის და „ფორმიანებისთვის“, როგორიცაა სამხედრო და პოლიცია.


0
208
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
208
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0