x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
დედობა და ყავის როლი დედის ცხოვრებაში...

image


რთულია იყო ქალი... იყო დედა, კარგი დედა და ასევე რთულია იყო დასაქმებული და თან კარგი დედა. არ აქვს მნიშვნელობა რომელიმე საჯარო თუ კერძო სამსახურში დასაქმებული დედა ხარ თუ ოჯახში მყოფი დასაქმებული დედა. ვფიქრობ, მეორე შემთხვევაში უფრო რთულია... ალბათ ამაში ქალების უმრავლესობა დამეთანხმება. აკეთებ ბევრ მნიშვნელოვან წვრილმან თუ მსხვილ საქმეს ანაზღაურების გარეშე და ამას დედობის უდიდესი პასუხისმგებლობა გეკისრება. ცდილობ დრო გადაანაწილო და დიასახლისობასთან ერთად სასარგებლო და საჭირო იყო შვილებისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში ქალის "ტვირთი" და პასუხისმგებლობა დიდია და ეს ყველაფერი უდიდეს ენერგიას მოითხოვს. ენერგიის აღსადგენად კი დედიკოები ხშირად მიმართავენ ყავას, რომ დღის განმავლობაში რამდენჯერმე აღიდგინონ ძალები.

დედების დიდ ნაწილს ყავა ძალიან უყვარს. ყავის ჭარბი რაოდენობით მიღება დედობის ერთ-ერთ „გვერდით მოვლენად“ ითვლება. ქალბატონები ხშირად ხუმრობენ, რომ დედობის ტვირთის გასაძლებად ყავის მიღება აუცილებელია.

შფოთვა დედების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ისინი გამუდმებით ფიქრობენ, რა აქვთ გასაკეთებელი დღის განმავლობაში, აწყობენ მომავალი დღის გეგმებს და ბავშვებს ღამეებს უთენებენ. სწორედ ამიტომ დედებს ყავის მიღება ხშირად ესაჭიროებათ.

ზოგჯერ ქალბატონებს სათვალავი ერევათ და ვერ იხსენებენ, რამდენი ჭიქა ყავა დალიეს დღის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ყავა დედებს ძალიან უყავრთ, მეცნიერები ქალბატონებს ურჩევენ მიღებული კოფეინის რაოდენობა შეამცირონ, რადგან მას ადამიანის ორგანიზმზე ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია.

New York Post-ში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ უახლეს კვლევაში აღნიშნულია, რომ ყავის მოყვარულებს თირკმლის დაავადებების განვითარების მაღალი რისკი აქვთ. მართალია, დედები ყველაზე მეტად შვილების ჯანმრთელობაზე ღელავენ, მაგრამ საკუთარ თავზე ფიქრიც მნიშვნელოვანია. ბავშვებს გვერდით ჯანმრთელი დედები სჭირდებათ.

კვლევის პროცესში მონაწილეების სისხლში მეტაბოლიტების რაოდენობას განსაზღვრავდნენ. ყავის მოყვარულების სისხლში ყავასთან დაკავშირებული ორი მეტაბოლიტი აღმოაჩინეს, რომლებიც თირკმლის ქრონიკულ დაავადებასთან არის კავშირში.

Healthline-ის ინფორმაციით, კოფეინი სწორედ იმ პრობლემების გამომწვევია, რომელთა მოგვარებას დედები ყავის დალევით ცდილობენ. მართალია კოფეინი ადამიანს აფხიზლებს, მაგრამ ის ამას ტვინის ქიმიური ნივთიერების დაბლოკვით ახერხებს, რომელიც დაღლილობის შეგრძნებას გიჩენთ. კოფეინის მიღება ხელს უწყობს ადრენალინის გამოყოფასაც, რის გამოც დედებს ღამე ხშირად შეშფოთებულებს ეღვიძებათ. ამგვარად, მანკიერი წრე იკვრება, რომლისგან თავის დაღწევა რთულდება.

ყავა სერიოზულ დამოკიდებულებასაც იწვევს და ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე ახდენს ზეგავლენას. ზოგჯერ დედებს ყავის გარეშე ფუნქციონირებაც კი არ შეუძლიათ და მის მირთმევამდე თავის ტკივილი და კანკალი აწუხებთ. ეს არ გულისხმობს იმას, რომ დედებმა ყავის დალევაზე უარი უნდა თქვან, თუმცა გარკვეული ლიმიტის დაწესება აუცილებელია.


წყარო: momsedu.ge

0
42
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0