x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სალომე გოგიაშვილი: „სახლში ჩაჯდომა და ქმრის ხარჯზე ცხოვრება „მეგოიმება“

image

ყოფილი ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს იმის შესახებ, როგორი მნიშვნელოვანია, რომ ქალს საკუთარი შემოსავალი ჰქონდეს და მეუღლეზე არ იყოს დამოკიდებული:


„სახლში ჩაჯდომა და ქმრის ხარჯზე ცხოვრება „მეგოიმება“. მხოლოდ ფულში არ არის საქმე, უბრალოდ, შენი პატარა საქმე ყოველთვის უნდა ჰქონდეს, სახლიდან რომ გახვიდე და ტონუსშიც იყო, დაფასებული, მობილიზებული და თვითრეალიზებული. მოკლედ, მე უსაქმურად არასდროს ვყოფილვარ, სულ აქტიური ვიყავი და ვარ, რეკლამებში ვარ ჩართული, გავაკეთე ტანსაცმლის მაღაზია, ჩემი ბიზნესი მაქვს და „ტიკ-ტოკერიც“ გავხდი…“

image


შეგახსენებთ, 37 წლის სალომე გოგიაშვილის სალომე მესამე ქმარი ბიზნესმენი ვახო ნიკოლაიშვილია. წინა ტელეწამყვანს წინა ქორწინებებიდან ორი შვილი მყავს – 18 წლის და 13 წლის, მის მეუღლესაც წინა ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს – 22 და 15 წლის ბიჭები.ამის გარდა ჰყავთ საერთო შვილები 7 წლის ირაკლი და 5 წლის დუდა . სულ 6 შვილს ზრდიან.

ამა წლის დეკემებერში ასევ "თბილისელებთან" საუბარში სალომე გოგიაშვილმა განაცხადა, რომ ცხოვრებაში წყალი არ გაუსინჯავს:

"ცხოვრებაში, რაც თავი მახსოვს, წყალი არ დამილევია, არც გამისინჯავს. შემიძლია დავიფიცო. ჩემი მეგობრები, ახლობლები და ოჯახის წევრები წყალს რომ სვამენ, თავს სხვა მხარეს ვატრიალებ, რომ ეს პროცესი არ დავინახო – ეგრევე გული მერევა. რამდენჯერმე ძალით ვცადე დალევა და ჭიქა რომ მივიტანე ტუჩთან, საშინელი თევზის სუნი ვიგრძენი და ცუდად გავხდი. დედაჩემსაც კი ვეკითხებოდი, ბავშვობაში წყალს ვსვამდი-მეთქი? დაფიქრდა და მიპასუხა, არ მიმიქცევია ყურადღებაო (იცინის). ვსვამ ჩაის, ყავას, გაზიან სასმელებს და ვჭამ ბოსტნეულს. ამით ვივსებ წყლის ბალანსს ორგანიზმში და არც გაუწყლოება მაწუხებს"




0
271
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
271
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0