x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
“ამიტომ არ უთანხმებენ მიშას… “რეორგანიზაცია” სხვას არაფერს ნიშნავს!” - რა ინფორმაციას ავრცელებს მაია ორჯონიკიძე

image


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აწ უკვე ყოფილი წევრი მაია ორჯონიკიძე, რომელმაც აღნიშნული პარტია ცოტა ხნის წინ დატოვა სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის შიგნით განხორციელებულ ე.წ "რეორგანიზაციის" საკითხს ეხმაურება:


"არ იფიქროთ, რომ პერსონალურად მიშაზე ვწერ, მაგრამ როდესაც ასეთი კაცი ციხეში გიზის, არც უნდა აღშფოთდე რა უბედურებაც ამ ქვეყანაში ტრიალებს. ხელში გასაღები გვაქვს და კარს ვერ ვაგნებთ!


ჩაფიქრებული ენმ-ს “რეორგანიზაცია” სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა ძველი, მიშას ერთგული კადრების ჩანაცვლებას მელიას მიმართ ლოიალური კადრებით.


ამიტომ არ უთანხმებენ მიშას.

ხმებს ავრცელებენ თურმე - მაია ორჯონიკიძე სხვა პარტიაში მიდისო ძალიან დაინტერესებულების გასაგონად ვიტყვი, რომ მსგავსს არაფერს ვაპირებ და დავუბრუნდები ენმ-ს მაშინვე, როგორც კი მისი დე-იურე და დე-ფაქტო ხელმძღვანელი ისევ მიხეილ სააკაშვილი გახდება!


რაც არ უნდა ტყავიდან გამოძვრნენ ვითომ მიშას მხარდამჭერი არაკეთილსინდისიერი ადამიანები-ყველა, ვინც მიცნობს იცის, რომ მათგან განსხვავებით მე არ ვიყიდები და ჩემი ბიოგრაფია სწორედ ამაზე ლაპარაკობს.


თავის მამიდებს მიხედოს ყველამ, მე ჩემს სინდისზე დიდი მსაჯული არა მყოლია და ვერ მეყოლება.


ნუ მსჯელობთ სხვებზე საკუთარი ანგარებიანი თავების მიხედვით, თქვენ წარმოიდგინეთ არსებობს ხალხი, ვისთვისაც ღირებულებები და პრინციპები ყველა მატერიალურ სიკეთეზე მეტია"- წერ ორჯოკინიძე.


შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის აქტიურმა მხარდამჭერმა, "ნაციონალური მოძრაობა" ცოტა ხნის წინ დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავად დაწერა:


"მე გავდივარ ნაციონალური მოძრაობიდან და მხოლოდ მას შემდეგ დავბრუნდები, როცა მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იქნება და ენმ გახდება სამაგალითო შიდა დემოკრატიის მქონე პარტია. Adios!"- ამ სიტყვებით გამოემშვიდობა მაია ორჯონიკიძე სულ რაღაც ერთი კვირის წინ საკუთარ პარტიას.



0
956
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
956