x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"შოკში ვიყავი, ვკანკალებდი ემოციებისგან, ვკიოდი, ვწიოდი, ამ ადამიანს ყველა უნდა იცნობდეთ" - ვინ არის 18 წლის ბიჭი, რომელმაც ნაპოვნი 6000 ლარი პატრონს დაუბრუნა

image

18 წლის ბიჭ­მა, ალ­თაი ფა­შა­ევ­მა თბი­ლის­ში, ქუ­ჩა­ში სა­ფუ­ლე იპო­ვა, რო­მელ­შიც 6 000 ლა­რამ­დე თან­ხა იყო. ბიჭ­მა თან­ხა პო­ლი­ცი­ა­ში მი­ი­ტა­ნა, პო­ლი­ცი­ამ კი პატ­რონს და­უბ­რუ­ნა.

ალ­თაი ბოლ­ნის­ში და­ი­ბა­და. ის 4 წლი­დან სა­ცხოვ­რებ­ლად, ოჯახ­თან ერ­თად, თბი­ლის­ში გად­მო­ვი­და. უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია მუ­შა­ობს და სა­კუ­თა­რი შე­მო­სა­ვა­ლი აქვს. 18 წელი ზუს­ტად იმ დღით შე­უს­რულ­და, როცა ფული იპო­ვა. ამ­ბობს, რომ ფუ­ლის აღე­ბა წუ­თი­თაც კი არ უფიქ­რია.

"სამ­სა­ხუ­რი­დან სახ­ლში ვბრუნ­დე­ბო­დი. სა­ფუ­ლე და­ვი­ნა­ხე, რო­მე­ლიც ძირს ეგდო, ავი­ღე გავ­ხსე­ნი და შიგ­ნით დიდი თახა იყო. პო­ლი­ცი­ა­ში წა­ვი­ღე და ვიდ­რე ფუ­ლის პატ­რო­ნი არ მო­ვი­და, იქი­დან ფეხი არ მო­ვიც­ვა­ლე“, - ამ­ბობს ალ­თაი.

რო­გორც გა­ირ­კვა, თან­ხა ციცი ხო­ტე­ნაშ­ვილ­მა და­კარ­გა. ამ­ბობს, რომ თან­ხის და­კარ­გვის შე­სა­ხებ რომ შე­ა­ტყო­ბი­ნეს, ძა­ლი­ან ცუ­დად გახ­და. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იყო, რომ თან­ხას უკან არა­ვინ და­უბ­რუ­ნებ­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს თან­ხა კე­თილ­მა ადა­მი­ან­მა იპო­ვა...

სიუჟეტი იხილეთ ბმულზე>>>

ავ­ტო­რი: თიკო გუ­რაშ­ვი­ლი

0
116
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0