x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134395
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
მთავარ არხზე გადაცემები დაიხურა - გიორგი გაბუნია ნოდარ მელაძის ადგილს დაიკავებს
image

.

მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, არხი ახალ სეზონს განახლებული ბადით შეხვდება, მისი პირველ მოადგილე და საინფორმაციო სამსახურის უფროსი კი გიორგი გაბუნია იქნება. ამის შესახებ გვარამიამ ფეისბუქგვერდზე დაწერა და თქვა, რომ სხვა სიახლეებს მოგვიანებით აცნობებს საზოგადოებას.

.


გვარამიას თქმით, პოსტ ფაქტუმს გაბუნიას ნაცვლად მიხეილ სესიაშვილი წაიყვანს და გადაცემის ჯგუფს შეუერთდება ჟურნალისტი ბექა ყორშიაც. შაბათის გადაცემის ნაცვლად ეთერში გავა ახალი ამბების გამოშვება, რომელსაც თამარ ბაღაშვილი წაიყვანს. ამასთანავე, დაიხურა დებატები თამარ ბაღაშვილთან.

.

მთავარი არხის გენერალური დირექტორის განცხადებით, შეიცვალა მისი გადაცემის, მთავარი აქცენტების ეთერში გასვლის დროც და ის ხუთშაბათობით 22:00 საათზე გავა ეთერში. დაიხურა პროექტი ხალხის ხმაც, ხოლო გადაცემა მთავარი გოგოები კვირას, 23:00 საათზე, პოსტ ფაქტუმის შემდეგ იქნება.

.

მიშა სესიაშვილი "მთავარი არხის" საინფორმაციო გამოშვებას რომ აღარ წაიყვანს, - ამის შესახებ ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა პირდაპირ ეთერში რამდენიმე დღის წინ განაცხადა. როგორც მიშა სესიაშვილი ამბობს, ტელეკომპანიაში რჩება და მაყურებელს განსხვავებულ ფორმატში ისევ შეხვდება.

.

"გემშვიდობებით, ამიერიდან, საინფორმაციო გამოშვებას ამ არხზე მე აღარ გავუძღვები, დიდი მადლობა მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის, ნდობისთვის. გეტყვით იმას, რომ ჩვენ ისევ შევხვდებით და რა თქმა უნდა, "მთავარ არხზე". თუმცა, როდიდან და რა ფორმატში, ამის შესახებ ძალიან მალე გაიგებთ. არ გემშვიდობებით, დროებით", - თქვა მიშა სესიაშვილმა.

.'

0
392
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
392
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0