x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133853
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
ტესტი: გამოიცანით ფილმები ოთარ მეღვინეთუხუცესის მონაწილეობით
image 16 იანვარს დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდა ქართული თეატრის და კინოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ მსახიობს ოთარ მეღვინეთუხუცესს., საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტს (1979), ორგზის საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატს (1977, 1981), ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზის მფლობელს (1991).


ამის გარდა მსახიობი არის რუსთაველის პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი, აგრეთვე სტამისლავსკის პრემიის ლაურეატი და სხვა.

მსახიობის გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ, ქალაქ თბილისში, 2015 წლის 16 იანვარს, მის 83 წლისთავზე 9 აპრილის ბაღში დაიდგა მისი ძეგლი. ძეგლის ავტორია მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძე.

ოთარ მეღვინეთუხუცესის სამსახიობო კარიერა იწყება 1954 წლიდან, როდესაც დაასრულა თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.


1954-1967წწ. იყო კოტე მარჯანშვილის სახელობის თეატრისა და 1967-1975წწ. რუსთავის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი; 1975 წლიდან კვლავ მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია; 1995 წლიდან ამავე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. კოტე მარჯანიშვილის დრამატული თეატრში შესრულებული როლები: ვეზირი(ნაზიმ ჰიქმეთი, "ლეგენდა სიყვარულზე"), გიჟი რევაზი(ილია ჭავჭავაძე "კაცია ადამიანი?!"), ქარიყლაპია(ვალერიან კანდელაკი, "მაია წყნეთელი"), ჩონთა(ვაჟა-ფშაველა "მოკვეთილი"), ლორდ ლეველი(უილიამ შექსპირი, "რიჩარდ მესამე"), ოიდიპოსი(სოფოკლე, "ოიდიპოს მეფე"), რომულუს ავგუსტუსი(ფრიდრიხ დიურენმატი, "რომულუს დიდი") ოტელო(უილიამ შექსპირი "ოტელო") და სხვ.; რუსთავის სახელმწიფო დრამატული თეატრი: სირანო(ედუარდ როსტანი, "სირანო დე ბერჟერაკი"), ნიკოლოზ პირველი(ვადიმ კოროსტილევი "ასის წლის შემდეგ"), სატინი(მაქსიმ გორკი, "ფსკერზე") და სხვ.; მოსკოვის სამხატვრო თეატრი: კრეონი(ჟან ანუი "ანტიგონე", რეჟ.: თემურ ჩხეიძე); შესრულებული აქვს 20-მდე კინო როლი: ჯამბულატი("ფატიმა" ), გიგა ბეთანელი("კეთილი ადამიანები"), ჯოყოლა("ვედრება"), მეფე გიორგი("დიდოსტატის მარჯვენა"), არზაყანი("მთვარის მოტაცება"), ელიოზი("ნატვრის ხე"), დათა("დათა თუთაშხია"), ისიდორე("თეთრი ბაირაღები") და სხვ.


ქვემოთ წარმოდგენილ ქვიზში 10 კითხვაა ორი სავარაუდო პასუხით, გაერთეთ და გაუზიარეთ მეგობრებს!

image

Loading...

1
376
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
376
  
2022, 17 იანვარი, 23:39
ათიდან რვა გამოვიცანი :))
0 1 1