x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
"ძალიან დაიფასე თავი და მეც უარგყავი... მეგონა მოვკვდებოდი" - ვის მიმართავს ირინა სარიშვილი

image


ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და იმის შესახებ წერს თუ როგორ დაანება სიგარეტს თავი უკვე სამი დღეა. ყოფილი პოლიტიკოსის თქმით, აღნიშნული გადაწვეტილების მიღება მისთვის მართალია იოლი არ ყოფილა და გაუჭირდა, თუმცა დარწმუნებულია რომ 18 წლიანი სტაჟის მიუხედავად დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და მაინც გაუძლებს.


"18 წლიდან ერთად მოვდიოდით. ჭირშიც, ლხინშიც შენზე ერთგული არავინ მყავდა.


დღისით, ღამით, ყველგან, ყოველთვის ერთად ვიყავით. ასე მეგონა მოვკვდებოდი უშენოდ, სუნთქვას შევწყვეტდი.


ბოლოს ძალიან დაიფასე თავი და მეც უარგყავი. მესამე დღეა უშენოდ ვარ.


კი გამიჭირდა, მაგრამ რა ვიცი, ვსუნთქავ, ვჭამ, ვსვამ, ვიცინი, მძინავს.... გავუძლებ ალბათ...


მესამე დღე უსიგარეტოდ", - წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.





0
963
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
963