x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
პატარა აღმოჩენები, რომლებიც სოცქსელების მომხმარებლებმა გააკეთეს

image


აუცილებელი არ არის მეცნიერი იყოთ, რათა ყოველდღე პატარ-პატარა აღმოჩენები გააკეთოთ. სხვადასხვა ქვეყნის სოციალური ქსელების მომხმარებლებმა გაგვიზიარეს თავისი დაკვირვებები და აღმოჩენები. მართალია, ეს აღმოჩენები არ ატარებს პრაქტიკულ და სასარგებლო ხასიათს, თუმცა ყოველთვის საინტერესოა და სასიამოვნო, გავიგოთ რამე ისეთი, რაც აქამდე არ ვიცოდით.

1. აღმოჩნდა, რომ იაპონური მონეტა (ერთი იენა) იმდენად მსუბუქია, რომ წყლის ზედაპირზე ჩერდება და არ იძირება.


image


2. ჩემი მეუღლის ბავშვობის სათამაშო მანქანაში იყო მართვის მოწმობა ბარბის სახელზე, სადაც მისი სრული სახელი და მისამართია მოცემული. მისი სრული სახელია რობერტს ბარბი მილისენტი, მისამართი კი მითითებულია კომპანია Mattel-ის შტაბ-ბინა, სადაც იწარმოება ბარბი და ბევრი სხვა სათამაშო.


image


3. ჩავრთე ულტრაიისფერი ნათურა და შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ბებიის მინის ფეხსაცმელების კოლექციიდან რამდენიმე მათგანი ურანისგან არის დამზადებული.


image


4. ახლა უკვე ვიცი, როგორ გამოიყურება ფანქარი, როცა მასზე ტერმიტებმა იმუშავეს.


image

5. წვიმის წყალობით გავიგე: როცა ჩემი ქურთუკი სველდება, მასზე ყვავილები ისახება.


image


6. კომპიუტერის "ნაკლეიკის" უკანა მხარეს ნახავთ პროცესორის სქემას.


image


7. აი, როგორია პოლირებული ქოქოსი.


image

8. დღეს გავიგე, რომ ჩვენს ოჯახს ძვირფასი საგვარეულო რელიქვია ჰქონია-ეს ხმალი!


image

9. აღმოვაჩინე, რომ ჩემი 1885 წლის პიანინოს გამოსაწევი თარო გამოიყენებოდა სანთლის დასადგმელად.


image





გადახედეთ:






ბოდიბილდერი ქალბატონები სცენაზე და ცხოვრებაში

image


საინტერესო ფაქტები საბჭოთა ავტომობილების სახელწოდებების შესახებ

image


როგორ ცხოვრობდნენ გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ - 8 წლის შემდეგ ომის არანაირი კვალი

image


უჩვეულო გასართობი პარკები, სადაც ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანმა შეიძლება არც მოისურვოს შესვლა

image


როცა ბავშვები სახლში მარტო რჩებიან

image


რატომ გაქრნენ ევროპაში ბეღურები?

image


საიდან მოდის ჭიქების მიჯახუნების ტრადიცია

image






0
304
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
304