x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ტრაგედიამდე რამდენიმე წამით ადრე გადაღებული 10 ფოტო, რომელიც სისხლს გაგიყინავთ 

image


წარმოგიდგენთ უნიკალურ ფოტოსურათებს, რომლებზეც ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე მომხდარი შემზარავი მომენტებია აღბეჭდილი.





1. გაქცეული იაგუარი


image


ინდოეთის დასავლეთ ბენგალის მაჰანანდას ნაკრძალიდან იაგუარი გაიქცა, რომლის საპოვნელად სამძებრო ჯგუფი გაგზავნეს. ფოტოზე კარგად ჩანს თუ როგორ ესხმის თავს ცხოველი ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, საბედნიეროდ მამაკაცის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა იაგუარი ადგილზე იქნა მოკლული.






2. თვითმფრინავის ტრაგედია


image


ამ საშინელ ფოტოზე "Air France"-ის 4590-ის რეისის ალმოდებული თვითმფრინავია აღბეჭდილი, რომელსაც 2000 წლის 25 ივლისს ჩარტერული რეისი პარიზი ნიუ-იორკი უნდა შეესრულებინა.






3. სახიფათო ნადირობა


image


მამაკაცებმა ფოტოზე ნანადირევთან ერთად გამარჯვების მომენტის აღებეჭდვა გადაწყვიტეს, თუმცა ჩადენილი მკვლელობისთვის მათ უკან სასტიკი სასჯელი ელოდათ.




4. "ტიტანიკი" ტრაგედიამდე 4 საათით ადრე


image


ყველაზე ცნობილი გემი საზღვაო ისტორიაში - "ტიტანიკი" მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ სიმბოლოდ იქცა. აღნიშნული ფოტო მანამდეა გადაღებული, სანამ ცნობილი ლაინერი აისბერგს შეეჯახებოდა და ჩაიძირებოდა.






5. თუფაქი სიკვდილამდე 1 წუთით ადრე



image


ცნობილი ამერიკელი რეპერის, თუფაქ შაქურის ბოლო ფოტო მისმა ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა, ლეონარდ ჯეფერსონმა ფლამინგო-როუდის და კოვალ-ლეინის გზაჯვარედინზე მაშინ გადაიღო, როდესაც შაკურმა წამიერად მანქანის ფანჯარა ჩამოწია რათა მას გამოლაპარაკებოდა, ფაქტიურად რამდენიმე წუთის შემდეგ რეპერს გამვლელი თეთრი "კადილაკიდან" უცნობმა პირებმა ოთხჯერ ესროლეს. რეპერი სამხრეთ ნევადის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც ის ექვსი დღის შემდეგ გარდაიცვალა.






6. პოლ უოკერის ცეცხლმოკიდებული "პორშე"



image


ბოლო კადრები ცნობილი ამერიკელი მსახიობის პოლ უოკერის ცხოვრებიდან.



7. ტრაგედია ჰაერში



image


2014 წელს ახალ ზელანდიაში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. ერთ-ერთ შოუზე საჰაერო ბუშტი დენის სადენებს დაეჯახა. შეჯახების შედეგად მას ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა.



8. ჯეიმს დინის სიკვდილი


image


ფოტოს გადაღებიდან პრაქტიკულად რამდენიმე საათში მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსახიობი და ამერიკული კინოს ნამდვილი ლეგენდა ავტოავარიაში დაიღუპა.



9. დათვზე თავდამსხმელი


image


ეს საბედისწერო ფოტო აშშ-ის ერთ-ერთ ნაკრძალში ტურისტმა გადაიღო. ფაქტიურად რამდენიმე წამში ცხოველმა ადამიანის სხეული ნაკუწებად აქცია.




10. ჯონ ლენონის ბოლო კადრი


image


1980 წლის 8 დეკემბერს მარკ დევიდ ჩეპმენმა ლეგენდარულ ბრიტანელ მუსიკოსს ჯონ ლენონს 5 ტყვია ესროლა და სიცოცხლეს გამოასალმა. ფოტოზე სწორედ ის მომენტია ასახული, როდესაც ლენონი ფანის თხოვნას ასრულებს. უკან შეგიძლიათ იმ ადამიანის სახე დაინახოთ, რომელმაც მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობა ჩაიდინა.



0
956
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
956